• რეკლამა
  • კონტაქტი
03:49, კვირა, 15 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მთავრობა დაასახელოს საარჩევნო ხმებმა არჩევნებზე” – სააკაშვილი ტექნიკურ მთავრობაზე

ალია ავტორი - ალია
13:58 10-18-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
302

მიხეილ სააკაშვილმა, რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში, განაცხადა:

როდესაც არჩევნებში მარცხი გამოვაცხადე ისე, რომ არც კი გამივლია ვინმესთან წინასწარი კონსულტაცია, თქვენ წარმოიდგინეთ, ძალიან მშვიდად ვიყავი. მჯეროდა, რომ ჩვენი ხალხი ძალიან მალე დაინახავდა განსხვავებას და ბევრ რაღაცას გადააფასებდა. სამწუხაროდ, ამ პროცესის საბოლოოდ ჩამოყალიბებას 12 წელი დასჭირდა.

ფაქტია, რომ განსხვავებით კომპარტიისა და მოქკავშირისა და მომავალში – „ოცნებისა“, ჩვენი პარტია არა მხოლოდ არ ჩამოიშალა, არამედ გახდა წინააღმდეგობის მთავარი ცენტრი. ჩვენ გვაქვს იდეა – ესაა დამოუკიდებელი, ძლიერი, ევროპული ქართული სახელმწიფო.

რუსეთის დიდი ჰიბრიდული ოპერაცია მიმდინარეობდა მთელი ეს დრო. მაგრამ დღეისთვის ჩართულია სრულიად სხვა ძალები, რომელთა პირობებში რუსული სტერეოტიპები არ მუშაობს. თან, მე დავბრუნდი და ძალიან ბევრი მითი დავანგრიე ამ დაბრუნებით. არ მინდა ვინმეს ვაწყენინო, მაგრამ ხალხის დიდი ნაწილის არა მხოლოდ სიმპატია, არამედ დიდი სიყვარული სწორედ ჩვენ გვაქვს და ეს განპირობებულია სწორედ იმ სიყვარულით, რომელიც თავის დროზე დავთესეთ. თან, რაც მიხარია, ძალიან ბევრი ახალი ადამიანი უერთდება “ნაციონალური მოძრაობის” ახალ ტალღას. ეს ვიცი ბევრი წყაროდან. მათ შორის, ჩემი შვილი ნიკუშა მუშაობს „ბოლტის“ კურიერად – ველოსიპედით დააქვს საკვები, უამრავი ადამიანის აზრს იგებს და მიყვება ხოლმე.

აღიარებს ამას ვინმე თუ – არა, ჩემმა დაბრუნებამ ძალიან ბევრი რამ შეცვალა. სერიოზული ენერგია გამოაღვიძა. დიახ, ჩემი სიცოცხლისადმი საფრთხის და ტყვეობის ჯოჯოხეთის მიუხედავად, არ ვნანობ ჩამოსვლას.

მე ველი უახლოეს დღეებში, არჩევნების დღეს და შემდგომ დღეებში პროვოკაციებს. გავიხსენოთ ბარბარე რაფალიანცის ბრუტალური მკვლელობა არჩევნებამდე ორი დღით ადრე. რუსული სტილია ბოლო მომენტში დაშოკვა. აუცილებლად გამოყრიან რაღაც „ჩანაწერებს“, თუმცა შეიძლება ბევრად უარესი რამეებიც ჩაიდინონ.

ტექნიკურ მთავრობაზე საუბრისას, მიხეილ სააკაშვილმა, კითხვას, უჭერთ თუ არა მხარს ტექნიკური მთავრობის არჩევნებამდე დასახელებას? – ასე უპასუხა:

ყველაზე სწორია, რომ მთავრობა დაასახელოს საარჩევნო ხმებმა არჩევნებზე. რა თქმა უნდა, თავიდანვე რომ გაეზიარებინათ ჩვენი იდეა – საერთო ოპოზიციური სიის, მაშინ მთავრობის დასახელება აუცილებელიც იქნებოდა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved