• რეკლამა
  • კონტაქტი
19:42, სამშაბათი, 30 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მთელი გუნდი მზად ვართ, რომ ბოლომდე დავიხარჯოთ და ვემსახუროთ ჩვენს ხალხს და ჩვენს ქვეყანას მთელი ქვეყნის, რეგიონების, სოფლების მასშტაბით – ირაკლი ღარიბაშვილი

ალია ავტორი - ალია
16:36 08-10-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
25

მთელი გუნდი მზად ვართ, რომ ბოლომდე დავიხარჯოთ და ვემსახუროთ ჩვენს ხალხს და ჩვენს ქვეყანას მთელი ქვეყნის, რეგიონების, სოფლების მასშტაბით- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, დმანისში „ქართული ოცნების“ დმანისის მერობის კანდიდატის კობა მურადაშვილის წარდგენაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მერის  მოვალეობა და მისი ყოველდღიური საზრუნავი მოსახლეობის ყოველდღიური პრობლემების გადაჭრა იქნება.  პრემიერის თქმით, მერი ყველა სოფელში, ყველა უბანში თავად უნდა ჩავიდეს, შეხვდეს მოსახლეობას, მოუსმინოს მათ პრობლემებს და დროულად, ოპერატიულად და ეფექტიანად გადაუწყვიტოს ნებისმიერი პრობლემა.

“ჩვენი მთავარი გამოწვევა, გარდა ოკუპაციისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა, რა თქმა უნდა, არის სიღარიბე, უმუშევრობა და ჩვენი ეკონომიკა. ამ მიზნით ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ, ბოლომდე უნდა დავიხარჯოთ. მერის მოვალეობა სწორედ უნდა იყოს და იქნება, მე მჯერა, ჩვენი კანდიდატის მოვალეობა და მისი ყოველდღიური საზრუნავი იქნება ჩვენი მოსახლეობის ყოველდღიური პრობლემების გადაჭრა. მერი ყველა სოფელში, ყველა უბანში თავად უნდა ჩავიდეს, შეხვდეს მოსახლეობას, მოუსმინოს მათ პრობლემებს. დროულად, ოპერატიულად, ეფექტიანად გადაუწყვიტოს ადგილზე ნებისმიერი პრობლემა.  ცენტრალური მთავრობის დახმარება რა თქმა უნდა, მას გარანტირებული ექნება. ჩვენ, მთელი გუნდი მზად ვართ, რომ ბოლომდე დავიხარჯოთ და ვემსახუროთ ჩვენს ხალხს და ჩვენს ქვეყანას მთელი ქვეყნის, რეგიონების, სოფლების მასშტაბით“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

თეგები: ირაკლი ღარიბაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

რა სიურპრიზი დაგხვდება “ავერსში” ჯადოსნური დღეებისთვის
ახალი ამბები

რა სიურპრიზი დაგხვდება “ავერსში” ჯადოსნური დღეებისთვის

19:19 12-30-2025
ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი
ახალი ამბები

ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი

13:49 12-30-2025
ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?
ახალი ამბები

ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?

18:24 12-29-2025
რჩევები და რეკომენდაციები Elitehome-სგან: კერძო სახლის მშენებლობის მნიშვნელოვანი დეტალები, ურთიერთობა კომპანიასა და მომხმარებელს შორის
ახალი ამბები

რჩევები და რეკომენდაციები Elitehome-სგან: კერძო სახლის მშენებლობის მნიშვნელოვანი დეტალები, ურთიერთობა კომპანიასა და მომხმარებელს შორის

16:54 12-29-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved