• რეკლამა
  • კონტაქტი
02:58, კვირა, 1 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მთავრობამ “ლელოს” ინიციატივა გაითვალისწინა – სამედიცინო პერსონალი, რომელიც კოვიდ 19-თან ბრძოლაშია ჩართული, სახელფასო ანაზღაურების 50%-ს დანამატის სახით მიიღებს – ლევან კობერიძე

ალია ავტორი - ალია
18:02 10-07-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
49


რამდენიმე დღის წინ “ლელოს” მიერ გამოცხადებულ ინიციატივას, გაეზარდოს ხელფასი კოვიდ პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში აქტიურად ჩაბმულ  სამედიცინო პერსონალს, მმართველი გუნდი შესაბამისი გადაწყვეტილებით შეხვდა. 


“ლელო” რამდნიმე დღის წინ გამოვიდა და ჯანდაცვის სამინისტროს  მედპერსონალისთვის ხელფასის გაზრდისკენ მოუწოდა. დღეს კი მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ სამედიცინო პერსონალის სახელფასო ანაზღაურების 50%-ის დანამატის სახით მიღებაზე ისაუბრა.

როგორც ტიკარაძემ აღნიშნა, ექიმების გარდა, სახელფასო დანამატს სამედიცინო პერსონალის ყველა რგოლი მიიღებს. შესაბამისი ბრძანება დღეს გამოიცემა.

მინისტრის განცხადებას ვაკის  მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი და პარტიის ჯანდაცვის ჯგუფის   წარმომადგენელი ლევან კობერიძე გამოეხმაურა. 

მისი განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტრომ უნდა დააკონკრეტოს სამედიცინო პერსონალის რაოდენობა, ვისაც საბონუსე სისტემა შეეხება და ასევე დააკონკრეტონ თანხის ოდენობაც, რა თანხითაც აპირებენ ხელფასის მომატებას, რათა ეს განცხადება არ დარჩეს წინასაარჩევნო დაპირებად, როგორც მათ სჩვევიათ. 

“5 დღის წინ “ლელოს და ჯანდაცვის ჯგუფის მიერ გამართულ ბრიფინგზე მოვუწოდეთ მთავრობას,  რომ მედპერსონალისთვის, ვინც არის კოვიდ 19-თან ბრძოლის წინა ხაზზე, მინიმუმ 1000 ლარიანი ერთჯერადი ბონუსი მიეცათ ბიუჯეტიდან და ამავდროულად, შეემუშავებინათ შედარებით გრძელვადიანი სამოტივაციო სქემაც. ძალიან გვიხარია, რომ მთავრობამ ყურად იღო ჩვენი რჩევა. იმედი გვაქვს, დროულად გასცემენ დაანონსებულ ფულად კომპენსაციებს სწორედ ბიუჯეტის ხარჯზე და ამ თანხის გაცემას კლინიკებს არ დაავალებენ. იმედის ვიტოვებ, რომ მხოლოდ სამთავრობო პიარისთვის არ გაკეთებულა ეს განცხადება და მთავრობა მართლა ზრუნავს ექიმებზე,”- აცხადებს კობერიძე. 


მისივე თქმით, “ლელოს” ჯანდაცვის ჯგუფი ყოველთვის იქნება ექიმების მედპერსონალის მხარდამჭერი და ყოველთვის მოუწოდებს მთავრობას პრევენციული ზომების მიღებას ჯანდაცვის სფეროში. 

“ლელოს” ყოველთვის ექნება საკმაოდ მწვავე და დროული რეაგირება, იმისათვის რომ გარკვეული საკითხები, რასაც ხელისფულება თავისი პოლიტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარე ვერ ამჩნევს ან არ უნდა რომ შეიმჩნიოს, გავხადოთ აქტუალური და ვაიძულოთ ისინი, რომ გადადგან სწორი ნაბიჯი,” – განმარტა კობერიძემ.

თეგები: ლევან კობერიძელელო საქართველოსთვის

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი

17:28 02-27-2026
საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება

14:43 02-27-2026
სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!
ახალი ამბები

სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!

13:20 02-27-2026
რა არის SEO ოპტიმიზაცია?
ახალი ამბები

რა არის SEO ოპტიმიზაცია?

16:02 02-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved