• რეკლამა
  • კონტაქტი
01:12, შაბათი, 5 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„მთავარი ამბავი მიშას ციხეში დაბრუნება იქნება და ამისთვის უკვე ემზადებიან“

ალია ავტორი - ალია
23:45 05-20-2022
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
3,903

ანი დვალიშვილი

 

ნაციონალების ფონზე, სიმშვიდის შენარჩუნებას ცდილობს მმართველი გუნდი. ჯიუტად იმის გამეორება, რომ საქართველო მეორე ფრონტის გახსნას არ აპირებს, მოსახლეობის უდიდეს ნაწილში მოწონებას იწვევს, რადგან უკრაინის მაგალითზე, ბევრი დარწმუნდა, რომ რუსეთთან ომში დასავლეთის დიდი იმედი არ უნდა ჰქონდეს და რაც მთავარია, დღეის მდგომარეობით, უკრაინას 6 მილიონზე მეტი დევნილი ჰყავს, ანუ იმაზე ორჯერ მეტი, ვიდრე მთლიანი საქართველოს მოსახლეობაა და გამორიცხულია, რუსეთის რამდენიმე ათასიანი არმიის წინააღმდეგ ბრძოლა დიდ ხანს გავაგრძელოთ, ამას უბრალოდ ფიზიკურად ვერ მოვახერხებთ. ჰოდა, დაანონსებული მშვიდობისა და სააკაშვილის პატიმრობის ფონზე, „ოცნება“ ამომრჩეველს თავს უქონავს, აქაოდა, ყველაფერს ვაკეთებ ისე, როგორც თქვენ გინდათო, თუმცა, იმავე „ოცნებაში“ კარგად იციან, რომ მოსახლეობას სერიოზული ფინანსური პრობლემები აქვს. თავის მართლება იმით, რომ უცხოური ინვესტიციები იმიტომ არ შემოდის, რომ მსოფლიო ომს უყურებს და ინვესტიციებისთვის არ სცალიაო, მარტივია, მაგრამ ამით ადამიანებს შვება რომ არ აქვთ, ფაქტია. ამიტომ, სახელმწიფო უცხოურ კომპანიებს ეძებს და დიდ პროექტებში თანაინვესტირებას სთავაზობს. საუბარია იმავე ანაკლიის პორტზე, ნამოხვანჰესზე და ა.შ. სამწუხაროდ, ჩავარდნის პირასაა, დასავლეთ მაგისტრალის მშენებლობის პროექტი. რიკოთის მიმდებარედ, ლამის 150-კილომეტრიანი მონაკვეთი კარგა ხანია გადათხრილია და მშენებლობა 2023 წელს უნდა დასრულდეს, თუმცა იმავე პროექტის მიხედვით, 51 დიდი თუ მცირე ზომის გვირაბია ასაშენებელი და ჯერჯერობით, ბოლომდე დასრულებული მხოლოდ… სამი გვირაბია და რამდენად მოესწრება ერთ წელიწადში 48 გვირაბის დასრულება, ვერ გეტყვით.

სხვათა შორის, გამოცხადებული მშვიდობა უცხოელ პარტნიორებს დიდად არ მოსწონთ და საქართველოს ჯერჯერობით შეფარვით, მაგრამ მაინც სჯიან. ამის მაგალითად თუნდაც ის გამოდგება, რომ „დიდი შვიდეულის“ შეხვედრაზე საქართველო არ მიიწვიეს და ეს მაშინ, როცა იმავე შეხვედრას უკრაინის და მოლდოვის წარმოადგენლები ესწრებოდნენ. ოფიციალურად, დასავლელმა პარტნიორებმა ეს ყველაფერი დიპლომატიურად ახსნეს, არაოფიციალურად კი, საქართველოს პირდაპირ მიანიშნეს, რომ რუსეთის მისამართით ბევრად მკაცრი უნდა იყოს. ჩვენი ინფორმაციით, მმართველი გუნდი საგარეო პოლიტიკის შეცვლასა და ტონის გამკაცრებას არ აპირებს.

ე.წ. სამხრეთ ოსეთში კი რეფერენდუმის თარიღი გამოცხადდა – 17 ივლისს, სეპარატისტული მთავრობის მიერ დანიშნული რეფერენდუმით, მოსახლეობამ უნდა გადაწყვიტოს, სურს თუ არა რუსეთთან შეერთება. ახლა რაიმე პროგნოზის გაკეთება ძნელია, რადგან 17 ივლისამდე ორი თვეა დარჩენილი და რაც მთავარია, ამ ორ თვეში საით გადაიხრება ომის სასწორი, არავინ იცის. თანაც, დღევანდელ პირობებში, რუსეთის კიდევ ერთი სარჩენი და შესანახი მხარის ჩამოკიდება არანაირად არ უნდა აწყობდეს და რეფერენდუმის შედეგების მიუხედავად, ჩრდილოელმა მეზობელმა შეერთების პროცესი შესაძლოა, წლები გაწელოს. თანაც, ოფიციალურად თუ არაოფიციალურად, ეს ტერიტორია მაინც ოკუპირებულია, მაინც რუსეთის კონტროლ-ქვეშაა, მაინც იქაური ბიუჯეტიდან ფინანსდება ყველაფერი და მხოლოდ ფურცელზე მიერთებაა დარჩენილი, რაც საერთაშორისო თანამეგობრობამ უკვე დაგმო, მაგრამ… მხოლოდ დაგმობა რუსეთზე რომ არ ჭრის, უკრაინის მაგალითზე ყველაზე კარგად გამოჩნდა.

„მთავარი ამბავი მიშას ციხეში დაბრუნება იქნება… საამისოდ ემზადებიან ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები, ისინი აპირებენ გზის გადაკეტვას, წინააღმდეგობის გაწევას და თანაც ისეთი წინააღმდეგობის, ხელჩართული ჩხუბი რომ გაიმართოს და საზოგადოებამ დასისხლიანებული სახეები ნახოს. ნაციონალების მთავარი მიზანი ახლა სააკაშვილის საავადმყოფოში რაც შეიძლება დიდ ხანს ყოფნა კი არა, მუდმივად საავადმყოფოში ყოფნაა, ანუ ის ციხეში აღარ უნდა დაბრუნდეს. ეს არის მიშას მოთხოვნაც და ეს არის ოჯახის პოზიციაც. უკვე დაწესებულია მორიგეობა და როგორც კი ნიშანს მიიღებენ, რომ სააკაშვილს ციხეში აბრუნებენ, კლინიკას მხარდამჭერები ალყაში მოაქცევენ“, – ეს სიტყვები ერთმა, ძალიან ცნობილმა ოპოზიციონერმა გვითხრა და ისიც დაადასტურა, რომ ბრძოლის ავანგარდში… მიშას ოჯახის წევრები იქნებიან, რათა ამ ყველაფერს პოლიტიკური კი არა, ოჯახურ, ზნეობრივი ფორმა მიეცეს.

თეგები: მიხეილ სააკაშვილიქართული ოცნება

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved