• რეკლამა
  • კონტაქტი
23:01, კვირა, 14 სექტემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მთავარის” 4 ტყუილი” – რისი თქმა “დაავიწყდა” ნინო გიორგობიანს?

ალია ავტორი - ალია
20:05 07-03-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
25

რამდენიმე დღის წინ, ნინო გიორგობიანმა, შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორმა, სოციალურ ქსელში, გაავრცელა შსს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის წერილი:

გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია ტელეკომპანია “მთავარ არხზე” გუშინ გასულ მორიგ ყალბ სიუჟეტთან დაკავშირებით, რომელიც გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეს ეხებოდა.

❗ტყუილი ნომერი პირველი – სიუჟეტში საუბარია, რომ თითქოს მცხეთაში აგარაკზე პოლიცია გამოიძახეს და სამართალდამცველებმა რეაგირება არ მოახდინეს.სიმართლე – აგარაკიდან მსგავსი გამოძახება არ მომხდარა!

❗ტყუილი ნომერი ორი – პოლიციამ მორაგბეების ვინაობა შეგნებულად დამალა, როდესაც ისინი გამოკითხვაზე დაიბარეს და ცხელ კვალზე განზრახ არავინ არ დააკავა;

სიმართლე – პოლიციამ, რა წუთიდანაც მიიღო შეტყობინება გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ, სამაშველო სამსახურთან ერთად, დაუყონებლივ დაიწყო საძიებო სამუშაოები. საგამოძიებო მოქმედებების დროს, ოპერატიულად მოხდა 50-ზე მეტი პირის გამოკითხვა და ამ პროცესში, პოლიცია, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, არასდროს ასაჯაროებს გამოკითხულ პირთა ვინაობას.კერძოდ: მიმდინარე წლის 19 ივნისს, დაახლოებით, 11 საათზე, გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ შეტყობინება შინაგან საქმეთა სამინისტროში შევიდა; 22 ივნისს მაშველებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს; მეორე დღეს,23 ივნისს, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ ბორცვაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ 50-მდე მოწმე იყო უკვე გამოკითხული; 26 ივნისს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმე გახსნა და 17 პირი ბრალდებულის სახით დააკავა.

❗ტყუილი ნომერი სამი – გარდაცვლილს აქვს მრავლობითი მოტეხილობა, ჩამტვრეული აქვს თავის ქალა და რომ გარდაცვალების მიზეზის დადგენას არ სჭირდება ხანგრძლივი საექსპერტო კვლევა.

სიმართლე – სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა უმნიშვნელოვანესი მტკიცებულებაა საქმის ფაქტობრივი გარემოებების და სავარაუდო დამნაშავეთა ბრალის ხარისხის დასადგენად. ცნობისთვის, საქმეზე მოწვეულია, აგრეთვე, დამოუკიდებელი ექსპერტი. იმავდროულად, პროფესიულ წრეებში საყოველთაოდ აღიარებული ფაქტია, რომ სრულფასოვანი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარებას გარკვეული პერიოდი (დაახლოებით, ორი კვირა) სჭირდება.

“ამ დღეებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ გვამს აღენიშნებოდა ჩონჩხის ძვლების მოტეხილობა, ქალა-სარქველი ანუ თავის ჰქონდა ჩამტვრეული, ყური ჰქონდა მოცილებული – ცალსახად შემიძლია განვაცხადო, რომ არანაირი ჩონჩხის ძვლების, ქალა-სარქველის მოტეხილობა, ყურის მოცილება სხეულისგან, გვამის გამოკვლევისას არ აღენიშნებოდა. სახის არეში ჰქონდა დაზიანებები, სისხლნაჟღენთების სახით, ასევე სხვა ადგილებზეც. ექსპერტიზის შედეგად დადგინდება, რა იყო სიკვდილის მიზეზი, ცოცხალი მოხვდა წყალში თუ არა, დაზიანებები სიცოცხლის დროინდელია თუ მის შემდგომ. იმ დაზიანებებს შეეძლო თუ არა სიკვდილის გამოწვევა ან ხელის შეწყობა,” – განაცხადა დამოუკიდებელმა ექსპერტმა ალექსანდრე გეჯაძემ.წყარო – http://rustavi2.ge/ka/news/168549

❗ტყუილი ნომერი ოთხი – რამდენიმე წლის წინ, პოლიციამ ბერა ივანიშვილის ე.წ. მეგობარი, ავთანდილ ბილანიშვილი გარკვეული დანაშაულისთვის დააკავა, მაგრამ გავლენიანი მფარველის ჩარევით, პასუხისმგებლობას განარიდა.

სიმართლე – 2014 წელს ავთანდილ ბილანიშვილმა ჩაიდინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, რის გამოც იგი სასამართლომ, კანონმდებლობით დადგენილი წესით, დააჯარიმა და ამ ინცინდენტის დროს, მართლმსაჯულების განხორციელებაში უკანონო ჩარევას არავის მხრიდან ადგილი არ ჰქონია.მოყვანილი ფაქტები ნათლად ცხადყოფენ, რომ ტელეკომპანია “მთავარი არხის” ზემოხსენებული სიუჟეტი სრულად არის გაჯერებული ცრუ ინფორმაციით, მომზადებულია საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით და ემსახურება კონკრეტულ პირთა დისკრედიტაციის პოლიტიკურ ამოცანას”

შეგახსენებთ, ამ დროისთვის, ნინო გიორგობიანმა უკვე იცის, რომ იაგო ბრეგვაძემ, მისმა ნათესავმა თავდასხმის შესახე 112-ს ინფორმაცია მიაწოდა და წესით უკვე უნდა ჰქონოდა პასუხი, რატომ არ იმოქმედა შსს-მ. რა თქმა უნდა 19 ივნისის ღამეს, შაქარაშვილის გაუჩინარების საქმეზე ვერ შევიდოდა შეტყობინება, მაგრამ შსს მხოლოდ გაუჩინარების და სიკვდილის ფაქტებს იძიებს?

ნინო გიორგობიანი ცალკე გამოყოფს ფაქტს, რომ აგარაკიდან არავის დაურეკავს პოლიციაში – თუ შეიძლებოდა მომხდარზე რეაგირება აგარაკიდან განხორციელებული ზარით, რატომ ვერ მოჰყვა რეაგირება იაგოს მიერ განხორციელებულ ზარს 112-ში?

იმის აღნიშვნა და დამატება, რომ ჩხუბის შემდეგ, თავდასხმის მომენტში შეატყობინეს შსს-ს – და ადგილზე იმყოფებოდა ორი მანქანა, საპატრულო პოლიციის და მეორე “შკოდის” მარკის, რომლებაც არაფერი მოიმოქმედეს – შსს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტსაც ავიწყდება და ნინო გიორგობიანსაც.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025
პირადი: 150 მილიონის მიტაცება, “მკვლელი მატარებლები” – უსაფრთხოების დარღვევა და მასშტაბური კორუფცია “რკინიგზაში” – გია ყრუაშვილის სკანდალური, ექსკლუზიური ინტერვიუ
ახალი ამბები

“ზუსტად ასე დაწერეთ, “რკინიგზამ”, ჩემი ავადმყოფი შვილი, გაწირა სასიკვდილოდ” – გია ყრუაშვილი

14:56 08-20-2025
“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ
ახალი ამბები

“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ

05:22 08-20-2025
„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025

ბიზნესი

„პეტროკას ენერჯი ჯგუფის“ აქციონერთა სტრუქტურაში ცვლილებები განხორციელდა
ახალი ამბები

„პეტროკას ენერჯი ჯგუფის“ აქციონერთა სტრუქტურაში ცვლილებები განხორციელდა

13:12 09-12-2025
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს “ჯაზი და ღვინო კახეთი”
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს “ჯაზი და ღვინო კახეთი”

12:32 09-11-2025
მოემზადე რთველისთვის გორგიასთან ერთად
ახალი ამბები

მოემზადე რთველისთვის გორგიასთან ერთად

21:19 09-10-2025
Tester’s Day 2025 – თიბისის მხარდაჭერით, მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური ღონისძიება გაიმართა
ახალი ამბები

Tester’s Day 2025 – თიბისის მხარდაჭერით, მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური ღონისძიება გაიმართა

15:48 09-10-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved