მომღერალი და პროდიუსერი თამთა ჭელიძე მომღერალ ირმა სოხაძეს აკრიტიკებს და მას სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს უძღვნის. ჭელიძე აზიარებს ვიდეოს, სადაც ჩანს, რომ სოხაძე ტვ პირველის ეთერში ნანკა კალატოზიშვილთან ერთად მუსიკოს “კორძისთან” დაკავშირებით საუბრობს.
თამთა ჭელიძე:
“ეს პოსტი მხოლოდ ერთ ქალბატონს ეძღვნება, ირმა სოხაძეს. სხვებს უბრალოდ არ შევეხები….
მრცხვენია, რომ ოდესღაც “დღის პოსტის“ წამყვანი იყავით ტელეკომპანია “პოს ტივის“ ეთერში, სადაც მაშინ მე ვიყავი გადაცემის მთავარი პროდიუსერი და თან გყვებოდით. საკმაოდ ნორმალური ხელფასი გქონდათ მახსოვს და მძღოლიც ხომ კარგი იყო?!
მოკლედ კარგად დაკმაყოფილებული და მოტივირებული იყავით თუმცა ….მაშინ მე მაბრალებდით, თითქოს არ გამღერებდით და გიჟი ვიყავი, იწერდით თათბირზე ჩემს საუბარს და აგზავნიდით და საჩივრის ფურცლებით დარბოდით, ალბათ ძალიან მონდომელი იყავით, ჩვენი არხის მაყურებელი თქვენი საოცარი ხმის ტემბრით, რომ ხშირად დაგეტკბოთ.
ხოდა ასეთი მხარდამჭერები გიმრავლოთ ღმერთმა!კ
იდევ ერთხელ დავამტკიცე სიმართლე საკუთარ თავთან, კარგად ავლენთ თავს, ბრავოო გვაგინეთ ბატონო გვაგინეთ”, – წერს თამთა ჭელიძე.











კომენტარები