თენგიზ ცერცვაძემ „იმედის კვირაში“ სწრაფ ტესტებზე ისაუბრა. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა განმარტა, რომ სახელმწიფოს მათი შეძენის რესურსი გააჩნია, თუმცა პრობლემა თავად ტესტების ხარისხშია, რადგან მათ დაბალი მგრძნობელობა აქვთ. შესაბამისად, მათი გამოყენება სპეციალისტებს შეცდომაში შეიყვანს.
„გაცილებით მეტი ფული გამოიყენება თუნდაც ეკიპირებაზე. ტყუილად ჰგონია ვიღაცას რომ სახელმწიფომ ფული დაზოგა ან არ მოინდომა. მთავრი პრობლემა ის არის, რომ მსოფლიოში არ მოიპოვება ხარისხიანი სწრაფი ტესტები. ნუ იტყუებთ თავს. მე პირადად, ჩემი საავადმყოფო, მიუხედავად იმისა რომ არ მევალება, დავინტერესდით და 5 სწრაფი ტესტი შემოვიტანეთ გასასინჯად. ზოგი ვიყიდეთ. არც ერთმა არ გაამართლა. 30% აქვს ყველას მგრძნობელობა. 30%-იანი მგრძნობელობიანი ტესტი რომ გქონდეს, ჯობია სულ არ გქონდეს, იმიტომ რომ ის შეცდომაში შეგიყვანს“, – განმარტა ცერცვაძე.
კომენტარები