• რეკლამა
  • კონტაქტი
22:14, ოთხშაბათი, 28 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მტკიცებულებების განადგურება – 12 წლის ანას საქმე – ომბუდსმენი გამოძიების პროცესში დარღვევებზე

ალია ავტორი - ალია
14:01 03-15-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
78

სახალხო დამცველი ფიქრობს, რომ დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის ანას საქმის გამოძიება დარღვევებით მიდის. სკოლის მოსწავლის ბურუსით მოცული სიკვდილიდან ერთი წლის თავზე, ლევან იოსელიანის აპარატმა კრიტიკული დასკვნა “უფლებები საქართველოს” გადაუგზავა. დოკუმენტში წერია, რომ გამოძიების პროცესში შეცდომებია დაშვებული.

ომბუდსმენის მოსაზრებით არსებობს გარემოებები, რომელმაც ეფექტურ გამოძიებას ხელი შეუშალა.

სახალხო დამცველმა მოამზადა დასკვნა. ეს დასკვნა რამდენიმე დღის წინ გამოგვიგზავნა “უფლებები საქართველოს” და დასკვნაში მიუთითა, რომ 12 წლის ანი იანუშაიტიტეს მიმართ შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება ვერ აკმაყოფილებდა ეფექტიანი გამოძიების სტანდარტს. დასკვნაში წერია: მიუხედავად იმისა, რომ გამოძიება ერთ-ერთ ვერსიად განიხილავს ანი იანუშაიტიტეს მიმართ სექსუალური ხასიათის დანაშაულის შესაძლო ჩადენის ფაქტსაც, გამოძიების მიერ, გვამის აღმოჩენის შემდეგ, შემთხვევის ადგილის ახლომახლო მდებარე დამალული ადგილი საერთოდ არ იქნა დათვალიერებული, სადაც არასრულწლოვანის ყოფნა ჩვეულებრივ გარემოებებში ნაკლებად სავარაუდო ან საერთოდ გამორიცხული იყო”, – ამბობს “უფლებები საქართველოს” იურისტი.

12 წლის ანას დედა კი საქმეში კვალიფიციურ გამომძიებელთა ჯგუფის ჩართვას ითხოვს.

ერთი გამომძიებელი ამ საქმეს არ ჰყოფნის. საჭიროა კვალიფიციური გამომძიებლების ჯგუფი, რათა დროულად შეასრულონ ის საგამოძიებო სამშაო, რაც საჭიროა იმ კონკრეტულ მომენტში და არა ერთი წლის შემდგომ” – ამბობს 12 წლის ანას დედა.

„უფლებები საქართველოს“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ომბუდსმენის დასკვნაში აღნიშნულია:

  • სახალხო დამცველის აპარატმა დაადგინა რომ „გამოძიება თავიდან მიმდინარეობდა არაეფექტიანად და დროულად არ იქნა ჩატარებული სწორედ ის სათანადო საგამოძიებო მოქმედებები, რის შედეგადაც, შესაძლოა, გამოძიებას მოეპოვებინა მნიშვნელოვანი მტკიცებულებები და რომელთა ჩაუტარებლობამ ან დაგვიანებით ჩატარებამ, შესაძლოა, გამოიწვია გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებების განადგურება და შესაბამისად, საქმის გარემოებების დადგენას შეუშალა ხელი“.
  • სახალხო დამცველის დასკვნის თანახმად, „საქმის მასალების შესწავლის შედეგად იკვეთება, რომ არასრულწლოვან ანი იანუშაიტიტეს მიმართ შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება ვერ აკმაყოფილებს ეფექტიანი გამოძიების სტანდარტებს. კერძოდ, არ არის ჩატარებული მნიშვნელოვანი საგამოძიებო მოქმედებები, რომელთა ნაწილის ჩატარებაც, დღეის მდგომარეობით, უპერსპექტივო ან მნიშვნელოვნად გართულებულია“.
  • სახალხო დამცველმა მიმართა შინაგან საქმეთა მინისტრს მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებების გონივრულ ვადებში ჩატარების წინადადებით. კერძოდ, სახალხო დამცველს მიზანშეწონილად მიაჩნია შემდეგი მოქმედებების ჩატარება:
  • შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიების დათვალიერება და ნიმუშების აღება;
  • შემთხვევის ადგილის მახლობლად განთავსებული ავტომობილების მეპატრონეების იდენტიფიცირება და ავტომობილების შემოწმება;
  • გვამის გარშემო არსებული ხე-ბუჩქნარის მდგომარეობის შესწავლა;
  • ანი იანუშაიტიტეს გარდაცვალების სავარაუდო დროს საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოსარგებლე პირების ვინაობის დადგენა და მათთან შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება;
  • მოწმეების მიერ მიცემული ჩვენებების ნამდვილობის შემოწმება და სხვა მნიშვნელოვანი გარემოებების გამოკვლევა.
  • სახალხო დამცველმა წინადადებით ასევე მიმართა საქართველოს გენერალურ პროკურორს, რომ დაიწყოს შემოწმება ანი იანუშაიტიტეს გარდაცვალების გამოძიების საქმის მწარმოებელი გამომძიებლების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულების ფაქტზე (გაჭიანურებული ან/და ჩაუტარებელი, ასევე, ხარვეზიანი საგამოძიებო მოქმედებების ფაქტებზე).12 წლის ანას ოჯახი, უკვე წელზე მეტია ამბობს, რომ ტრაგედიის ღამეს, ექსპერტ-კრიმინლაისტებმა არაეფექტურად იმუშავეს, რის გამოც დამნაშავის დაკავება ამ დრომდე ვერ მოხერხდა.

შეგახსენებთ, რომ 2 მარტს ცნობილი გახდა, რომ გამოძიებაში მონაწილე ექსპერტს პროკურატურამ ბრალი დაუმძიმა.

17 მარტს დიდ დიღომში, პეტრიწის ქუჩაზე 12 წლის ანა იანუშაიტიტე გარდაცვლილი იპოვეს. ოჯახი აცხადებს, რომ გოგო მოკლეს, რადგან მას სხეულზე დაზიანებები ჰქონდა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია – თიბისი
ახალი ამბები

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია – თიბისი

14:53 10-28-2026
საქართველოში American Express-ის ბარათებით გადახდა უკვე თიბისის არხებითაა შესაძლებელი
ახალი ამბები

საქართველოში American Express-ის ბარათებით გადახდა უკვე თიბისის არხებითაა შესაძლებელი

14:10 10-28-2026
სს კრედო ბანკმა, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, $10 მილიონის დამატებითი პირველადი კაპიტალის (AT1) კერძო ობლიგაციები განათავსა
ახალი ამბები

სს კრედო ბანკმა, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, $10 მილიონის დამატებითი პირველადი კაპიტალის (AT1) კერძო ობლიგაციები განათავსა

17:06 10-27-2026
სილქფესტის შეთავაზებებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს
ახალი ამბები

სილქფესტის შეთავაზებებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს

12:07 10-27-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved