ფოტო – ტვ პირველი
მედიის მხარდამჭერ მსვლელობას “სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი შეუერთდა.
რესპუბლიკის მოედანზე მედიის მხარდამჭერი მარში ცოტა ხნის წინ დაიწყო.
“ფანრების მარში” რესპუბლიკის მოედნიდან რუსთაველის გამზირისკენ მიემართება და პარლამენტთან მიმდინარე ყოველდღიურ აქციას შეუერთდება, სადაც ასევე ფოტოგამოფენა მოეწყობა.
რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილ მოქალაქეებს „საზოგადოებრივი მაუწყებლის მარში“ შეუერთდა.
პროტესტი “სინათლე არ უნდა ჩაქრეს” 22 ინტერნეტ-მედიის მიერ წამოწყებული კამპანიაა, რომლებიც დამოუკიდებელი მედიების მხარდასაჭერად გაერთიანდნენ
კომენტარები