• რეკლამა
  • კონტაქტი
12:19, ორშაბათი, 16 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მსოფლიოში, აღარავინ იყენებს ე.წ ლოქდაუნებს, აკეთებენ წერტილოვან შეზღუდვებს, რაც ჩვენც დავიწყეთ გუშინ, გთხოვთ, რომ ჩავერთოთ ვაქცინაციის პროცესში – ირაკლი ღარიბაშვილი

ალია ავტორი - ალია
14:47 08-13-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
25

ჩაკეტვა არ არის გონივრული და ერთადერთი გამოსავალი. ეს არის დროებითი გამოსავალი, რასაც შედეგად მოაქვს კიდევ უფრო მეტი უბედურება – ადამიანები შიმშილით იხოცებიან, კარგავენ სამუშაო ადგილს, დეპრესია და ნიჰილიზმი ისადგურებს საზოგადოებაში. ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა გთხოვოთ, რომ ჩავერთოთ ვაქცინაციის პროცესში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ლაგოდეხის მერობის კანდიდატის, ჯონდო მდივნიშვილის წარდგენის ღონისძიებაზე განაცხადა.

მთავრობის არჩევნების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მმართველ გუნდს აქვს სრული მზაობა იმისთვის, რომ ძლიერად გაიმარჯვოს არჩევნებზე.

„რა ტენდენციაც მიმდინარეობს მსოფლიოში, ამ გლობალური, მასშტაბური ჩაკეტვების წინააღმდეგ მიდის ყველა. არავინ აღარ იყენებს ე.წ ლოქდაუნებს და მკაცრ ჩაკეტვებს. აკეთებენ ლოკალურ, წერტილოვან შეზღუდვებს, რაღაც გარკვეულ რეგულაციებს, რაც ჩვენც მოგვიწევს და დავიწყეთ უკვე გუშინ. მაგრამ ჩაკეტვა არ არის გონივრული და ერთადერთი გამოსავალი. ეს არის დროებითი გამოსავალი, რასაც შედეგად მოაქვს კიდევ უფრო მეტი უბედურება – ადამიანები შიმშილით იხოცებიან, კარგავენ სამუშაო ადგილს, დეპრესია და ნიჰილიზმი ისადგურებს საზოგადოებაში. ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა გთხოვოთ, რომ ჩავერთოთ ვაქცინაციის პროცესში. ჩვენ მთავრობამ, პარლამენტმა, ყველამ, უნდა მივცეთ მაგალითი ყველას და ვუხსნათ, რომ ეს არის ერთადერთი სწორი გამოსავალი, იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ ის ეკონომიკური ზრდა, რომელიც ქვეყანაშია და მეორეს მხრივ, არ ჩავკეტოთ ქვეყანა და დავიცვათ ჩვენი თავი და ჩვენი ახლობლები.

რაც შეეხება არჩევნებს – ჩვენ მაქსიმალური მობილიზება უნდა მოვახერხოთ, იმისთვის, რომ ძლიერად გავიმარჯვოთ არჩევნებზე. მე ამის მჯერა, ჩვენ გუნდს სჯერა, ჩვენ გვაქვს სრული მზაობა და ყველაფერი იქნება კარგად ჩვენ გვჭირდება მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება. განვითარება ყველა რეგიონს!“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

თეგები: ირაკლი ღარიბაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved