ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 68 მილიონს გადააჭარბა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსის 68 010 230 შემთხვევა გამოვლინდა, 1 553 025 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 43 743 769 – გამოჯანმრთელდა.
ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობით, აშშ კვლავ პირველ ადგილზეა. ქვეყანაში კოვიდინფიცირების 15 087 418 შემთხვევაა გამოვლენილი და 285 518 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.
კომენტარები