იტალიური მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ უკრაინულ ჯარს შეუერთდა მსოფლიოში ყველაზე სახიფათო სნაიპერი მეტსახელად Wali.
ეს არის კანადელი სამხედრო, რომელიც ორჯერ 2009 და 2011 წლებში ავღანეთის ომში იმყოფებოდა, სადაც მის “ანგარიშზე” ასობით მტრის სიკვდილია.
მისი ჯგუფი, ელიტური დანაყოფი JTF-2 იყო, რომელმაც შორ მანძილზე მტრის განადგურებაში, რეკორდი დაამყარა. საუბარია 3 540 მეტრ დისტანციაზე.
Wali იმყოფებოდა მოხალისედ ერაყშიც, სადაც ISIS-ის წინააღმდეგ იბრძოდა.
მშვიდობიან დროს, როცა ის ომში არ იბრძვის, პროგრამისტია. ჰყავს მეუღლე და ერთი ქალიშვილი. “მეუღლე წინააღმდეგი იყო, ჩემი უკრაინაში წამოსვლის, მაგრამ მე იმ ადამიანებს ვჭირდები. მათ მხოლოდ იმიტომ ბომბავენ, რომ სურთ იყვნენ ევროპელები და არა რუსები,” აცხადებს სნაიპერი.
კომენტარები