• რეკლამა
  • კონტაქტი
17:38, ხუთშაბათი, 27 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„მთელ უბანს ჩემი ეშინოდა“

ალია ავტორი - ალია
23:02 01-27-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
30

გივი სიხარულიძე ბავშვობის მძიმე პერიოდს იხსენებს და ია ფარულავას გადაცემა „ფარულ კონვერტში“ ამის შესახებ ჰყვება.

მამა რომ გადაასახლეს, დედა პედაგოგობით ვერ გვარჩენდა. ქალთა კოლონიაში ბავშვებს აჩენდნენ, ის ბავშვები შემდეგ იქ სწავლობდნენ და იქ პედაგოგ-აღმზრდელად დაიწყო მუშაობა. იქ მუშაობა იმიტომ დაიწყო, რომ პედაგოგებს ორ „ბუხანკა“ შავ პურს ურიგებდნენ. მაშინ ხალხი სულ სხვანაირი იყო, ვისაც ქმრები ადგა თავზე, თავიანთ წილ „ბუხანკებს“ დედაჩემს ჩუქნიდნენ. როცა უბანში ყვიროდნენ და კვერცხს და მაწონს ჰყიდდნენ, დედაჩემი პურს ამაში ცვლიდა.

8 წლიდან ქუჩაში ვიზრდებოდი. თავი რომ დავიმკვიდრე, მთელ უბანს ჩემი ეშინოდა.

უბანში დიდი ბიჭები იყვნენ და მე მეწყვილედ რუსის ბიჭი მყავდა. ღამით სახლიდან ვიპარებოდით. არსენალზე მატარებელი ნელი სვლით მოდიოდა. მაშინ ომის შემდგომი პერიოდი იყო და ამერიკიდან საბჭოთა კავშირი მარაგდებოდა. ყველა ვაგონს მცველი ჰყავდა, ავხტებოდით და 36-ლიტრიან ზეთის კასრებს ორნი ვერეოდით და ვაგორებდით ხევში. ერთხელაც გადავაგორეთ, ჩამოვხტით და არსენალზე პატარა ბუჩქებში შევძვერით. სირენა ჩართული იყო, მატარებელი გაჩერდა. ერთი „შტიკიანი“ კაცი მეორეს ეუბნება: ბიჭო, რა ვქნა, ვხედავ ბავშვები არიან და ხომ არ ვესვრიო. მეორემ უთხრა, ხო არ გაგიჟდიო, აქტი შეადგინე და ხელს მოგიწერ, რომ გაგძარცვესო“, – იხსენებს მსახიობი.

„პრაიმტაიმი“

თეგები: გივი სიხარულიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025

ბიზნესი

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით „თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი“ გაიმართება
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით „თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი“ გაიმართება

17:36 11-27-2025
5 რჩევა, რომელიც ავეჯის დაუზიანებლად გადატანაში დაგეხმარება
ახალი ამბები

5 რჩევა, რომელიც ავეჯის დაუზიანებლად გადატანაში დაგეხმარება

17:15 11-27-2025
6 საშიში შეცდომა, რომელსაც ამწე კალათაზე უშვებენ
ახალი ამბები

6 საშიში შეცდომა, რომელსაც ამწე კალათაზე უშვებენ

15:26 11-27-2025
სელფი საერთაშორისო ფესტივალის – DataFest Tbilisi 2025-ის პარტნიორია
ახალი ამბები

სელფი საერთაშორისო ფესტივალის – DataFest Tbilisi 2025-ის პარტნიორია

14:26 11-27-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved