პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი სოცქსელში ზელენსკიზე წერს:
„რას არ უწოდებდნენ ზელენსკის, უშვერი სიტყვებით მოიხსენიებდნენ უვიცნი და გარეწარნი ამა სოფლისა, მან კი ქვეყანა დაიცვა ღირსეულად ხალხთან ერთად, მსოფლიო ისტორია დაწერა , ბეჭებზე დადო მთელს მსოფლიოში ტერორისტად ქცეული ოკუპანტი, რაც მთავარია დაამსხვრია რუსეთის იმპერიის უძლეველობის მითი, დაბერდა ჩვენს თვალწინ და თვალებში სევდა, სიმტკიცე -ნებისყოფა კიდევ უფრო გამოჩნდა, იტვირთა და ზიდა კიდეც ქვეყნის ღირსებისთვის სახელმწიფოებრიობისთვის ბრძოლა და ეს მხოლოდ ხალხთან ერთად მოხდა, იმ ხალხთან ერთად თავად რომ იტვირთეს სამშობლო!“
კომენტარები