ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 86 მილიონს გადააჭარბა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, მსოფლიოში კორონავირუსის 86,093,941 შემთხვევა გამოვლინდა, 1 862 126 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 48 320 169 – გამოჯანმრთელდა.
ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობით, აშშ კვლავ პირველ ადგილზეა. ქვეყანაში კოვიდინფიცირების 20,903,619 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 355 371 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.
კომენტარები