მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსად ნინო გიორგობიანი მიშა ფეიქრიშვილმა ჩაანაცვლა. ინფორმაციას ნინო გიორგობიანი სოციალურ ქსელში წერს.
წარმატებები მიშას ურთულეს, მაგრამ საინტერესო საქმეში, ბევრი კარგი ამბები და დღეები, დღეიდან მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსის ადგილს მიშას ვაბარებ,” – წერს გიორგობიანი.
მიშა ფეიქრიშვილი ამ დრომდე “იმედის” საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი იყო, მანამდე კი პარლამენტის პრესსამსახურის უფროსის პოზიციას იკავებდა.
კომენტარები