• რეკლამა
  • კონტაქტი
05:05, ორშაბათი, 19 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„მთავარია გჯეროდეს“ – ნიკა გეგენავას AI გზა ცნობისმოყვარეობიდან გამარჯვებამდე

ალია ავტორი - ალია
15:09 10-02-2025
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
154

ნიკას ამბავი ტექნოლოგიების მიმართ მუდმივი ინტერესით იწყება, როდესაც ჯერ კიდევ 2 წლის წინ, პირველად ააწყო ხელოვნური ინტელექტის მოდელი. ამის შემდეგ მისი ცნობისმოყვარეობა ყოველ ნაბიჯზე ეძებდა უფრო და უფრო მეტ შესაძლებლობებს – ხელოვნური ინტელექტი სიღრმისეულად შეესწავლა.

ეს შესაძლებლობა კი ხელოვნური ინტელექტის ოლიმპიადა აღმოჩნდა, რომელიც საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის (GAIA) ორგანიზებით და თიბისის მხარდაჭერით საქართველოში პირველად ჩატარდა. გამარჯვებულები კი AI საერთაშორისო ოლიმპიადაზე გაემგზავრნენ პეკინში, სადაც საქართველო პირველად წარდგა და პირველი გამარჯვებაც მოიპოვა გლობალურ ასპარეზზე.

„ოლიმპიადაზე გასამარჯვებლად უნდა გქონდეს შემართება, ინტუიცია და თვითრწმენა, რომელსაც მხოლოდ და მხოლოდ დაუღალავი სწავლითა და მუშაობით შეიძენ. ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ოლიმპიადის კურსი მოგცემს საკუთარი თავის ისეთ რწმენას, რომელიც წარმატებამდე გარდაუვალად მიგიყვანს“.

მიუხედავად იმისა, რომ ხელოვნური ინტელექტის საბაზისო ცოდნა ოლიმპიადამდე ჰქონდა, გლობალურ კონკურენციაზე ასპარეზობამ მისცა თვითრწმენა, შექმნას თავისი ამბავი ხელოვნური ინტელექტის სამყაროში. ლოგიკური და კრიტიკული აზროვნება, კოდის წერა, პრობლემების ინოვაციურად გადაჭრა, ინტუიცია მანქანურ სწავლებაში – ნიკას აზრით, იმ უნარების მცირე ჩამონათვალია, რომელიც ყველაზე წარმატებულ ტექნოლოგიურ ამბებს ქმნის.

„ოლიმპიადამ მომცა შესაძლებლობა არა მხოლოდ ეფექტურად გადამეწყვიტა პრობლემები ხელოვნური ინტელექტის დახმარებით, არამედ დამენახა, როგორ შეიძლება პატარა იდეა გადაიქცეს რეალურ პროტოტიპად, რომელსაც ფართო საზოგადოება გამოიყენებს. ოლიმპიადის შემდგომ, დავიჯერე, რომ შემიძლია პროფესიონალურად დავიწყო მუშაობა და სამომავლო საქმიანობა ხელოვნურ ინტელექტსა და კომპიუტერული მეცნიერებების დარგს დავუკავშირო .”

ახალგაზრდებს, რომლებსაც ჯერ არ გადაუწყვეტიათ AI საოლიმპიადო კურსებზე რეგისტრაცია, ნიკა ურჩევს: „თუ მზად ხართ ცოდნის შესაძენად, საკმარისია ნებისმიერი წიგნის წაკითხვა, თუმცა თუ გსურთ მიიღოთ პრაქტიკული გამოცდილება, თეორიული ცოდნა მათემატიკური მექანიზმებისა და მანქანური სწავლების მოდელების შესახებ და, გარდა ამისა, შეძლოთ დამოუკიდებლად მუშაობა ხელოვნური ინტელექტის ნებისმიერ პროექტზე, მაშინ ეს ოლიმპიადა არის ადგილი, სადაც ეს აუცილებლად მოხდება.”

გახსოვდეს, რომ ყველაზე მაღალ მწვერვალზე სწორედ მაშინ ადიხარ, როდესაც საკუთარი თავის ყველაზე მეტად გჯერა. ახლა თუ ოლიმპიადაზე გამარჯვება ძალიან შორ ოცნებად გეჩვენება, შეიძლება პირველმა ცდამ ერთ დროს შეუძლებელიც შესაძლებლად აქციოს.

გადადგი პირველი ნაბიჯები მომავლის შექმნაში და 8 ოქტომბრის ჩათვლით დარეგისტრირდი ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ოლიმპიადის კურსზე.

(R)

თეგები: თიბისი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

ქართული ენის გუშაგი – მზექალა შანიძე 100 წლისაა – თიბისი
ახალი ამბები

ქართული ენის გუშაგი – მზექალა შანიძე 100 წლისაა – თიბისი

13:50 01-16-2026
სილქფესტი სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს ექსკლუზიური პირობით სთავაზობს!
ახალი ამბები

სილქფესტი სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს ექსკლუზიური პირობით სთავაზობს!

13:16 01-16-2026
ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები
ახალი ამბები

ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები

22:21 01-15-2026
საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება
ახალი ამბები

საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება

13:24 01-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved