• რეკლამა
  • კონტაქტი
19:58, ორშაბათი, 12 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მსოფლიო რეალური საფრთხის პერიოდში შევიდა – ჯანმო

ალია ავტორი - ალია
11:08 08-06-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
37

კაცობრიობა “რეალური საფრთხის პერიოდში” შევიდა და კორონავირუსთან ბრძოლის ბევრი წინსვლა ამჟამად “ეროზიიას განიცდის”, – ამის შესახებ ჟენევაში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წევრი ქვეყნების წარმომადგენლების ბრიფინგზე მისმა გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადანომ გებრეისუსმა განაცხადა.

“მსოფლიო ახლა რეალური საფრთხის პერიოდში არის. ბევრი მიღწევა, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ, ახლა ეროზიას განიცდის”, – განაცხადა მან.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემების თანახმად, პანდემიის პერიოდში მსოფლიოში კორონავირუსის 200 მილიონი შემთხვევა დადასტურდა. გებრეისუსის თქმით, ინფექციის გავრცელებას ხელს უწყობს სოციალური კონტაქტების გაზრდა, ჯანდაცვისა და საზოგადოებრივი სფეროს არათანმიმდევრული ზომები, ასევე “არათანაბარი ვაქცინაცია”. მან ხაზი გაუსვა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების 80%-ზე მეტი “მაღალი და საშუალო შემოსავლის ქვეყნებში წავიდა”.

გებრეისუსის თქმით, არასწორია, რომ დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნების ჯანდაცვის მუშაკები “ვაქცინას არ იღებენ”, ხოლო სხვა ქვეყნებში ვაქცინაციას გადიან მოქალაქეები, რომლებსაც სერიოზული ავადმყოფობის საფრთხე არ ემუქრებათ.

”რთულად მიღწეული შედეგები იკარგება, ჯანდაცვის სისტემები გადატვირთულია, რადგან ინფიცირებულთა რიცხვის ზრდა სიცოცხლის გადასარჩენად აუცილებელი სამკურნალო საშუალებების დეფიციტს ქმნის”, – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა.

მან ისევ მოუწოდა ქვეყნებს, სულ მცირე, სექტემბრამდე კორონავირუსის საწინააღმდეგო მესამე, ე.წ. ბუსტერ დოზაზე მორატორიუმი გამოაცხადონ, რადგან გამოთავისუფლებული დოზები დაბალშემოსავლიან ქვეყნებში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიზნის მიღწევაში დაეხმარებოდა, რაც სექტემბრის ბოლომდე მოსახლეობის სულ მცირე 10%-ის იმუნიზაციას გულისხმობს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

ტახტი სათავსოთი
ახალი ამბები

როგორ შევარჩიოთ ტახტი სათავსოთი

18:59 10-12-2026
თიბისიში გზავნილები მომგებიანია – ბრენდმა მომხმარებლებს მორიგი მასშტაბური კამპანია მოუმზადა
ახალი ამბები

თიბისიში გზავნილები მომგებიანია – ბრენდმა მომხმარებლებს მორიგი მასშტაბური კამპანია მოუმზადა

14:13 10-12-2026
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

12:36 10-12-2026
საქართველომ, საერთაშორისო საბანკო და რითეილ ფორუმს Fusion Georgia 2026-ს უმასპინძლა
ახალი ამბები

საქართველომ, საერთაშორისო საბანკო და რითეილ ფორუმს Fusion Georgia 2026-ს უმასპინძლა

16:47 10-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved