ევროკავშირმა უკრაინისთვის 1,2 მილიარდი ევროს ოდენობის მაკროფინანსური დახმარების მემორანდუმს ხელი მოაწერა. ინფორმაციას უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი ავრცელებს და ამბობს:
„ევროკავშირმა ახლახანს გააფორმა მემორანდუმი უკრაინასთან 1,2 მილიარდი ევროს ოდენობის მაკროფინანსური დახმარების გადაცემის შესახებ. გულწრფელ მადლობას ვუხდით უკრაინის ნამდვილ მეგობარს ვალდის დომბროვსკისს,“
მისი თქმით, ეს ევროკავშირის მნიშვნელოვანი დახმარების კიდევ ერთი ჟესტია, რომელიც ქვეყანას რუსი ოკუპანტების განსადევნად ეკონომიკური პოტენციალის გასამყარებაში დაეხმარება.
კომენტარები