• რეკლამა
  • კონტაქტი
02:24, ორშაბათი, 23 ივნისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მსოფლიო ეკონომიკური საფრთხე? – კორონავირუსი პოლიტიკური და ფინანსური სისტემის ცვლილების კატალიზატორად

ალია ავტორი - ალია
13:40 01-30-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
32

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო კვლევებისა და პროგნოზირების ცენტრის“ ოპერაციების  ვიცე-პრეზიდენტი ნიკოლოზ შენგელია, კორონავირუსის შესახებ განმარტებას, სოციალურ ქსელის საშუალებით აკეთებს:

„კორონავირუსი კომერციულ და პოლიტიკურ ჭრილში.

არის ალბათობა იმისა, რომ კორონავირუსი შეიძლება მოგვევლინოს მსოფლიო პოლიტიკური და ფინანსური სისტემის ცვლილების კატალიზატორად. 

– რამდენი ადამიანი ცხოვრობს ჩინეთში, მილიარდ 370 მილიონი თუ მეტი, ეს ზუსტად არავინ იცის.

ჩინეთში უკვე დიდი ხანია მოქმდებს მოსახლეობის რაოდენობის ზრდის შემაჩერებელი პროგრამები, მაგალითად, როგორიცაა ერთი ოჯახი – ერთი შვილის ყოლის პროგრამა.

დღეს ჩინეთი, ეს არის ერთი დიდი ქარხანა, საიდაც იწარმოება თითქმის ყველა სახის პროდუქცია, რომელიც იყიდება მთელ მსოფლიოში.

გლობალიზაიის გავლენით, ვერცერთ მაღალგანვითარებულ და თუნდაც განვითარებად ქვეყნებს, ჩინური პროდუქციის გარეშე, უკვე არსებობა გაურთულდება. საკუთარი წარმოება, ან არ აქვთ, ანდა იქედან შემოტანილი ნედლეული და პროდუქცია იაფია.

მოსახლეობის რიცხოვნების შემცირება ომის გზით, აქ შეუძლებელია, რადგანაც პრობლემები შეექმნება მთელი სამყაროს ქვეყნების ეკონომიკებს, რომელსაც ემსახურება ჩინური პროდუქცია.

ჰაერ-წვეთოვანი გზით გადამდები ვირუსი, სწორედ ის შემთხვევაა, რომელიც შეამცირებს მოსახლეობის რიცხოვნობას, თან ისე, რომ ეს ერთი დიდი ქარხანა როგორიც ჩინეთია, არ გაჩერდეს.

2003 წელს ჩინეთს გადაუარა პნევმონიის ვირუსმა, რომლისდროსაც დაავადდა 8000 ადამიანი და დაიღუპა 800.

მივაქციოთ ყურადღება, 2003 წელშიც და 2020 წელში ორივე ვირუსი გავრცელდა ქალაქ უხანიდან (საინტერესო დამთხვევაა). კორონა ვირუსის შემთხვევაში, მონაცემებით ჯერჯერობით დაავადებულია 1000 ზე მეტი და დაღუპულია 100 ზე მეტი ადამიანი.

ჩინელების 95% მდე, ცხოვრობს ჩინეთის აღმოსავლეთ ნაწილში. ამ მოსახლეობის ცენტრად ითვლება ხუბეს პროვინცია,რომელშიც შედის ქალაქი უხანი, 11 მილიონზე მეტი მაცხოვრებლით. უხანი სარკინიგზო, საჰაერო და საავტომობილო მიმოსვლებით, მიიჩნევა ერთ ერთ მნიშვნელოვან სატრანსპორტო კვანძად.

როდესაც მოსახლეობა გარკვეულ უბანზე მჭიდროდაა დასახლებული, ამ შემთხვევაში, ინფექია თანაბრად გამოიშლება პირველწყაროდან.

დაღუპულთა მაჩვენებელი 2003 წლებში და დღევანდელ შემთხვევაში, მთლიან მოსახლეობასთან მიმართებით ძალიან ცოტაა, რომელიც ჩინელთა დემოგრაფიულ მონაცემებს, დიდად ვერ შეცვლის.

სავარაუდოდ, არ დგას ამოცანა იმისა, რომ მასიურად მოხდეს ძალიან დიდი ნაწილის დაღუპვა, ამ შემთვევაში საფრთხე ექმნება მთლიანად ქვეყნის ეკონომიკას და საერთოდ, მისი ადგილისა და როლის დაკარგვას, მსოფლიო გეოპილიტიკურ და ფინანსურ სისტემაში. სავარაუდოდ, საუბარია მხოლოდ მოსახლეობის ზრდის რიცხოვნობის შენელებაზე.

წარმოიდგინეთ, რამდენი ადამიანი იღუპება ჩინეთში დღის განმავლობაში ავარიებში, კრიმინალის დროს, ინფარქტის, სხვა დაავადების ან და სხვა შემთხვევებში. ანუ ვგულისხმობთ, ჩვეულებრივ სიტუაციებში. დარწმუნებული ვარ, ეს მონაცემები დღეში იმ ქვეყნის მაცხოვრებელთათვის, როგორიც ჩინეთია, დღეში 100 შემთხვევაზე მეტი ნამდვილად იქნება, მაგრამ ეს ამ შემთხვევაში საინტერესო ნამდვილად არაა.

რატომაა საინტერესო კორონავირუსი?

მაშინ, როდესაც მჭიდროდ დასახლებულ რაიონში სწრაფად იღუპებიან ადამიანები, სასწრაოდ მისაღებია ზომები, ქვეყნის ხელისუფლების მხრიდან. კერძოდ, ეპიდემიების შემთხვევაში, სასწრაფოდ იწყებენ სავალდებულო აცრებს. მაგრამ, ვინ ამოწმებს ვაქცინის შემცვლელობას? მთავარია, ვაქცინამ განკუროს ვირუსი და არავინ იკვლევს და აკვირდება მის მოქმედებას შორეულ მომავალში. ასეთი კვლევის ჩატარებას, ხანგრძილი დაკვირვება და დიდი დრო ჭირდება, მაგრამ როდესაც ეპიდემიაა – მოსახლეობა პანიკაშია, ვაქცინის კვლევას, თუ რა შედეგებს მოიტანს ის, მომავალში დაელოდება.

მითუმეტეს მაშინ, როდესაც ვირუსის გადატანა ხდება, ჩინეთის მოსახლეობის მხრიდან სხვა ქვეყნებში გადაფრენის დროს და რა თქმა უნდა, არავინ აკრძალავს ფრენებს ან საქონლის სრულიად იმპორტს ან სხვა ეკონომიკურ საქმიანობას. ამიტომაც, ეპიდემიის შემთხვევაში, მთელი მსოფლიო ვალდებულია, დაეხმაროს ჩინეთის ხელისუფლებას, კვლევასა და ვაქცინის შექმნაში, მოკლედ, ეპიდემიის გავრცელების შეჩერებაში. ჩინეთი დიდი სიხარულით გაუღებს ყველას კარს და მიიღებს დახმარებებს, რათა კვლევები ჩატარდეს და ვაქცინა შეიქმნას.

ჩვენ ახლა, ვცხოვრობთ ინფორმაციულ ერაში, სადაც არიან კეთილი და ბოროტი ძალები. ბოროტ ძალებში შედის ისეთი ფენომენი, როგორიცაა კაპიტალი. მფლობელებმა, რომ კაპიტალი გაზარდონ და მეტი კეთილდრეობა მოიპოვონ, ისინი უკან არაფერზე დაიხევენ. ამისათვის საჭიროა, მოსახლეობას შეუქმნა ისეთი მდგომარეობა, რომ აიძულო რამე იყიდოს ან გაყიდოს. გავიხსენოთ, რა ამბები იყო ქათმის გრიპზე, ღორის გრიპზე, პნევმონიაზე. სადაა ეს ვირუსები? ვირუსის საწინააღმდეგო პრაპარატები, საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა. ამიტომ ლოგიკურად იბადება კითხვა, ხომ არ არის ეს კომერციული ინტერესების გამო წამოწყებული ეპიდემია?

ახლა განვიხილოთ კორონა ვირუსი პოლიტიკური კუთხით:

ის ზომები, რასაც დღეისათვის ჩინეთის მთავრობა კორონავირუსთან პრევენციული ზომების ფარგლებში იღებს, არ არის იმ საფრთხის საპირწონე, რაც შეიძლება ამ ვირუსმა მოცემულ ეტაპზე მოიტანოს. კერძოდ, დახურულია ჩინეთის ერთ ერთი დიდი სატრანსპორტო საკვანძო ქალაქი უხანი. ჩინეთის კულტურისა და ტურიზმის სამინისტრო, ზღუდავს გასვლას ქვეყნიდან. დახურულია ინფორმაციები, ამ ქალაქებიდან. ამ რეგიონში, ადამიანები მალე დაანებებენ სამსახურში სიარულს თავს – სკოლები დაიკეტება, უნივერსიტეტში სტუდენტები არ ივლიან. ეს გადაედება სხვა ქალაქებსაც და მარტის ბოლოს, გამორიცხული არ არის, რომ ჩინეთში დემონსტრაციების გამოსვლები დაიწყოს, მთავრობის გადაყენების მოთხოვნით.

გავიხსებოთ ტენ ენ მის მოედნის მოვლენები, სადაც გამოვიდნენ სტუდენტები მიტინგზე, მაშინ ინფლაცია იყო ამის მიზეზი და ლიბერალური ძალების მხრიდან, ხელისუფლების ჩამოგდების მცდელობა მოხდა. ეს მცდელობა ჩახშობილი იქნა, ჩინეთის სახალო განმათავისუფლებელი არმიის მიერ.

დავაკვირდეთ მოვლენას, ინფორმაცია კორონავირუსის შესახებ, გავრცელდა 2020 წლის 6 იანვარს, აღნიშნული გაავრცელა არა ჩინეთის საინფორმაციო სააგენტომ, არამედ ამერიკულმა სააგენტომ. ამ ინფორმაციამდე:

– ორი დღით ადრე, ლიკვიდაციას უკეთებენ – ირანის ერთ-ერთ სამხედრო დაჯგუფების ლიდერს სოლეიმანს.

– ამავე დღეებში, ლიკვიდაციას უკეთებენ – ქურთების დაზვერვის ხელმძღვანელს.

– ასევე, ლიკვიდაციას უკეთებენ – ტაივანის გენერალური შტაბის ხელმძღვანელს.

ყველაფერი ეს მოხდა 5 იანვრამდე და 6 იანვრიდან დაიწყო ამ ვირუსის შესახებ განვცადების გავრცელება, ამერიკული საინფორმაციო საშუალებების მხრიდან.

ახლა შევხედოთ თუ ვინ არიან ის ჩინოვნიკები რომლებსაც გადაკეტილი აქვთ რეგიონი და აკონტროლებენ იქ სიტუაციას: – ესენი, უხანის მერი (6 იანვარს იგი როტაციული წესით უნდა ჩანაცვლებულიყო, მაგრამ ეპიდემიის გამო ისევ თანამდებობაზეა), ხუანგანის მერი, კულტურისა და ტურიზმის მინისტრი, ქალაქ სუ დჟუს მერი, ჩინეთის პრემიერი. ისინი არიან ადამიანები, რომლებიც ხელმძღვანელობდნენ ჩინეთის „კომკავშირს“. თუ გავაკეთებთ პარალელს, რუსეთის კომუნისტურ პარტიასა და მის კომკავშირს შორის, რუსეთის კომკავშირი იყო პარტიის შვილობილი ორგანიზაცია, ხოლო ჩინეთში კი, „კომკავშირი“ იქმნებოდა კომუნისტური პარტიის პარალელურად და იქაური კანონმდებლობის თანახმად, კომუნისტურ პარტიას არ აქვს უფლება, ჩერიოს „კომკავშირის“ საქმიანობასა და მისი ლიდერების შერჩევაში. აქედან, ისახება სურათი, რომ „კომკავშირი“ ცდილობს შეარყიოს ჩინეთის ხელისუფლება, ვირუსის მიერ გამოწვეული უკმაყოფილო მოსახლეობის ფონზე. რამდენადაც ცნობილია, ჩინეთის „კომკავშირი“ ასოცირდება ლიბერალურ ძალებთან.

ჩინეთში არეულობა და სამოქალაქო დაპირისპირება, დღეს, რუსეთის ინტერესებში ნამდვილად არაა, რადგანაც ასეთის შემთხვევაში, ის დაკარგავს მეკავშირეს.

და ბოლოს, ასევე შეგახსენებთ, რომ უხანი არის რევოლუციური ქალაქი. ჩინეთის სამოქალაქო ომის დროს, ეს ის ერთადერთი ქალაქია, რომელიც არმიამ, ბრძოლით აიღო. ეს ის ქალაქია, საიდანაც დაიწყო ჩინეთის მონარქიის დამხობა.

მოკლედ, რომ ვთქვათ არის გარკვეული ალბათობა იმისა, რომ კორონავირუსი, შეიძლება მოგვევლინოს მსოფლიო პოლიტიკური და ფინანსური სისტემის ცვლილების კატალიზატორად.

თეგები: კორონავირუსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025
რა არის ამერიკისა და ისრაელის საბოლოო მიზანი ირანთან დაკავშირებით? – რას უყევბა ,,ალიას” აშშ-დან კონრად ბაბუნაშვილი?
ახალი ამბები

რა არის ამერიკისა და ისრაელის საბოლოო მიზანი ირანთან დაკავშირებით? – რას უყევბა ,,ალიას” აშშ-დან კონრად ბაბუნაშვილი?

22:13 06-18-2025
ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი
ახალი ამბები

ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი

22:49 06-13-2025
„ბახმუტის შეტევის წარუმატებლობის შემთხვევაში, რუსებს არც ფიზიკური და არც მორალური ძალა აღარ დარჩებათ თავდაცვაში გადასასვლელად“ – გიორგი თავდგირიძე
ახალი ამბები

,,რეალობა ისაა, რომ ჩვენ ვართ აშშ-სა და ევროპისთვის მტრული სახელმწიფო… რუსეთთან ალიანსი ნატო-ს სამიზნედ გვაქცევს” – რას უყვება ,,ალიას” გიორგი თავდგირიძე?

21:01 06-05-2025

ბიზნესი

როგორია ცხოვრება მინუს 112 კილოთი – ბარიატრიატრიული ქირურგია და რეაბილიტაცია – რამდენ ხანში დაინახავ შედეგს? – ვლადიმერ აფციაურის ისტორია
ახალი ამბები

როგორია ცხოვრება მინუს 112 კილოთი – ბარიატრიატრიული ქირურგია და რეაბილიტაცია – რამდენ ხანში დაინახავ შედეგს? – ვლადიმერ აფციაურის ისტორია

19:20 06-20-2025
ჰკითხე ექსპერტს – ექსპრეს ლომბარდმა კამპანია დაიწყო
ახალი ამბები

ჰკითხე ექსპერტს – ექსპრეს ლომბარდმა კამპანია დაიწყო

16:33 06-20-2025
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში Lamborghini-ს შოურუმი გაიხსნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში Lamborghini-ს შოურუმი გაიხსნა

15:10 06-20-2025
თიბისი ბიზნესებისთვის განვადების გაცემის პროცესს ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესებისთვის განვადების გაცემის პროცესს ამარტივებს

13:46 06-20-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved