• რეკლამა
  • კონტაქტი
04:42, ხუთშაბათი, 5 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„მსახიობს არასოდეს უჭირდა ასე, ივანიშვილის დახმარებაც ჯერ შემცირდა და მერე საერთოდ გაქრა“

ალია ავტორი - ალია
01:13 06-26-2020
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
37

“ალია“ ესაუბრება მსახიობ ბესო ზანგურს

-როგორ ფიქრობთ, რა არის “ოცნების” სუსტი წერტილი?

-პიარში ძალიან მოიკოჭლებს „ოცნება“, არ მოიშორეს „ნაციონალური მოძრაობის“ კადრები, რომლებიც ახლაც უწევენ პროპაგანდას წინა ხელისუფლების ნარჩენების აყვავებს და უთხრიან ძირს არსებულ ხელისუფლებას. მე იმას არ ვამბობ, რომ ყველა უნდა გაეშვათ სამსახურიდან – მაგრამ გვერდზე მდგომი ადამიანები დატოვეს სამსახურების გარეშე. ხალხმა, რომელმაც ყველაფერი გააკეთა, იბრძოლა, თავი გაწირა… ძალიან ბევრი ადამიანი ვიცი, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ბრძოლის გამო, „ოცნების“ დაცვის გამო დაკარგეს სამსახურები და დღემდე უსამსახუროდ დაიარებიან. არ მიაქციეს მათ ყურადღება და ეს ძალიან ცუდად დაუბრუნდათ. ეს ხალხი ავტომატურად აღმოჩნდა გვერდზე – არ გადაბარგდნენ ბოლომდე „ნაციონალურ მოძრაობაში“, მაგრამ არც „ოცნების“ დამცველები აღარ არიან. მე რომ ადამიანის გამო ვიბრძვი და მერე ის ჩემზე წინ დააყენებს იმას, ვისთანაც ვიბრძოდი – საწყენია და მიუღებელია. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აქაც გამოიყენა თავისი ხრიკი და ამ ხალხსაც მიიწებებს თავის რიგებში, ნაწილი უკვე მიისაკუთრა. ტენდენცია ჩამოყალიბდა ასეთი, თუ არ მოგწონს „ოცნება“, შენ ხარ „ნაცი“. ჯანსაღი აზროვნების ნაკლებობა წამოვიდა, არსებობს ჯანსაღი და დემოკრატიული კრიტიკა და არსებობს მავნებლური კრიტიკა. უნდა მოხდეს ამ ორი ტიპის ადამიანების გარჩევა. არ შეიძლება მათი  ერთ ქვაბში მოხარშვა.

– მაგალითად…

– ძალიან ბევრს. თუნდაც დემოკრატია ავიღოთ, „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ვინ გაბედავდა ასე ხმამაღლა საუბარს და კრიტიკას?

– „ალია“ ბედავდა ხმალამოღებული, მაგალითად…

– კი, ბატონო, გეთანხმებით, „ალია“, ბესო ზანგური და სულ რამდენიმე ადამიანი კიდევ, მორჩა. ახლა რომ არის, ყველამ რომ „წითელი ბარათი“ ამოიღო, ბევრი სოროში იჯდა და ხმას ვერ იღებდა, ნუ დაავიწყდება. ახლა დარბიან, წივიან და კივიან. ჩვენ ჩვენი ღირსება გაგვაჩნია და წეს-ჩვეულებები. ჩვენც ვართ გულნატკენები გარკვეულ პოლიტიკოსებზე, მაგრამ ცოტა ხანი კიდევ უნდა ვაცადოთ, კიდევ ერთი არჩევნები. ახლა აუცილებლად „ოცნებამ“ უნდა გაიმარჯვოს.

– რისი შეცვლის იმედი გექნებათ არჩევნების მერე, თუ „ოცნებამ“ გაიმარჯვა?

– აუცილებლად უნდა მიხედონ კულტურას, საქართველოში რომ კულტურა არ იყოს მიხედული, ეს არის ქვეყნის უბედურება. ჩვენი ქვეყანა ყოველთვის იყო ტრადიციული და სიმღერა თუ ცეკვა სიამაყით გაგვქონდა საზღვარგარეთ. ახლა საერთოდ მიიჩქმალა, კულტურის სამინისტროც კი გაუქმდა. შემცირდა დაფინანსებები. მსახიობები სასაცილო ხელფასებზე სხედან. ქართველ მსახიობს ახლა რომ უჭირს, ასე არც ერთი ხელისუფლების დროს უჭირდა, არც „ნაციონალების“ დროს, სხვათა შორის.

– ივანიშვილის დახმარებას აღარ იღებთ, ხო?

– ივანიშვილის დახმარება აღარ გვაქვს. ნელ-ნელა შემცირდა. 2013 წელს მე პირადად მქონდა 105 ლარი, შემდეგ გამიხდა 90 ლარი, შემდეგ 24 ლარი და მერე საერთოდ გაქრა.

– იცის ივანიშვილმა?

– არ არსებობს, რომ არ იცოდეს, ჩემი აზრით, არ არსებობს არც ერთი ბატონი, რომელმაც ზედმიწევნით სრულად არ იცის, რა ხდება მის სამფლობელოში. ის რომ, ვითომ არ იცის – მოგონილია, ყველამ ყველაფერი კარგად იცის.

– რას ამბობენ, რატომ გაუქმდაო?

– გადაანაწილეს პენსიებზე, მაგრამ რა გვქონდა საცოდავ მსახიობებს იმდენი, რომ ჩვენი კაპიკების მოხსნა პენსიონრებს დაეხმარებოდა, არ ვიცი…

– ის ხალხი, რომლებიც „ოცნების“ უკმაყოფილოა, ვის მისცემს ხმას?

– არ ვიცი, მე პირადად ისევ „ქართულ ოცნებას“ მივცემ ხმას. „ოცნებამ“ დიდი ტვირთი და ბოროტება მოაცილა საქართველოს და ძალიან ბევრ რამეს აკეთებს.

ყველა არჩევნებზე გვერდით ვედექი და მთელი საქართველო მართლა ფეხით მოვიარე – მხოლოდ რამდენიმე ადამიანმა დამიფასა ეს სიარული და ეს დაფასება ისაა, რომ ქვეყანას ემსახურებიან უანგაროდ, ესენი არიან, გიორგი გახარია, კახა კალაძე, ირაკლი ღარიბაშვილი, თეა წულუკიანი. როგორ შეიძლება ამ ადამიანებს დაუკარგო თავისი ღვაწლი?

– ვინ დაგიფასათ გავიგეთ და ვის გამო არ შემოივლით წელს საარჩევნოს საქართველოს?

– არ შემოვივლი იმ ადამიანების გამო, ვისაც უბრალოდ დახმარება ვთხოვე საავადმყოფოდან, ტელეფონები გამომირთეს…

– დედა რომ გეწვათ?

– ხო, არავინ ხმა არ ამოიღო  გვერდზე არ დამიდგა, ვისაც მივმართე, ტელეფონი გამომირთო, ვისაც დახმარება ვთხოვე, უარი მითხრეს, როდესაც ერთად ვიტეხდით პურს… გლეხური გამონათქვამი გამომდის, მაგრამ გლეხურ სიტყვებში დიდი სიბრძნე და აკადემია დევს ხშირად – ჩემი ბეჭებით მირთმეულ სავარძელზე რომ ზის, ის ასე არ უნდა მელაპარაკებოდეს, იმან უნდა იცოდეს, რომ მე არ ვიკადრებ, თორემ, ისევ ჩემი ბეჭებითვე გადმოვაგდებ… მე თავის დროს ამ სავარძელზე უარი ვთქვი, რადგან ჩავთვალე რომ არ ვიყავი მისი ღირსი, ეგაც იციან… ხვალ ისევ ჩემ გვერდით მოუწევს დადგომა და არ ვიცი შერცხვება თუ არა, მაგრამ ვიცი, რომ მე მასზე მინიმუმ ერთ თავით მაღლა გამოვჩნდები.

– ბინაზეც უნდა გკითხოთ, მახსოვს, დაწერეთ, რომ ქუჩაში რჩებოდით 5 შვილთან ერთად, ერთადერთი რასაც ითხოვდით, იყო თანხის გადანაწილება, ფულს არ ითხოვდით. მას მერე აღარ დაგიწერიათ, რა შეიცვალა, ვინმე გამოგეხმაურათ და დაგეხმარათ?

– ჩემი მხრებით, ჩემი შრომით, მხოლოდ მე და ჩემმა მეუღლემ შევძელით ამ პრობლემის მოგვარება. არავინ არ დამეხმარა. ქუჩაში ვრჩებოდი 5 შვილით, ნელ-ნელა გამოვძვერი ამ პრობლემიდანაც. ახლა ვაგვარებთ, სიმართლე რომ გითხრათ. ყოველთვის ჩემ გვერდით იდგა რობერტ სტურუა, ყოველთვის ჩემ გვერდზე იდგა კახა კალაძე და ყოველთვის ჩემ გვერდზე იდგა ჩემი მეუღლე, სხვა არავინ!

– არც კალაძე დაგეხმარათ?

– სახლის ამბავზე მართლა არ მიმიმართავს, არც ვიკადრებდი, კახა კალაძე თავის დროზე დამეხმარა იმაზე მეტად, ვიდრე წარმომედგინა მეც კი.

თამო კეშელავა, ალია №21

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!
ახალი ამბები

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!

08:08 03-03-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?

18:46 03-02-2026
თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს

15:52 03-02-2026
თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად
ახალი ამბები

თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად

12:30 03-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved