• რეკლამა
  • კონტაქტი
02:11, პარასკევი, 20 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მსახიობები, სინდისის პატიმრების მხარდამჭერის გამო, სპექტაკლებიდან ჩახსნეს

ალია ავტორი - ალია
18:11 03-14-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
7,917

რუსთაველის თეატრმა ანა ამილახვარი და კიდევ ორი მსახიობი სპექტაკლიდან ჩახსნა.

ხელოვანებს,  რომელიც სცენაზე სინდისის პატიმრების მხარდამჭერი მაისურით გამოჩნდნენ, მიწერეს რომ  რობერტ სტურუას რეჟისორობით დადგმულ სპექტაკლში მონაწილეობას აღარ მიიღებენ. სპექტაკლში, “მიჯაჭვული პრომეთე” ამ საღამოს მათ ნაცვლად სხვა მსახიობებები იქნებიან.

ანა ამილახვარი ამბობს, რომ მსახიობებს ასევე გამოუცხადეს შენიშვნა.

მე და ჩემმა მეგობრებმა გავაჟღერთ, რომ სოლიდარულები ვართ სინდისის პატიმარების მიმართ. 6 თებერვალს უკვე გამოიცა ეს დადგენილება, სადაც აგვიხსნეს, რომ აღარ ვართ მოქმედი სპექტაკლის მონაწილეები, ასევე გვაქვს შენიშვნა მოცემული, რაც გულისხმობს იმას, რომ შემდეგ ნებისმიერ შენიშვნაზე, ახლა რომ ინტერვიუს გაძლევთ, შეიძლება ესეც გახდეს მიზეზი მათი მხრიდან შენიშვნისა და მომხსნან საერთოდ თეატრიდან.

დადგენილებაში წერია: “სამმა მსახიობმა თვითნებურად განახორციელა შემდეგი ქმედება, კოსტიუმის შიგნით ჩაიცვეს მაისური, სააგიტაციო, პროპაგანდისტული მოსაზრებების გამომხატველი წარწერით და მაყურებლის წინაშე წარსდგნენ ასეთი ფორმით”

არავითარ აგიტაციას არ ჰქონია აქ ადგილი. ჩვენ რომ მოგვეთხოვა ხელახალი არჩევნები ან ვინმეს გადადგომა, კი ბატონო… 

ასევე, ჩვენს კოსტუმებში ცვლილება არ შეგვიტანია, როდესაც დასრულდა სპექტაკლი მაშინ გავიხსენით ჩვენ კოსტუმები და დავანახეთ ხალხს ჩვენი პოზიცია. მე არ ვთვლი, რომ თეატრის რეპუტაცია შევლახე, მე პირიქით ვთვლი, რომ შელახული რეპუტაცია აღვუდგინე”. – ამბობს ანა ამილახვარი “პირველებთან”.

რუსთაველის თეატრის დასის გამგე, დავით უფლისაშვილი ამტკიცებს, რომ მსახიობებმა შინაგანაწესი დაარღვიეს.

ბატონმა რობერტ სტურუამ და დავით საყვარელიძემ მიიღეს ეს გადაწყვეტილება და ყველა სპექსტაკლიდან გათავისუფლდნენ. ჩვენ გვაქვს შინაგანაწესი, როცა მაყურებელს თავს უკრავენ, არ შეიძლება სხვა კოსტუმით წარდგომა”, – ამბობს უფლისაშვილი. 

შეგახსენებთ, რომ 2 თებერვალს, რობერტ სტურუას რეჟისორობით დადგმული სპექტაკლის დასრულების შემდეგ მსახიობები ანა ამილახვარი და ნატალია ყულოშვილი მაყურებლის წინაშე გამოჩნდნენ მაისურებით რომელსაც ეწერა „თავისუფლება სინდისის პატიმრებს“ და „თავისუფლება ანდროს და მზიას“
რუსთაველის თეატრის ლოჟაში კი საპროტესტო ბანერი იყო გაშლილი – “თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved