• რეკლამა
  • კონტაქტი
07:17, ხუთშაბათი, 13 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მთავრობამ და ეკლესიამ შევიმუშავეთ ერთობლივი გეგმა” – ირაკლი კობახიძე გელათის რეაბილიტაციაზე

ალია ავტორი - ალია
15:08 04-05-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
443

ირაკლი კობახიძე გელათის მონასტრის კედლის მხატვრობისა და მოზაიკის საკონსერვაციო პროგრამების განხორციელებასთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრო.

როგორც კობახიძემ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, გელათის სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაციის სამუშაოები “არის სწორად დაგეგმილი და ზუსტად გათვლილი იმ შედეგზე, რასაც ჰქვია სამონასტრო კომპლექსის სრულად აღდგენა“.

ამასთან, კობახიძის თქმით, მთავრობას და ეკლესიას ერთობლივი გეგმა აქვს შემუშავებული გელათის გადასარჩენად, და “ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის მჭიდრო თანამშრომლობა უზრუნველყოფს ღონისძიებების სწორად და სათანადოდ წარმართვას”.

„გვაქვს კოორდინირებული სტრატეგია – საპატრიარქო, როგორც ძეგლის მესაკუთრე, პასუხისმგებლობას იღებს სამუშაოების მეთოდოლოგიაზე, მთავრობა კი, უზრუნველყოფს სრულ ფინანსურ და მატერიალურ მხარდაჭერას, რაც არის ჩვენი პასუხისმგებლობა. თანამშრომლობის ეს ფორმა სრულად შეესაბამება იუნესკოს პრინციპებსა და მოთხოვნებს, რაც გულისხმობს იმას, რომ ძეგლების მოვლა-პატრონობის პროცესი უნდა იყოს თანამონაწილეობითი, უნდა ითვალისწინებდეს ფართო ჩართულობას. ეს თანამშრომლობა ქმნის ახალ გამოცდილებას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში და მნიშვნელოვანია, ასეთი ფორმით განხორციელდეს ყველა შესაბამისი პროექტი.

დარწმუნებული ვარ, რომ კომიტეტის მუშაობა იქნება ძალიან ნაყოფიერი და შედეგიანი და ეს მნიშვნელოვანია როგორც მიმდინარე პროცესის სწორად წარმართვისთვის, ასევე სამომავლო, გრძელვადიანი სტრატეგიის დასაგეგმად. მინდა, საქართველოს მთავრობის სახელით, კიდევ ერთხელ დაგპირდეთ თანადგომას ამ ძალიან მნიშვნელოვან საქმეში. დარწმუნებულები ვართ, ძალიან მალე ჩვენ დაგვიბრუნდება გელათის სამონასტრო კომპლექსი, ეს უძვირფასესი ტაძარი, ხარაჩოების, დროებითი კონსტრუქციების გარეშე, სრულად აღდგენილი და ყველა კიდევ ერთხელ ვიამაყებთ ჩვენი ქვეყნის ამ უძვირფასესი მემკვიდრეობით,“- აღნიშნა კობახიძემ.

“გელათის მდიდარი ისტორია და საკაცობრიო მნიშვნელობა თითოეულ ჩვენგანს გვაკისრებს უდიდეს პასუხისმგებლობას, დავიცვათ და მომავალ თაობებს შემოვუნახოთ ეს უძვირფასესი მემკვიდრეობა. ყველას ძალიან კარგად გვახსოვს ის გამოწვევები, რომელთა წინაშეც გელათი უახლოეს წარსულში იდგა; მათ შორის იყო სერიოზული რისკი იმისა, რომ გელათის სამონასტრო კომპლექსი შეიძლებოდა, ამორიცხულიყო კიდეც მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხიდან, თუმცა, ერთობლივი ძალისხმევით, ჩვენ შევძელით სტატუსის შენარჩუნება”, – დასძინა მან.

 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე
ახალი ამბები

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე

16:44 08-11-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

14:02 08-12-2026
“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები
ახალი ამბები

“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები

13:15 08-12-2026
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა

14:35 08-11-2026
16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე
ახალი ამბები

16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე

12:16 08-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved