Royal Caribbean-ის კუთვნილ საკრუიზო გემზე (The Symphony of the Seas), რომელიც მაიამიში გაჩერდა, კორონავირუსი 48 ადამიანს დაუდგინდა, – ამის შესახებ CNN-ი წერს.
მსოფლიოში ყველაზე დიდი საკრუიზო გემით 6 000-ზე მეტი ადამიანი მგზავრობდა. ისინი, ერთკვირიანი მოგზაურობის ფარგლებში, კარიბის ზღვას სტუმრობდნენ.
გემზე მყოფი ადამიანების 95% სრულად იყო ვაქცინირებული, დაინფიცირებულთაგან კი, ვირუსის ორივე დოზა 98%-ს აქვს მიღებული.














კომენტარები