ანალიტიკოსი, ზურაბ ბატიაშვილი:
წაგებულ ომებსაც ჰყავთ თავიანთი გმირები და 1921 წლის შემთხვევაში ეს გიორგი მაზნიაშვილი იყო – სამხედრო, რომელიც ბევრ პოლიტიკოსზე უკეთ მიხვდა, რაც ხდებოდა საქართველოს თავს.
დიახ, პირადად მისი დამსახურებაა, რომ ბათუმი და მთელი აჭარა საქართველოს შეუნარჩუნდა.
რა თქმა უნდა, კომუნისტებმა იგი დახვრეტეს. სხვანაირად ვერც იქნებოდა.
მთელ ერს ვალი გვაქვს ამ კაცის.
დიდება გმირებს! 🇬🇪🇬🇪🇬🇪














კომენტარები