მშობლების მკვლელობისთვის რობ რაინერის შვილს სამუდამო პატიმრობა ან სიკვდილით დასჯა ემუქრება – ნიკ რაინერს, ბრალი პირველი ხარისხის მკვლელობის ორი მუხლით წაუყენეს.
ინფორმაციას CNN-ი ლოს-ანჯელესის ოლქის პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს. პროკურორებს ჯერ არ გადაუწყვეტიათ, მოითხოვენ თუ არა ამ საქმეში სიკვდილით დასჯას. მკვლელობასთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება.
შეგახსენებთ, ამერიკელი რეჟისორი და მსახიობი რობ რაინერი და მისი მეუღლე, მიშელ სინგერ რაინერი ლოს-ანჯელესში, საკუთარ სახლში გარდაცვლილები იპოვეს. რეჟისორი და მისი მეუღლე ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობებით გარდაიცვალნენ. მკვლელობის ბრალდებით მათი შვილი, ნიკ რაინერი დააკავეს.














კომენტარები