• რეკლამა
  • კონტაქტი
18:43, ორშაბათი, 10 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მსახიობი ნიკა წერედიანი:”სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას თეატრს, ნამდვილად ეკუთვნის ,,ეროვნული თეატრი”-ს სტატუსი და თუ რატომ, ამასაც მოგიყვებით მოკლედ…”

ალია ავტორი - ალია
12:45 03-27-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
327

თეატრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი ნიკა წერედიანი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს:

 

„დღეს თეატრის საერთაშორისო დღეა და მე სოხუმის თეატრში ვმუშაობ. ამბობენ ცხოვრება თეატრიაო, ზოგიც ამბობს თეატრი სარკეაო. დიახ, ასეა, ჩემი ცხოვრება მართლაც თეატრია, მე ხომ შთამომავლობით მერგო ეს პროფესია და ეს თეატრიც, სადაც მამაჩემი მსახიობი იყო, ხოლო ჩემი ძმა გამნათებელი. მე კულისებში, მსახიობების ალერსში და სიყვარულში ვიზრდებოდი. ზეპირად ვიცოდი ყოველი სპექტაკლის ტექსტი, ამიტომ არაა გასაკვირი, რომ მეც მსახიობი ვარ და ვმუშაობ გმირ თეატრში, რომელმაც სამშობლოს 10 თანამშრომელი შეეწირა, მათ შორის ერთ-ერთი ჩემი ძმა!..

ჩემი აზრით, თუ კი რამ წოდებას ანიჭებენ თეატრებს, სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას თეატრს, ნამდვილად ეკუთვნის ,,ეროვნული თეატრი”-ს სტატუსი და თუ რატომ, ამასაც მოგიყვებით მოკლედ: იმ ავბედით დღეს როდესაც სოხუმი დაეცა და ქართველებს ქუჩებში განურჩევლად ხვრეტდნენ და აწამებდნენ, თბილისის ერთ-ერთი თეატრიდან დარეკეს სოხუმში, თეატრის ნომერზე იმ იმედით, რომ იქნებ ვინმე გადარჩენილი მსახიობის ან თანამშრომლის ბედი გაეგოთ, ვინც თეატრს აფარებდა თავს… პასუხმა არ დააყოვნა. მოხუცმა დარაჯმა ასეთი სიტყვებით უპასუხა ზარს: „სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის ქართული დრამატული თეატრი გისმენთ’’!.  „გმირი თეატრის გმირი დარაჯი“

ამ ამბავს ლეგენდასავით გვიყვებოდნენ ჩვენი თეატრის უფროსი თაობა, რომ კარგად გაგვეგო ვისი გორისანი ვართ.. და მას მერე , ჩვენც ამ თეატრის თანამშრომლები ვდგავართ სადარაჯოზე და სიამაყით გილოცავთ თეატრის საერთაშორისო დღეს!!! ჩვენი თანადგომა უკრაინელ ხალხს და კოლეგებს! გამძლეობას გისურვებთ ძმებო ჩვენ თქვენს გვერდით ვართ!. დიდება უკრაინასა და საქართველოს!! დიდება გმირებს!!”, – წერს მსახიობი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

საქართველოს ეროვნული AI-ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი – თიბისი
ახალი ამბები

საქართველოს ეროვნული AI-ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი – თიბისი

16:18 08-10-2026
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

13:42 08-10-2026
„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
ახალი ამბები

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი

13:05 08-06-2026
თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved