• რეკლამა
  • კონტაქტი
18:15, ოთხშაბათი, 21 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„მთლად ეგრე არ არის, დღეს რომ გამოაცხადო, ხვალ იწყება საგანგებო მდგომარეობაო“

ალია ავტორი - ალია
23:11 03-17-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
49

„ალია“ ესაუბრება კონსტიტუციონალისტს ვახტანგ ძაბირიძეს:

– მინდა გკითხოთ საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით, იმ შემთხვევაში თუ შემოიღეს რას ითვალისწინებს, ვინ იქნება პირველი პირი, თუ ვალდებულებები იყოფა? როგორც ვნახე, კონსტიტუციის მიხედვით პრემიერის ინიციატივაა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება, მაგრამ ხელმომწერი პრეზიდენტია, შემდეგ კი ეს ხელმოწერილი დოკუმენტი გადაეცემა დასამტკიცებლად პარლამენტს.


– საგანგებო მდგომარეობა როცა ცხადდება, ამ შემთხვევაში, პრეზიდენტთან შედის პრემიერი წინადადებით და პრემიერის ხელმოწერაა საჭირო.
საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება მერე პარლამენტში იხილება და თუ სესიები არ მიმდინარეობს, განიხილება რიგგარეშე სესიებზე. ჩამოთვლილია რა შემთხვევაში შეიძლება გამოცხადდეს საგანგებო მდგომარეობა, როცა მოესურვებათ, ეგრე არ არის, ეპიდემიის შემთხვევაში, ბუნებრივი კატასტროფის შემთხვევაში, საომარი მდგომარეობის, თუ საფრთხე ემუქრება ქვეყანას, და ა.შ. შემდეგ ჩამოთვლილია მუხლები, რისი შეზღუდვა ხდება.


– როგორც ვნახე, შეიძლება შეიზღუდოს გადაადგილების, თავისუფლების, საკუთრების და სხვა უფლებები. როგორც ვნახე, მედიასაც ეხება, ცენზურა შეიძლება ამოქმედდეს.


– ადამიანის უფლებებს და თავისუფლებებს თითქმის ყველაფერს ეხება. საგანგებო მდგომარეობაა და სხვაგვარად არც შეიძლებოდა ყოფილიყო. აქ რა თქმა უნდა არის გარკვეული საფრთხეები, რაც ხელისუფლებამ შეიძლება გამოიყენოს.


– ციხეებს თუ ეხება რაიმე კუთხით საგანგებო მდგომარეობა?


– კონსტიტუციაში ეს არ წერია.


– რაიმე ფონდი არსებობს თუ არა – კონსტიტუციაში არც ეს წერია, საიდან გამოიყენებს ამ დროს სახელმწიფო თანხებს. ამერიკაში, მაგალითად, სახელმწიფო მდგომარეობის გამოცხადებისთანავე, ხელისუფლებას საშუალება ეძლევა გამოიყენოს ფულადი სახსრები, რომელებიც ინახება სპეციალურ ფონდში.


– ვერ გეტყვით, არ ვიცი. გულწრფელად გეტყვით ფონდების მხრივ ჩვენთან ცოტა სხვანაირი მდგომარეობაა, ეს ფონდების ფული სად ქრება – არ ვიცი. სამწუხაროდ რაც მახსოვს 90–იანებიდან მოყოლებული დღემდე, ეს ფონდები ისე უკვალოდ ქრება და ორთქლდება, კაციშვილი ვერაფერს გებულობს. ამიტომ ჩვენთან ფონდების ფორმირება რთული საკითხია. რამდენად გულწრფელია ფონდების გადანაწილება, ეს კიდევ ცალკე თემაა. ამას ჯობია ფონდებიდან კი არა, თუ რაიმე სახსრებია გამოსაყოფი, უპირველეს ყოვლისა ბიუჯეტიდან იყოს გამოყოფილი და არა, ფონდებიდან.


– კომერციულ ბანკებზეც ვერ ვნახე მუხლი, არსად არ წერია, რომ უნდა შეაჩეროს პროცენტი და გადასახადი კლიენტს.


– ეს არის მათი გადაწყვეტილება. იგივე ფორ-სმაჟორია, არავინ ელოდა კორონავირუსის გავრცელებას, ვერც გაწერ, რადგან ბანკი კერძო საკუთრებაა. კერძო საკუთრებას დაავალო ასეთ ვითარებაში სახსრები გაიღოს, არასწორია. თანაც ვინ უნდა დაავალოს, ხელისუფლებამ?
სამწუხაროდ, დღევანდელ კონსტიტუციაში ბევრი რამ არ წერია და ასეთი ლაკონური კონსტიტუციები ჩვენთვის პრობლემატურია, ხელისუფლებისადმი ნდობა როცა დაბალია, ყველაფერი უნდა იყოს დეტალურად გაწერილი. ძველ კონსტიტუციაში ასე იყო – როდესაც საგანგებო მდგომარეობას პრეზიდენტი აცხადებდა, პარლამენტი სასწრაფოდ უნდა შეკრებილიყო, განეხილა 48 საათის განმავლობაში და შემდეგ გაწერილი ყველა მოქმედება უფრო დეტალურად.
მთლად ეგრე არ არის, დღეს რომ გამოაცხადო რომ ხვალ იწყება საგანგებო მდგომარეობა, ადამიანებს, ვისაც ეს ეხება რაღაც დრო ხომ უნდა მომზადებისთვის, გადართვისთვის, გადაწყობისთვის. ძალიან კარგია, რომ რესტორნებმა, სანამ რეკომენდაციები იქნებოდა, უარი თავად თქვა მუშაობაზე და დახურა, ცხადია ზარალზე მიდიან, მაგრამ ვინც ეს არ გააკეთა და პროდუქტი აქვს ნაყიდი, უცებ ეუბნები ხვალ დახურეო, ზარალს კიდევ ზარალი ემატება, ამიტომ, გონივრული დრო სჭირდებათ ობიექტებს, როცა ასეთ გადაწყვეტილებას იღებს ხელისუფლება. სწორი გადაწყვეტილებაა ცოტა ადრე თქვა, რომ მოსახლეობა მოემზადოს.


– ყველა მუხლის ამოქმედება ევალება ამ დროს სახელმწიფოს, თუ არჩევითაა?


– ამის ვალდებულება არა აქვს, თუ საჭირო არ არის საინფორმაციო საშუალებების შეზღუდვა, რატომ უნდა შეზღუდოს? ამ შემთხვევაში უფლება აქვს, მაგრამ არ არის ვალდებულება. ამიტომ რასაც ჩათვლის საჭიროდ, შეზღუდავს, ამას კონსტიტუცია ეუბნება.

–პრეზიდენტს მეტი უფლება გაუჩნდება, ხომ?


– რა თქმა უნდა, მეტი უფლება აქვს. თუ ნახავთ კონსტიტუციაში, იქ არის საუბარი დეკრეტებზე, ეს საბჭო კანონებს კი არა, დეკრეტებს გამოსცემს. ამ დროს ქვეყანა კანონებით კი არა, დეკრეტებით იმართება. ეს ხდება სწორედ იმისათვის, რომ სწრაფად იქნას გადაწყვეტილება მიღებული რთულ სიტუაციაში. დეკრეტების გამოცხადება არის პრეზიდენტის პრეროგატივა, აქ მთლიანობაშია აღმასრულებელი საკანონმდებლო ხელისუფლება ერთიანი ხდება, თუ ზოგადად ფუნქციები გადანაწილებულია, იქ ერთიანი ხდება.
პრეზიდენტი, რომელიც დღეს არანაირ მონაწილეობას არ იღებს არც საკანონმდებლო საქმიანობაში და არც აღმასრულებელში, ამ შემთხვევაში პრეზიდენტი როცა გამოსცემს დეკრეტს და აწერს მას ხელს, მონაწილეობს ორივეში ფაქტიურად. დეკრეტი არის ფაქტიურად საკანონმდებლო აქტი და გამოცემის შემთხვევაში უკვე აღმასრულებელი პრეზიდენტიც ხდება.


– არჩევნებზე უნდა გკითხოთ, არჩევნები არ ჩატარდება, მაგრამ მხოლოდ საგანგებო მდგომარეობის დროს, არსებობს წესი, იმის შესახებ, თუ რამდენი თვე უნდა იყოს გასული დასრულებიდან არჩევნებამდე?


– პარლამენტის არჩევის წესში მითითებულია რომ ორი თვით ადრე უნდა იქნას მიღებული გადაწყვეტილება არჩევნების შესახებ. დრო გვაჩვენებს, როდემდე გასტანს ეპიდემია.


– ეროვნული ბანკის დეკრეტზეა კიდევ საუბარი კონსტიტუციის ამ მუხლში, რომელიც საგანგებო მდგომარეობას ეხება.


– საგანგებო მდგომარეობა ხომ ეკონომიკასაც არყევს, ამიტომ ფინანსური რეგულაციები ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ არ უნდა აღმოვჩნდეთ მძიმე და რთულ ვითარებაში, საგანგებო მდგომარეობის დროს ყველა სახელმწიფო სტრუქტურა მიუხედავად იმისა, რომელ განშტოებას ეკუთვნის, უნდა იყოს ჩართული ამ პროცესში გარკვეული დროით ეს პრობლემა აუცილებლად დადგება და უკვე დგას კიდეც, ლარი გარბის, კაცმა არ იცის რა იქნება. არა მარტო ის პერიოდია მნიშვნელოვანი, როცა ამ ვირუსის გავრცელების საშიშროებაა, საგანგებო მდგომარეობის დროს ეკონომიკურ და სოციალური მდგომარეობაა მნიშვნელოვანი, თუ ახლა ხდება სამსახურიდან დათხოვნები, მუშაობა წყდება, ადამიანები ხელფასს ვერ ღებულობენ, საჯაროში კი ბატონო, მაგრამ კერძო სექტორები ფინანსების გარეშე რჩება, გაჩერებულია ყველაფერი, ეკონომიკა ეცემა, ორი კვირის შემდეგ როცა დამთავრდება საგანგებო მდგომარეობა, ადამიანები რჩებიან ფინანსური სახსრების გარეშე და ურთულესი ვითარება იქნება.


– თუ ხედავთ ამ ეტაპზე საგანგებო მდგომარეობის შემოღების აუცილებლობას და ალბათ მთავრობის სხდომას ხომ ადევნებთ თვალს, როგორ ფიქრობთ, აპირებენ?


– გამიჭირდება თქმა, აპირებენ თუ არა, მაგრამ შემიძლია სრულიად გულწრფელად გითხრათ ჩემი დამოუკიდებულების მიუხედავად ხელისუფლებისადმი, რომ ნამდვილად გაართვეს თავი ამ რთულ სიტუაციას და ჯერჯერობით რასაც აკეთებენ, აკეთებენ ძალიან კარგად, ეს ეხება როგორც აღმასრულებელ ხელისუფლებას, ისე სამედიცინო სფეროს მიმართულებას. არა მგონია, რომ დღეს ჩვენთან ისეთი ვითარება იყოს, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება გახდეს აუცილებელი, ის რაც ითქვა რეკომენდაციების სახით, სწორი მიმართულებით არის გადადგმული რეკომენდაციები და ყველაზე ბევრს პანიკაზე ლაპარაკობენ, მაგრამ ჩვენ ვნახეთ კადრები ამერიკაში რა ხდება, იმასთან შედარებით საქართველოში არანაირი პანიკა არ იგრძნობა. სხვა თემაა ის 50 კაცი, რომელმაც თვითიზოლაცია დაარღვიეს, ეს ქართული ხასიათია. ასეთი რამეები რომ არ მოხდეს, ძალიან მშვიდად ვიქნებით. მე არ ვთვლი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება აუცილებელი იყოს, მით უმეტეს ამ შემთხვევაში კიდევ ერთი პლიუსია, მოგვწონს თუ არ მოგვწონს, პოლიტიკური სპექტრი მაინც ერთიანია, ყოველ შემთხვევაში პრობლემისადმი მიდგომაში და ასევე ურთიერთობებშიც. მე რომ ვიცოდე ქვეყანაში არსებობს სერიოზული ფინანსური და ეკონომიკური რესურსი, ყველაზე კარგი იქნებოდა ორი კვირით ჩავკეტავდი ყველაფერს და თუ ამ ორ კვირაში ვირუსის კლება იქნებოდა, დავაკვირდებოდი, მაგრამ ესეც რთული გადასაწყვეტია. ამიტომ ჯობია ნაბიჯ–ნაბიჯ მივყვეთ, რასაც ხელისუფლება აკეთებს და თუ აუცილებლობა დადგება, კი ბატონო, უნდა გამოცხადდეს. აქვე გეტყვით ჩემ სურვილსაც, – ხელისუფლებამ ცოტა რომ პროგნოზირებადი გახადოს თავის მიმართულება, რაც თქვენ გაინტერესებთ, თუ არის მოსალოდნელი, რა ალბათობაა, რომ საგანგებო მდგომარეობა შემოიღოს და რა ვადით, კი არ ვიჭორაოთ, ინფორმაცია იყოს საზოგადოებაში და გარკვეულწილად ხალხი დამშვიდდეს, მოემზადოს, იცოდეს, რა ელოდება, რა გეგმები გვაქვს, რას ვაპირებთ. ქვეყანაში რთული ვითარებაა, საზღვრები ფაქტიურად ჩაიკეტა. მოსახლეობა მოემზადება, თუ ადამიანმა იცის, რომ ორი კვირა ვერ იმუშავებს, შეიძლება დიდი ქალაქებიდან ხალხი გავიდეს. სასურსათო ბაზრობები არა, მაგრამ სხვა ბაზრობები ტანსაცმლის ან ტექნიკურ ნივთებს, თუ ადამიანი ერთი თვე არ იყიდის, ქვეყანა არ დაიქცევა, ამიტომ ჯობია მოსახლეობისთვის რეკომენდაციის სახით გაიცეს. დღესდღეობით ჩემი აზრით ხელისუფლება ახერხებს ამაზე კონტროლს, ეს კონტროლი ცოტა უფრო რომ მოუჭიროს, იქნებ, საბოლოოდ, ამოვძვრეთ ამ სიტუაციიდან.


– იმ შემთხვევაში, თუ მაინც გამოცხადდა, ვიზუალურად როგორი მდომარეობა იქნება, ქუჩაში ჯარი დგას და გამოწმებს?


– არ არის აუცილებელი ქუჩაში ჯარის დგომის, მაგრამ აუცილებელი იქნება გაძლიერდეს პატრულირება და იცით, რატომ? რაზედაც ზემოთ ვილაპარაკე, 50 კაცმა თვითიზოლაცია რომ დაარღვია, ქუჩაში დაიჭირონ. როცა ამხელა რისკზე და ამხელა დანაკარგზე მიდის საზოგადოება, ამ დროს ვიღაც არღვევს ამ წესს, ღონისძიებები უნდა გატარდეს და ეს აუცილებლად უნდა გაკონტროლდეს. საზოგადოების არცერთ წევრს არა აქვს უფლება, რომ საფრთხე შეუქმნას ამ გადაწყვეტილებას და ისედაც მძიმე ვითარება, უფრო დაამძიმოს, თუ ასეთ ვითარებაში პატრულირებას ვერ ახერხებს პოლიცია, მაშინ შესაძლოა იქნეს გამოყენებული სამხედრო შენაერთებიც.

ალია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად
ახალი ამბები

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად

19:36 05-19-2025
რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?
ახალი ამბები

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?

00:06 05-15-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – ნაწილი მეხუთე

01:03 05-14-2025
“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025

ბიზნესი

თიბისი კონცეპტის მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს გაწევრიანდეს Runners Club-ში
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს გაწევრიანდეს Runners Club-ში

16:06 05-21-2025
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

11:39 05-21-2025
პრემია „ელისოს“ 2025 წლის ჟიურის შემადგენლობა ცნობილია
ახალი ამბები

პრემია „ელისოს“ 2025 წლის ჟიურის შემადგენლობა ცნობილია

14:50 05-20-2025
ფრანგი სპეციალისტების პრეზენტაცია ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდი გამაღდეს (Gamarde) PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის
ახალი ამბები

ფრანგი სპეციალისტების პრეზენტაცია ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდი გამაღდეს (Gamarde) PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის

14:30 05-20-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved