• რეკლამა
  • კონტაქტი
18:34, ოთხშაბათი, 18 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მსოფლიო კინოს ლეგენდა, პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა

ალია ავტორი - ალია
10:55 10-30-2026
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
95

მსოფლიო კინო კიდევ ერთ ლეგენდას ემშვიდობება — 86 წლის ასაკში ცნობილი ინგლისელი მსახიობი სერ პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა. მსახიობმა, რომელსაც მაყურებელი განსაკუთრებით „ვარსკვლავური გზისა“ და „იქს-ადამიანების“ ფილმებიდან იცნობს, სიცოცხლის ბოლო დღეები ლოს-ანჯელესში, საკუთარ სახლში გაატარა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

ოჯახის განცხადებით, სტიუარტი მეუღლის, სანის გვერდით, ალცჰაიმერის დაავადებასთან და ლევის სხეულაკების დემენციასთან ხანმოკლე, თუმცა მძიმე ბრძოლის შემდეგ გარდაიცვალა.

„დიდი მწუხარებით გაცნობებთ, რომ გუშინ, ლოს-ანჯელესში, საკუთარ სახლში, საყვარელი მეუღლის მზრუნველ გარემოცვაში, გარდაიცვალა სერ პატრიკ სტიუარტი“, — ნათქვამია სოციალურ ქსელ X-ში გავრცელებულ განცხადებაში.

მსახიობობა პატრიკ სტიუარტმა 18 წლის ასაკში დაიწყო. თავდაპირველად მან აღიარება თეატრალურ სცენაზე მოიპოვა. 1960-იანი წლებიდან სამეფო შექსპირის თეატრალური დასის წევრი იყო და არაერთ მნიშვნელოვან სპექტაკლში მონაწილეობდა.

მსოფლიო პოპულარობა მას საკულტო სერიალმა „ვარსკვლავური გზა: შემდეგი თაობა“ მოუტანა, სადაც კაპიტანი ჟან-ლუკ პიკარის როლი შეასრულა. მილიონობით მაყურებლისთვის ასევე დაუვიწყარია მისი პროფესორ ჩარლზ ქსავიეს, იგივე პროფესორ X-ის, სახე „იქს-ადამიანების“ კინოფრენჩაიზიდან.

2010 წელს, დრამატულ ხელოვნებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ბრიტანეთის დედოფალმა ელისაბედ II-მ პატრიკ სტიუარტს რაინდის წოდება მიანიჭა. ამის შემდეგ მას ოფიციალურად სერ პატრიკ სტიუარტად მოიხსენიებდნენ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

როგორ მუშაობს SEO სტრატეგია ქართულ საძიებო ბაზარზე 
ახალი ამბები

როგორ მუშაობს SEO სტრატეგია ქართულ საძიებო ბაზარზე 

18:12 11-18-2026
თიბისი კონცეპტის, Visa-ს და M.T.A.-ს განსაკუთრებული შეთავაზება სათხილამურო სპორტის მოყვარულთათვის
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის, Visa-ს და M.T.A.-ს განსაკუთრებული შეთავაზება სათხილამურო სპორტის მოყვარულთათვის

14:25 11-18-2026
თიბისიმ ADB-სა და IFC-ს მხარდაჭერით ვაჭრობის დაფინანსებისთვის $51 მილიონი მოიზიდა
ახალი ამბები

თიბისიმ ADB-სა და IFC-ს მხარდაჭერით ვაჭრობის დაფინანსებისთვის $51 მილიონი მოიზიდა

13:55 11-18-2026
„ტვინი: უცნობი სამყარო ჩვენს თავში“ – შეხვედრა ზაალ კოკაიასთან და ალექსანდრე ცისკარიძესთან
ახალი ამბები

„ტვინი: უცნობი სამყარო ჩვენს თავში“ – შეხვედრა ზაალ კოკაიასთან და ალექსანდრე ცისკარიძესთან

12:37 11-18-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved