• რეკლამა
  • კონტაქტი
19:04, ოთხშაბათი, 29 ოქტომბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მთელი საუბარი ტყუილია… ეს იდეა ავადმყოფობაა… მიშას გამო ტიროდა და ციხემ როგორ იმოქმედა ასე…” – მეგრელიშვილი გვარამიაზე ინტერვიუს შემდეგ

ალია ავტორი - ალია
14:36 02-16-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,282

დეპუტატმა, “გირჩის” წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა, რომელმაც გუშინ ნიკა გვარამიას უმასპინძლა და საკუთარ გადაცემაში, კითხვები დაუსვა, დღეს ახალ ვიდეოში, სადაც ჰერმან საბოსთან ერთად რამდენიმე საკითხს და მათ შორის, გუშინ, ნიკა გვარამიასთან საუბარს განიხილავდა, განაცხადა:

გასაგებია, ადამიანს ყველაზე პოპულარული ტელეარხი ებარა და ჩვენ ფიზიკურად არ ვარსებობდით ამ არხის არეალში. ჩემთვის ეს იყო ნაციონალური მოძრაობის დამოკიდებულება ჩვენ მიმართ. წარმოიდგინე, ეს ადამიანი ჯერ იყო ციხეში, ახლა გამოვიდა და იძახის, ნაციონალური მოძრაობა აღარ ვარო. ციხეში ალბათ, რაღაცეები გადააფასა, მაგრამ რაღაცნაირად, მკაფიო, გასაგები უნდა ყოფილიყო ის ისტორია, რასაც მოყვებოდა. ოპოზიციური სპექტრი როგორ ლაგდება, ეს იყო საინტერესო, ამ დალაგებაში, ამ ადამიანს აქვს რაღაცა როლი, იმიტომ რომ კიდევ ერთი ჯგუფი და ყველაზე მნიშვნელოვანი, ტელევიზია დაკარგა ნაციონალურმა მოძრაობამ, ამ ადამიანის სახით. მე მაინტერესებს როგორ დაკონფიგურირდება ეს ველი, თუ ესენი ესე დარჩებიან, როგორც დღეს, ეს ნიშნავს იმას, რომ ეს ქოცების თამაშია, ქოცების სასარგებლო კონსტრუქციაა მეორე მხარეს. თუ ორ ჯგუფად დალაგდებიან ნაცები და მიშაც იტყვის, ორი ნაცები არიან და ორივესთან ვითანამშრომლებ, ორივეს ექნება ბარიერის გადალახვის ამბავი და ერთმანეთს ხელს არ შეუშლიან, ესეც გასაგებია, მაგრამ ნიკამ რაც მომიყვა, იყო სრულიად გაუგებარი, როგორც ჩანს, ჯაფარასთან და მელიასთან ლაპარაკობს, ყოფილ ნაცებთან, მაგრამ რით იქნება განსხვავება ნაცებისგან – ეს გაუგებარია,

როგორც ჩანს, ახსნა არ აქვს, რადგან კონსტრუქციაზე არ არიან შეთანხმებულნი, მართლა ვერ იქნებიან. არ არის პასუხი იმაზე, რას ნიშნავს მეორე ნაცები. ერთი ნაცები მიშაა… თან მითხრა, მიშას უნდა დავუპირისპირდეო, ფაქტიურად… ადამიანი მიშას გამო ტიროდა თავის ეთერებში და მთელი ამბავი იყო, ციხემ როგორ იმოქმედა ასე, რომ მიშასთან დამოკიდებულება ასე შეიცვალა? შეიცვალა, შეიცვალა, მაგრამ მაშინ აქეთ ძალიან მნიშვნელოვანი უნდა იყოს, ხომ? ახლა კამათს აზრიც არ გააცნია, იმიტომ შეიძლება საერთოდ ვერ დალაგდნენ, საერთოდ სხვა კონსტრუქცია აღმოჩნდეს. 

ყველაფერი შეიძლება ვთქვა, რომ ტყუილი იყო, მთელი ჩვენი საუბარი, არალოგიკური იყო ბევრ საკითხზე. ბევრ საკითხს შევეხეთ და თუ ღრმად შეხვიდოდი, ნებისმიერ საკითხზე ჩხუბი უნდა მოგვსვლოდა. 

თუ გადაიაზრა, მაშინ სხვანაირად უნდა იქცეოდეს, მათ შორის, რაღაცეებზე ბოდიშია მოსახდელი, რაღაცეები ასაღიარებელია, რომ მართლა ასე იყო, მთავარი პრობლემა ის იყო, რაც რუსთავი2–მა გააკეთა, ნიუსებს ჩვენ ვქმნითო, ანუ, რეალურ ცხოვრებაში კი არ ხდება რაღაცა, არამედ ნიუსებს ჩვენ ვქმნითო, ეს იდეა, რომ ტელევიზიას შეუძლია, ნაცვლად რეალური ცხოვრებისა, თვითონ მოიგონოს რა არის მნიშვნელოვანი და რა არის უმნიშვნელო, ეს არის ყველაზე დიდი ავადმყოფობა, რამაც შექმნა პარტიული ტელევიზიები ზოგადად, ამ ნარატივზე შეიქმნა, რომ ყველა ტელევიზია პარტიულია, აქედან წამოსული ამბავია.

 

 

ნიკა გვარამია: „ნაციონალური მოძრაობის“ დროს დახურული იყო პარლამენტი, სასამართლო, ტელევიზიები

 

თეგები: ვახტანგ მეგრელიშვილინიკა გვარამია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025
“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025

ბიზნესი

გახდი ჩვენიანი, გადაიხადე ციფრული Mastercard ბარათით და დაიბრუნე გადახდილი თანხის 50%
ახალი ამბები

გახდი ჩვენიანი, გადაიხადე ციფრული Mastercard ბარათით და დაიბრუნე გადახდილი თანხის 50%

16:42 10-29-2025
თიბისი კონცეპტის მრავალფეროვანი შეთავაზებები სპა ცენტრებში
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მრავალფეროვანი შეთავაზებები სპა ცენტრებში

16:37 10-29-2025
თიბისის მხარდაჭერით, დედოფლისწყაროში „სვანიძის ზეთისხილის“ საწარმო გაიხსნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, დედოფლისწყაროში „სვანიძის ზეთისხილის“ საწარმო გაიხსნა

13:01 10-29-2025
AI და მომავლის უნარები – GAIA Meetups Horizons -ის პირველი შეხვედრა გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

AI და მომავლის უნარები – GAIA Meetups Horizons -ის პირველი შეხვედრა გაიმართა – თიბისი

15:56 10-28-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved