ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 261 მილიონს გადააჭარბა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, მსოფლიოში კორონავირუსის 261 066 272 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 5 195 232 ადამიანი გარდაიცვალა.
ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობით, აშშ კვლავ პირველ ადგილზეა. ქვეყანაში კოვიდინფიცირების 48 202 463 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 776 536 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.
კომენტარები