• რეკლამა
  • კონტაქტი
17:22, ოთხშაბათი, 4 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„მთელმა მსოფლიომ დაკეტა ეკლესია, როგორ შეიძლება მიხვიდე და ხატები კოცნო“

ალია ავტორი - ალია
20:41 04-16-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
42

ლეგენდარული ქართველი მომღერალი ნანი ბრეგვაძე ყველა რეკომენდაციას ითვალისწინებს და სახლიდან გარეთ არ გადის.

„პრაიმტაიმი“ ნანი ბრეგვაძეს ესაუბრა, რომელმაც თქვა, რომ შვილიშვილები ენატრება, მაგრამ ახლა არც თავად მიდის მათთან სტუმრად და არც ისინი მოდიან.

– ქალბატონო ნანი, როგორ ხართ?

– როგორ ვიქნები? არავინ არ არის კარგად. მე ნამდვილად არ ვარ კარგად და ვებრძვი თავს, იმისთვის, რომ კარგად ვიყო. დღეები მაქვს კარგი, დღეები მაქვს ძალიან ცუდი. ახლა ყველაზე მთავარია, იტალია არ გაგვიხდეს საქართველო.

როგორ არასერიოზულად უყურებს ეს ხალხი პრობლემას, გაოცებული ვარ.

მე თუ ვზივარ სახლში და კიდევ ბევრი ადამიანი, დაჯექით თქვენც სახლში. მხოლოდ ეს გადაგვარჩენს – დავრჩეთ სახლში! რადგან ამას გეუბნებიან და მსოფლიო ამას ქადაგებს, ე.ი. შესწავლილია ყველაფერი.

გაჩერდა მსოფლიო და ეს მოქმედებს, თორემ ჩემს სახლში სხვა დროსაც კარგად ვიჯექი. ოჯახში საქმე არასდროს ილევა. არაფერი ცუდი არ არის სახლში ყოფნაში. ქართველი ხალხი ხომ ძალიან ნიჭიერია? ვისაც კითხვა არ უყვარს, სახლში ყოფნისას რაიმე ნიჭს იპოვის საკუთარ თავში.

ჩემს აივანზე ნამდვილი ბაღნარია, გვიყვარს ყვავილები ჩვენ,  ტროტუარზეც არ ვცხოვრობ, იმდენი სახლებია გარშემო თვალს ვერ ვაწვდენ, მაგრამ აივანზე ოაზისი გვაქვს მოწყობილი. შესაძლოა ყვავილები დარგოთ.

– საყიდლებზე ვინ დადის?

– ეკა გადის გარეთ იშვიათად, ისიც შეიარაღებული. ყველა წესს იცავს, სანამ სახლში შემოვა იხდის ფეხსაცმელს, იწმინდავს ხელებს, შემდეგ იბანს, ჩვენი არაჩვეულებრივი ექიმები რასაც გვეუბნებიან ყველაფერს ვიცავთ.

მგონი ცოტა ინტელექტის და ჭკუის ნაკლებობის ბრალია ვინც არ უჯერებს ექიმებს, ან ჰგონიათ თავად არ დაემართებათ. მე დამჯერი ადამიანი ვარ, ბუნება მაქვს ასეთი. გადაღებებს რომ ვუყურებ არანაირი დაცულობა არა აქვთ, ისე მიდიან. ეს დიდი უპატივცემულობაა როგორც საკუთარი თავის, ასევე ახლობლების.

ცრემლებამდე მენატრება ჩემი შვილიშვილები. სკაიპით ვუყურებ რომ დავწყნარდე.

ნატალია ერთხელაც არ მოსულა რაც ეს ამბები დაიწყო. ჩემი უფროსი შვილიშვილი მეუღლესთან ერთად, ურუგვაიში ჩარჩა. იქ არ არის ვირუსი, კარგ პირობებში არიან, მაგრამ ერთი სული აქვთ როდის გაიხსნება ფრენები.

– ეკლესიის გადაწყვეტილებას როგორ აფასებთ?

– მგონია არასწორად იქცევიან. მთელმა მსოფლიომ დაკეტა ეკლესია, მაინცდამაინც ქართველები არ ვკეტავთ. გვეუბნებიან სახლში დარჩით და ორმეტრიანი დისტანცია დაიცავითო, ამ დროს კი არ იკეტება ეკლესია. ახლა როგორ შეიძლება იქ მიხვიდე და ხატები კოცნო? ჩემი აზრით სახლში უნდა დარჩეს ხალხი და ილოცოს. თუ ასე სწამთ ღმერთი შესაბამისად მოიქცნენ, იმიტომ რომ ღმერთი ყველაფერს ხედავს და გაპატიებს. ძალიან ღრმად არ მესმის, ვერ ვხვდები მთავრობის და ეკლესიის როლებს, არ ვარ ასეთი განათლებული.

ჩემი „მოკლე ჭკუით“ ვთვლი, უნდა დავრჩეთ სახლში, დავანთოთ სანთელი და ვილოცოთ, რასაც გავაკეთებ მეც. იმედი მაქვს იმის, რომ საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრია და ღვთისმშობელი არ მიგვატოვებს. ყოველთვის იმარჯვებდა საქართველო, ახლა კი მსოფლიოს პრობლემაა ეს და უნდა მიხვდეს ყველა, როგორი დიდი მნიშვნელობა აქვს სიმშვიდეს მსოფლიოში. ოღონდ ჩემი საქართველო გადარჩეს და არაფერი არ მინდა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით ნიუ-იორკში ‘“თბილისობა” გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ნიუ-იორკში ‘“თბილისობა” გაიმართება

15:54 11-04-2026
სილქნეტმა ISO/IEC 27001:2022 სერტიფიკატი მოიპოვა
ახალი ამბები

სილქნეტმა ISO/IEC 27001:2022 სერტიფიკატი მოიპოვა

13:12 11-04-2026
თიბისი მხარს უჭერს ფერმერი ქალების გაძლიერებას
ახალი ამბები

თიბისი მხარს უჭერს ფერმერი ქალების გაძლიერებას

16:53 11-03-2026
PSP-მ Beauty of Joseon-ის კორეელი წარმომადგენლების ქართველ მომხმარებლებთან შეხვედრას უმასპინძლა
ახალი ამბები

PSP-მ Beauty of Joseon-ის კორეელი წარმომადგენლების ქართველ მომხმარებლებთან შეხვედრას უმასპინძლა

15:26 11-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved