• რეკლამა
  • კონტაქტი
11:40, პარასკევი, 30 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„მსგავსი ფაქტების აღსაკვეთად ყველა შესაძლებლობას გამოვიყენებთ“ – საპატრიარქოს საგანგებო განცხადება

ალია ავტორი - ალია
11:07 08-22-2026
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,283

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური, არასრულწლოვანთა აზარტულ თამაშებში ჩართვის ფაქტების შესახებ, საგანგებო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„ბოლო პერიოდში საქართველოს სხვადასხვა ქალაქში არაერთი შემთხვევა გამოვლინდა, როდესაც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში აზარტული თამაშების შემცველ ღონისძიებებში არასრულწლოვანებიც ერთვებიან. ერთ-ერთი ასეთი ფაქტი ტოტალიზატორმა „ბეტლაივმა“ გამართა ქალაქ ზესტაფონში. რასაც, ვფიქრობთ, შესაბამისი უწყებების მხრიდან სათანადო რეაგირება უნდა მოჰყვეს.

სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, რომ აქტივობები ფართო აუდიტორიის წინაშე იმართება და მათში მონაწილეობის შესაძლებლობა ბავშვებსაც ეძლევათ.

განსაკუთრებული შეშფოთების საფუძველს ქმნის ის გარემოება, რომ მოზარდების აზარტულ თამაშებში, თუნდაც გართობის ფორმით ჩართვამ შესაძლოა ხელი შეუწყოს მათში გემბლინგისადმი ინტერესისა და შემდგომ თამაშდამოკიდებულებისკენ მიდრეკილების ჩამოყალიბებას.  მაშინ, როდესაც აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება, მიჯაჭვულობა, საზოგადოებისა და ქვეყნისთვის ერთ-ერთ სერიოზულ პრობლემად რჩება და ასეთი ადამიანების მდგომარეობიდან გამოსაყვანად ხშირად ხანგრძლივი და კომპლექსური, მათ შორის, სამედიცინო და ფსიქოლოგიური დახმარება ხდება საჭირო.

არასრულწლოვანთა ამგვარ ღონისძიებებში ჩართვა ბავშვებში აზარტული თამაშების პოპულარიზებისა და ინტერესის გაღვივების საშუალებაა და აზარტული თამაშების სფეროში მოქმედი რეგულაციების მოთხოვნათა უხეში დარღვევაა.

აღნიშნულთან დაკავშირებით, ერთი მხრივ, მოვუწოდებთ სახელმწიფოს, საკითხს მაქსიმალური ყურადღება დაუთმოს, შეისწავლოს მსგავსი ფაქტები და გამოიყენოს ყველა შესაბამისი სამართლებრივი და ადმინისტრაციული მექანიზმი მათ აღმოსაფხვრელად. ამასთან, მივმართავთ მშობლებს, გამოიჩინონ განსაკუთრებული სიფრთხილე, რადგან ბავშვების ნებისმიერი ფორმით წახალისება აზარტული თამაშებისკენ, შესაძლოა, მომავალში მძიმე შედეგების მიზეზი გახდეს, როგორც თავად მოზარდისთვის, ისე მისი ოჯახისა და მთლიანად საზოგადოებისთვის. საკითხის სიმძიმიდან გამომდინარე, აუცილებელია დროული და კოორდინირებული რეაგირება სახელმწიფოს, შესაბამისი უწყებებისა და მშობლებისაგან, რათა ბავშვები დაცული იყვნენ მავნე ჩვევებისადმი დამოკიდებულების რისკებისაგან.

არასრულწლოვანთა ნებისმიერი ფორმით წახალისება აზარტული თამაშებისკენ თავისი არსით, ერის წინაშე ჩადენილი დანაშაულია. ამიტომ საჭიროა ყველა შესაძლო ზომის მიღება, რათა ეს პროცესი შეჩერდეს და ასეთი შემთხვევები მომავალში სრულად გამოირიცხოს. მსგავს ფაქტებზე, რომლებიც მომავალი თაობის ჯანსაღი ცხოვრების წესს საფრთხეს შეუქმნის, საქართველოს საპატრიარქოს მუდამ ექნება მკაფიო რეაქცია და მათ აღსაკვეთად ყველა შესაბამის შესაძლებლობას გამოიყენებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისის საავტორო ღონისძიებების სერია – GitHub-თან პარტნიორობით CO-CREATE INNOVATION-ის მეორე შეხვედრა გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის საავტორო ღონისძიებების სერია – GitHub-თან პარტნიორობით CO-CREATE INNOVATION-ის მეორე შეხვედრა გაიმართა

18:25 10-29-2026
კახეთის სასტუმროები
ახალი ამბები

კახეთის სასტუმროები – სად დავრჩეთ რეგიონის უკეთ გასაცნობად?

17:17 10-29-2026
Euromoney: თიბისი ფულადი სახსრების მართვაში კორპორატიული კლიენტების N1 არჩევანია
ახალი ამბები

Euromoney: თიბისი ფულადი სახსრების მართვაში კორპორატიული კლიენტების N1 არჩევანია

16:33 10-29-2026
პეპტიდები
ახალი ამბები

ორგანიზმის აღდგენა და გაახალგაზრდავება – რა უნდა იცოდეთ პეპტიდების შესახებ?

16:22 10-29-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved