• რეკლამა
  • კონტაქტი
16:11, პარასკევი, 20 ივნისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მთელი ბათუმი მიყურებს როგორ მსვამენ სველი პირსახოცით პოლიციის მანქანაში” – თაკო მათეშვილი

ალია ავტორი - ალია
14:08 09-09-2022
- ახალი ამბები, მთავარი, ტრენდული
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
414

ჟურნალისტი, თაკო მათეშვილი:

 

თუ სველ საცურაო კოსტუმზე მოხვეული სველი პირსახოცით ჯერ პოლიციის მანქანაში და მერე განყოფილებაში არ მჯდარხართ, ჩათვალეთ, არ გიცხოვრიათ.

ყველაფერი ასე დაიწყო: რამდენიმე დღის წინ, ბათუმში, საღამო ხანს, ვიჯერე რა გული ზღვაში ჭყუმპალაობით, სანაპიროზე კოტრიალითა და მზის ჩასვლის ულამაზესი სანახაობის ყურებით, ნივთების ალაგება დავიწყე. გავიხედე, გამოვიხედე და სადაა ჩემი ჩანთა? არსად. პატარა, ლამაზი, ჩემი ავლადიდებით სავსე. აქეთ ვიცი, იქით ვეცი და ორიოდე წუთში უკვე ვაღიარე, რომ მომპარეს.

ეგეთი სიმწარე არ განახოთ, ყველაფერი შიგ მქონდა – ტუში, რუჟი, ფუნჯი, ჰაილაითერი, ფანქარი, კრემები, პომადები, შიმერები, ევროპებში ნაყიდი სარკე-სავარცხელი, ევას აბადოკი და 4 ლარი!!! არ დამიწყოთ, ახლა, სანაპიროზე ეგენი რად გინდოდაო, საღამოს სხვაგან მივტრაშუნობდი. თვითონ ჩანთა ხო ჩანთად, მაგრამ ამ შიგთავსის დაკარგვამ სულ მომსპო. ისეთი ვარ, დანა პირს არ მიხსნის, ერთი სული მაქვს ავღრიალდე. სასოწარკვეთილი ნაგვის ურნებს დავერიე – იქნებ აქ მოისროლეს შიგთავსით იმედგაცრუებულებმა მეთქი, რადგან ქურდი თუ კოსმეტიკურ ბრენდებსა და ფასებში კარგად გარკვეული, მშრალი კანის მქონე და წითელი პომადების მოყვარული გოგო არ იყო, მაშინ ჩემი ნივთებით მაგარი გაწბილებული უნდა დარჩენილიყო. შესაბამისად,არც ის იქნებოდა გასაკვირი, გაჩხრეკისა და იმ 4 ლარის ამოცლის მერე ჩანთა სადმე მიეგდო (ბევრ დეტექტიურ წიგნს ვკითხულობდი ბავშვობაში).

ამ აზრით იმედმოცემულმა 112-ზე დავრეკე. ვიფიქრე, ნივთის დაკარგვას დავაფიქსირებ და ვთხოვ, თუ სადმე რამე გამოჩნდა გამაგებინეთ- მეთქი. თურმე რა მოგიგონია. რაის დაფიქსირება, მოიცადეთ სადაც დგახართ, ახლავე მოვა ჯგუფი და ყველაფერი მათ უნდა მოუყვეთო. არ მინდა ჯგუფი,უბრალოდ დაკარგული ნივთზე განცხადების გაკეთება, სახლში წასვლა, ბალიშში თავის ჩარგვა და ტირილი მინდა მეთქი, მაგრამ არაო, ან ჩვენ მოვალთ, ან თქვენ უნდა მოხვიდეთო. მეთქი სად მომსვლელი ვარ და დავეგდე ბულვარში, სკამზე.

5 წუთში იქ გაჩნდნენ. ყველაფერი მომაყოლეს და თან ისიც შემომაპარეს-ეჭვი ხომ არავისზე გაქვთო? ერთი გაფიქრება კი ვიფიქრე მთელი ბავშვობის ჯავრი ახლა ხომ არ ამოვიყარო და ყველაფერი ჩემს დას ხო არ შევტენო მეთქი, მაგრამ დაიწვა პატიოსანი ადამიანია გაჩენა, სინდისმა არ გამიშვა. არც ქურდი დაგინახავთო? მეთქი, პატივცემულო, ქურდი რომ დამენახა, შენ გამაწიწკნიდი იმას ხელიდან? მაშინ განყოფილებაში უნდა წამობრძანდეთ და ჩვენება მოგვცეთო. მეტი რაღა მაქვს საჩვენებელი, “კუპალნიკით” ვდგავარ და ყველაფერს წვრილად გიყვებით, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მოგწერთ, ვოისს ჩაგიგდებთ, ოღონდ ამ სველი “კუპალნიკით” განყოფილებაში არ მატაროთ მეთქი – შევეხვეწე, მაგრამ არაო, წესი ეგეთიაო. მეთქი, თქვენ წესს არა და ჩემ ბედს *** ჩემს, მოვიხვიე სველი პირსახოცი და წავლასლასდი მანქანისკენ. თან გულში ვფიქრობ – აი, რა კაი ვქენი რომ დავრეკე, ახლა სულ აღარ მადარდებს დაკარგული ჩანთა, უფრო დიდი სადარდებელი მაქვს – მთელი ბათუმი მიყურებს როგორ მსვამენ სველი პირსახოცით პოლიციის მანქანაში. მერე ეგეც დავიკიდე და ჩავჯექი.

სიმართლე გითხრათ, ყოველთვის ვიცოდი,რომ ოდესმე პოლიციის მანქანაში აღმოვჩნდებოდი, მაგრამ ამ ჩემს წარმოდგენებში უფრო ხელბორკილები ფიგურირებდა, ვიდრე სველი პირსახოცი. უკარგესი პოლიციელი შემხვდა – ჩავჯექი თუ არა კონდიციონერი გამორთო, სველი ხარ, შეგცივდებაო. არც ღვედი გინდა, შენი გაგჭირვებიაო. გზაში ძააან დეტალურად ამიხსნა საკუთარ ნივთებს ყურადღება რომ უნდა მივაქციოთ და თან დამამშვიდა – ხალხი იმხელა თანხებს კარგავს სანაპიროდან, შენ გაგიმართლა ფული და ძვირფასეულობა რომ არ გედოო. გულში ვფიქრობ, რაც არ მაქვს რას ჩავდებდი, იმისთანა ფასებია წელს ბათუმში ფული და ძვირფასეულობა კი არა არავის სჭირდება, თორე ეს პირსახოციც გავყიდო ლამის-მეთქი.

მივედით. ორი დაზარალებული დამხვდა იქ – წარბგახეთქილი ბიჭი და რუსულენოვანი ქალბატონი. ბიჭს, მგონი, ველოსიპედების გამქირავებელმა აწყენინა, ქალმა ჩემსავით ჩანთა დაკარგა. ქალი გაუჩერებლად გველაპარაკება რუსულად და ჩემს „აი დონთ ანდერსთენდებს“ სულ ფეხებზე იკიდებს. ეს გოგო მალე გაუშვით, შესცივდება და თან ბავშვი ელოდებაო – ჩემზე გასძახა ერთმა გამომძიებელმა დანარჩენებს. ყველა პოლიციელს ცალ -ცალკე ვებოდიშები ჩემი ჩაცმულობის გამო და ყველა ცალ-ცალკე მამშვიდებს – აქ ყოველ დღე “კუპალნიკიანი” ხალხი გვყავს, ჩვენ რომ ჩაცმულები ვართ, ეგ უფრო საბოდიშოაო.

სულ მალე რუსულენოვან ქალთან დაამთავრეს და დაემშვიდობნენ. დავრჩით მე და ველოსიპედების მეპატრონისგან განაწყენებული ბიჭი. ის – გახეთქილი წარბით, მე- სველი პირსახოცით. ვზივარ და ვნატრობ, ნეტა გოგო გამომძიებელმა გამომკითხოს, ჯერ ერთი პირსახოცის გამო ნაკლებად ვინერვიულებ და მეორეც, ჩემს ტკივილს და დანაკარგის ფასს ის უფრო გაიგებს. აბა, კაცებს რა გაეგებათ? მაგათთვის ესტე ლაუდერს და ჩორნი ჟემჩუგს ერთი ფასი აქვს. გამიმართლა, გოგო შემხვდა. თან ახალგაზრდა და ლამაზი. დეტალურად გამომკითხა ჩანთის დიზაინი და ფასი. ისეთი სიყვარულითა და მონატრებით ავუწერე, წესით, ჩემი ტკივილის ხარისხს ეგრევე უნდა მიხვედრილიყო. დაკარგული ნივთებიც ძააან ამაყად ჩამოვუთვალე – ამა და ამ ბრენდის რუჟი, ამა და ამ ბრენდის ფანქარი, ამა და ამ ბრენდის პომადები, კრემები, ნახევარ ხელფასად ნაყიდი ფუნჯი, ერთი კვირა რომ მშიერი დამტოვა,ეგეთი ჰაილაითერი და ა.შ. ყველაფერი ჩაიწერა. ბოლოს მეკითხება – ანუ, მთელი ამ თქვენი ნივთების საფასური დაახლოებით 50 ლარი იქნებოდა? კიდე ერთი ჩანთა მოეპარათ და ეს არ ეკითხა, მერჩივნა. მეთქი, 50 ლარი ვოშ ენდ გოუს შამპუნი აღარ ღირს, ეს ჩემი ესტელაუდერები, კიკოები, მიზონები და ნუქსები რანაირად იქნებოდა 50 ლარის? არ ვიციო, ვერ ვერკვევიო. აი,რას ნიშნავს ლამაზი როა ადამიანი, არ სჭირდება ფუნჯები და კრემები, ვერც ფასებში ერკვევა და ჩემსავით ყველგანაც არ დაათრევს. აქ უკვე მეორედ *** ჩემს ბედს და გავჩუმდი.

საჩვენებელი რომ აღარაფერი დამრჩა, ფურცელზე ხელი მომაწერინა და დამემშვიდობა. გამოვედი. უკვე ისე შინაურულად ვგრძნობ თავს, წასვლა აღარ მინდა. შინაურულად ვიგრძნობ, აბა რა იქნება, პირსახოცითა და შლოპანცებით დავტანტალებ, აბაზანიდან ახალი გამოსულივით. ცოტა მაკლია შლოპანცი არ გავიხადო და კოღო არ მივაკლა იქვე, კედელზე. პოლიციელებსაც საკუთარი ოჯახის წევრებივით ვუყურებ. გამომაცილეს – პირსახოცით სად გაგიშვებთ, ციმციმ მიგაბრძანებთ სახლამდეო და უკვე მეორედ ამოვყავი თავი პოლიციის მანქანაში. კონდიციონერი ისევ გამორთო, ღვედი ისევ დავიკიდეთ. გამახსენდა პოლიციელებს, ჟურნალისტებისგან განსხვავებით, ღვედი და ეგეთი მაიმუნობები რომ არ სჭირდებათ და უკვე მესამედ მომინდა ჩემი ბედისთვის საყვედურის თქმა.

ამასობაში, მიმაბრძანეს. რა უნდა ქნა ახლა შენო?- დამშვიდობებისას მეკითხება პოლიციელი. რავი,ჩემი რეალური სახის იმედზე ვიქნები- მეთქი. არ იდარდო, ისედაც კარგად გამოიყურებიო- დამამშვიდა. კაი ჩემო ძმაო – მეთქი და დავიშალეთ.

პ.ს. თუ სადმე, ბათუმის ქუჩებში, პატარა, უსაყვარლესი, ყავისფერი, მოწნული ჩანთით მოძრავი ვინმე დაინახეთ, ან მე მომმართეთ, ან პოლიციას. მანამდე კი, ხელფასსა და ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციამდე მომაშველეთ ცოტაოდენი კოსმეტიკა, მართლა ჩემი რეალური სახის იმედზე ხომ არ ვიქნები, კაცო?!

თეგები: ბათუმითაკო მათეშვილისაპატრულო პოლიცია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რა არის ამერიკისა და ისრაელის საბოლოო მიზანი ირანთან დაკავშირებით? – რას უყევბა ,,ალიას” აშშ-დან კონრად ბაბუნაშვილი?
ახალი ამბები

რა არის ამერიკისა და ისრაელის საბოლოო მიზანი ირანთან დაკავშირებით? – რას უყევბა ,,ალიას” აშშ-დან კონრად ბაბუნაშვილი?

22:13 06-18-2025
ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი
ახალი ამბები

ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი

22:49 06-13-2025
„ბახმუტის შეტევის წარუმატებლობის შემთხვევაში, რუსებს არც ფიზიკური და არც მორალური ძალა აღარ დარჩებათ თავდაცვაში გადასასვლელად“ – გიორგი თავდგირიძე
ახალი ამბები

,,რეალობა ისაა, რომ ჩვენ ვართ აშშ-სა და ევროპისთვის მტრული სახელმწიფო… რუსეთთან ალიანსი ნატო-ს სამიზნედ გვაქცევს” – რას უყვება ,,ალიას” გიორგი თავდგირიძე?

21:01 06-05-2025
“ნავროცკი რუსეთის მიერ ძებნილია, მისი აზრით რუსეთის იმპერიული მემკვიდრეობა უნდა განადგურდეს” – ვინ გახდა პოლონეთის ახალი პრეზიდენტი
ახალი ამბები

“ნავროცკი რუსეთის მიერ ძებნილია, მისი აზრით რუსეთის იმპერიული მემკვიდრეობა უნდა განადგურდეს” – ვინ გახდა პოლონეთის ახალი პრეზიდენტი

20:25 06-02-2025

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში Lamborghini-ს შოურუმი გაიხსნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში Lamborghini-ს შოურუმი გაიხსნა

15:10 06-20-2025
თიბისი ბიზნესებისთვის განვადების გაცემის პროცესს ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესებისთვის განვადების გაცემის პროცესს ამარტივებს

13:46 06-20-2025
Visa თიბისის ბიზნესდაჯილდოება 2025-ის მთავარი პარტნიორია
ახალი ამბები

Visa თიბისის ბიზნესდაჯილდოება 2025-ის მთავარი პარტნიორია

13:29 06-20-2025
თიბისის მხარდაჭერით, ფოსტის ისტორიულ შენობაში სასტუმრო „ტელეგრაფი“ გაიხსნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ფოსტის ისტორიულ შენობაში სასტუმრო „ტელეგრაფი“ გაიხსნა

17:07 06-19-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved