• რეკლამა
  • კონტაქტი
06:43, კვირა, 1 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მთავრობის გაუაზრებელი რეგულაციები – 12 დღიანი თვით იზოლაცია ტესტის გარეშე – “ქართული ოცნება” ქვეყანას კიდევ ერთხელ “აჩერებს” – ვატო სურგულაძე

ალია ავტორი - ალია
15:50 10-06-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
41


“ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ვატო სურგულაძემ და პარტიის ჯანდაცვის ჯგუფის წევრებმა ბრიფინგი გამართეს, სადაც მთავრობის მიერ პანდემიის დროს ახალი რეგულაციების დაწესებაზე ისაუბრეს. 

“ლელოს” ჯანდაცვის გუნდის წარმომადგენლის, ვატო სურგულაძის თქმით, ახალი რეგულაციები ადამიანებს აიძულებს, 12 დღე დარჩეს თვითიზოლაციაში.

“კოვიდ -19 ეპიდემიის მართვისას მთავრობას ყოველდღიურად ახალი წესები შემოაქვს. ხშირ შემთხვევაში მათი რეგულაციები არის გაუაზრებელი, მოუმზადებელი ან დაგვიანებული. განსაკუთრებით, ინტერესს იწვევს ახალი რეგულაცია, რომელიც ითვალისწინებს მოქალაქეების „12 დღიან თვითიზოლაციას ტესტის ჩატარების გარეშე“. კოვიდ-19-თან ბრძოლის ეს რეგულაცია, პრაქტიკულად, ნიშნავს ფარულ მოწოდებას„დარჩი სახლში“.
ეს ნიშნავს, რომ თუ კომპანიის, სკოლის ან სხვა დაწესებულების ერთ თანამშრომელს ან მოსწავლეს აღმოაჩნდება კოვიდ-19 ინფექცია, პრაქტიკულად, ყველა თანამშრომელი, მოწაფე, მასწავლებლები, ვისაც ახლო კონტაქტი ჰქონდა დაავადებულთან, უპირობოდ ექვემდებარება თვითიზოლაციას 12 დღის განმავლობაში. 
ინდივიდუალურად, ტესტის გაკეთება კი 100-120 ლარი ღირს რაც მოსახლეობის ფინანსურ მდგომარეობას დარტყმას მიაყენებს. თუ ამ პერიოდში არ გამოუვლინდათ დაავადების ნიშნები, მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებენ, დაუბრუნდნენ ნორმალურ ცხოვრებას, რაც არის წარმოუდგენელი პირობა,”- აცხადებს სურგულაძე. 

“ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი არსებულ სტატისტიკასაც იშველიებს, რომლის მიხედვითაც, 5 ოქტომბერს 578 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. სურგულაძის თქმით, თუ თითოეულს ჰქონდა საშუალოდ 5 კონტაქტი, მაშინ მინიმუმ 2890 ადამიანი უნდა დაექვემდებაროს თვითიზოლაციის პროცესს, რაც კიდევ ერთხელ მოწმობს მმართველი გუნდის მიერ დაანონსებულ კაბალურ პირობას. 

“ეს გამოიწვევს სამუშაო პროცესის შეჩერებას ყველა დარგში, რაც მოსახლეობის შემოსავლის შემცირებასა  და გაღარიბების პროცესის გაღრმავებას შეუწყობს ხელს. ეს არის ფარული განხორციელება პოლიტიკისა „დარჩი სახლში“”, – აცხადებს სურგულაძე. 

“ლელოს” მიაჩნია, რომ უნდა გაგრძელდეს ყველა საეჭვო შემთხვევის ტესტირება. ტესტირება უნდა  იყოს დროული და მოქალაქეს პასუხი მიეწოდოს მინიმალურ დროში. ხალხი აღარ უნდა ჩაიკეტოს სახლში. მით უმეტეს, როდესაც 24 დღეში არის საპარლამენტო არჩევნები და ჯანმრთელი ხალხის სახლში ჩაკეტვა დაუშვებელია.

თეგები: ვატო სურგულაძელელო საქართველოსთვის

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი

17:28 02-27-2026
საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება

14:43 02-27-2026
სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!
ახალი ამბები

სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!

13:20 02-27-2026
რა არის SEO ოპტიმიზაცია?
ახალი ამბები

რა არის SEO ოპტიმიზაცია?

16:02 02-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved