• რეკლამა
  • კონტაქტი
12:09, პარასკევი, 4 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„მრცხვენია ექიმის, რომელიც ამ რეალობას ვერ ათვითცნობიერებს და ვაქცინაციას ეჭვქვეშ აყენებს. მეტიც, ხალხს არ ურჩევს და სიკვდილისთვის წირავს“

ალია ავტორი - ალია
17:02 08-21-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
42

გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი თამარ ჟამურაშვილი სოციალურ ქსელში საქართველოში სიკვდილიანობის რეკორდულ მაჩვენებელს ეხმაურება.

„74 გარდაცვლილი

74 გაუბედურებული ოჯახი

74 მხოლოდ მათემატიკური ციფრი და სტატისტიკა არ არის

74 ადამიანის სიცოცხლეზეა საუბარი!!! ვათვიცნობიერებთ? თუ შეეჩვია ყური და თვალი ამ ციფრებს უკვე?!
გადავთვალოთ ასეთი ტემპით რამდენი კვირა დაგვჭირდება 3 მილიონიანი ერი რომ გავნახევრდეთ?\

მოსახლეობის 80% სანამ არ აიცრება, სიტუაციის დასტაბილურება ვერ მოხერხდება. უამრავ ადამიანს დავკარგავთ და კიდევ უფრო სამწუხარო ის არის, რომ მათი უმრავლესობის გადარჩენა შეიძლება!!!

აცრა ცალკეული ინდივიდების პრეროგატივა აღარ არის ასეთი უმართავი ეპიდემიის პირობებში!
მცდარია შეხედულება, რომ ვაქცინა კლავს!!!

ვაქცინაც მედიკამენტია და ისევე, როგორც ნებისმიერ მედიკამენტს, შეიძლება გართულება (ალერგია, ანაფილაქსია) ჰქონდეს, მაგრამ უიშვიათესია და როგორც წესი, კარგად მართვადი დღევანდელ პირობებში.

მრცხვენია ექიმის, რომელიც ამ რეალობას ვერ ათვითცნობიერებს და ვაქცინაციას ეჭვქვეშ აყენებს. მეტიც, ხალხს არ ურჩევს და სიკვდილისთვის წირავს.

დიახ, კითხვები არსებობს, მაგრამ უალტერნატივოა დღევანდელ დღეს.

მარტივი მაგალითი, ფილტვის სიმსივნის სამკურნალო იმუნოთერაპია და Checkpoint-ინჰიბიტორები სულ რამდენიმე წელია რაც გვაქვს. ერთი თვის გამოსული იყო ბაზარზე, მოხმარება რომ დავიწყეთ. ჭკვიანური იქნებოდა ფილტვის სიმსივნით პაციენტებს უარი ეთქვათ ამ ძალიან ეფექტურ თერაპიაზე და ორი წელი დალოდებოდნენ? ორ წელიწადში მათი ძვლები აღარ იქნებოდა სავარაუდოდ.

კოლეგებო დაფიქრდით, გააანალიზეთ და შეიცვალეთ მიდგომა. სანამ დროა მეთქი ვეღარ ვწერ, უკვე ისედაც დაგვიანებულია.

მრცხვენია იმ მოძღვრის ვინც, ვაქცინაციის პროცესში ნეგატიურად ერევა და საკუთარ მრევლს წირავს, თავისი, ყოველგვარ მეცნიერულ საფუძველს მოკლებული, არგუმენტებით.

მრცხვენია იმ მარეგულირებელი ორგანოების და მათი წარმომადგენლების, ვინც დაწესებულ რეგულაციებს არ აკონტროლებს. უმრავლესობას არ უკეთია პირბადე, თუ უკეთია რაღაც ძონძი, გვერდებიდან ორპირი რომ აქვს…

მრცხვენია იმ ხალხის, ვინც დღევანდელ დღეს 74-ს მხოლოდ სტატისტიკად მიიჩნევს, გულთან არ მიიტანს და ვერ გაიაზრებს 74 ოჯახის უბედურებას! ამ 74-ის გარდა დღეს 100-ჯერ 74 კოვიდს ებრძვის და ყოველი წამის ეშინია…

აბა ქართველებო ნუთუ მართლა მხოლოდ სუფრაზე ვლოცავთ და გვიყვარს ერთმანეთი? “ – წერს თამარ ჟამურაშვილი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

4 შემთხვევა, როდესაც კლინიკაში წასვლას სჯობს პედიატრის გამოძახება
ახალი ამბები

4 შემთხვევა, როდესაც კლინიკაში წასვლას სჯობს პედიატრის გამოძახება

19:29 09-03-2026
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება – პრესკონფერენცია წინანდალში
ახალი ამბები

წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება – პრესკონფერენცია წინანდალში

18:23 09-03-2026
სტომატოლოგიური ლაიფჰაკები
ახალი ამბები

​რატომ არ უნდა გამოვივლოთ წყალი კბილის გახეხვის შემდეგ? – სტომატოლოგიური ლაიფჰაკები

14:54 09-03-2026
სამედიცინო ხარისხის კონტროლი – რა უნდა იცოდეს პაციენტმა?
ახალი ამბები

სამედიცინო ხარისხის კონტროლი – რა უნდა იცოდეს პაციენტმა?

09:00 09-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved