ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 84 მილიონს გადააჭარბა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, მსოფლიოში კორონავირუსის 84 005 980 შემთხვევა გამოვლინდა, 1 828 893 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 9 906 387 – გამოჯანმრთელდა.
ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობით, აშშ კვლავ პირველ ადგილზეა. ქვეყანაში კოვიდინფიცირების 20 135 308 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 347 865 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.
კომენტარები