• რეკლამა
  • კონტაქტი
23:51, ხუთშაბათი, 22 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მქონდა შესაძლებლობა მელაპარაკა პრეზიდენტთან” – ანა წითლიძემ შიმშილობა შეწყვიტა

ალია ავტორი - ალია
19:24 12-26-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
420
დეპუტატი, ანა წითლიძე:
“შიმშილობის პირველივე დღიდან – არანაირი მოლოდინი არ მქონდა რომ ჰუმანიზმისგან დაცლილი ხელისუფლება ჩემს მოთხოვნებს გაითვალისწინებდა.
შოკისმომგვრელი კადრების შემდეგ რაც გაავრცელეს – ბრაზი, ბოღმა, და სიძულვილი ერთმანეთში ამერია.
პირველად ამ 10 წლის მანძილზე საკუთარი თავის შემეშინდა რადგან შურისძიებაზე ვიფიქრე.
მივხვდი რომ ძალიან ცოტა მაკლდა იმისთვის რომ ამ სიძულვილის და ანგარიშსწორების მორევში საკუთარი თავი არ დამეკარგა.
ამ დღეების განმავლობაში შევხვდი უამრავ ადამიანს ხელისუფლებიდან, ოპოზიციიდან, სამოქალაქო სექტორიდან. მადლობას მინდა ვუთხრა თითოეულ მათგანს.
მქონდა კომუნიკაცია ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ.
ჩემს სანახავად მოსულ ქართული ოცნების წარმომადგენლებთან მხოლოდ ერთადერთი რამე მქონდა სათქმელი: ამ სიძულვილის და ანგარიშსწორების წრეზე – გამარჯვებული არავინ გამოვა, სადღაც თუ არ გავჩერდით ეს სიძულვილი ერთნაირად დაგვანგრევს ყველას.
მე მქონდა შესაძლებლობა მენახა და მელაპარაკა საქართველოს პრეზიდენტთან და მადლობა მინდა ვუთხრა მას ამ შესაძლებლობისთვის.
ჩვენ ყველა ნაციც, ქოციც, შუაშისტიც სადღაც ერთ უფრსკულში სიძულვილში ვეჯიბრებით ერთმანეთს.
განტევების ვაცს ვეძებთ, ყველას ყველაფერს ვაბრალებთ და მთავარი გვავიწყდება – ერთიანობის, სიყვარულის, შეცდომების პატიების და ერთმანეთის გაფრთხილების გარეშე ყოფნა არის ის რაც მტერს აძლიერებს.
რაც არ უნდა ერჩიათ და შევეშინებინეთ ჩემი ანალიზებით ექიმებს და ჩემს მეგობრებს – ვიცოდი რომ სანამ საკუთარ თავში არ დავძლევდი ამ ყველაფერს და ოდნავ მაინც არ გადამივლიდა არაფრის ფასად არ შევწყვეტდი.
მე ერთადერთი რამის შემეშინდა მხოლოდ, ჩემი შიმშილობის ბოლო დღეებში რეალური საფრთხე დავინახე ჩემი მეგობრების მხრიდან, რომ შიმშილობის წრე შეიძლებოდა გაფართოებულიყო. მე არ მქონდა უფლება ჩემი მეგობრების ჯანმრთელობა საფრთხის ქვეშ დამეყენებინა.
ამ ომში გადარჩენა თუ გვინდა,უნდა ვიცოდეთ რომ მიუხედავად პროფესიისა, შესაძლებლობისა ყოველდღიური Freedom Fighter – ხარ სადაც საკუთარი ღირებულებების გარდა, ყველაფრის ფასად უნდა იბრძოლო საბოლოო გამარჯვებისთვის.
მე ამ უკუნეთში სადაც სინათლე არ ჩანს ვიცი რომ ისტორიის სწორ მხარეს ვარ.
მიშა უნდა გადარჩეს და იცოცხლოს.
ბოდიში ყველას ვინც განერვიულეთ ჩემი სიჯიუტით.
მადლობა გულშემატკივრობისთვის.
უდიდესი მადლობა ექიმებს რომლებიც 24/7 ზრუნავდნენ ჩემზე.
მადლობა პარლამენტის აპარატს რომელიც სრული შემადგენლობით თავს მევლებოდა.
არანაირი, დიდი დრო რეაბილიტაციისთვის არ დამჭირდება, ბრძოლის წინა ხაზზე ვიქნები ყველგან სადაც გამარჯვებას დასჭირდება.
ჯანმრთელობა მინდა ვუსურვო David Kirkitadze და მადლობა ვუთხრა მას და Temo Janashia – დათოს სასწრაფოდ გადაყვანის შემდეგ, თემომ მიუხედავად ჯანმრთელობის გაუარესებული მდგომარეობისა ჩემი დაჟინებული თხოვნა და დაპირება გაითვალისწინა, მადლობა ამისთვის.”
ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ანი წითლიძემ შიმშილობა შეწყვიტა. განცხადება დეპუტატმა ექიმებთან და მის თანაგუნდელთან ხატია დეკანოიძესთან ერთად გააკეთა.

“პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის უკიდურესად მძიმე, მისი სხეულის მასა არის ძალიან დაბალი, ასევე დაბალია არტერიული წნევის მაჩვენებელი, შესაბამისად ქალბატონი წყვეტს დღეს შიმშილობას ჩვენი კატეგორიული მოთხოვნით”- ამბობს ექიმი.

თეგები: ანა წითლიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს პრაიმ ანაბარის გახსნა უკვე მობაილბანკიდან შეგიძლიათ
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს პრაიმ ანაბარის გახსნა უკვე მობაილბანკიდან შეგიძლიათ

15:29 10-22-2026
Visa+ საქართველოში – თიბისი და Visa საერთაშორისო გადარიცხვებს ამარტივებენ
ახალი ამბები

Visa+ საქართველოში – თიბისი და Visa საერთაშორისო გადარიცხვებს ამარტივებენ

14:56 10-22-2026
თიბისი, ბიზნესებს, 70 000₾-მდე დაფინანსებას სთავაზობს, 0%-იანი საპროცენტო განაკვეთით
ახალი ამბები

თიბისი, ბიზნესებს, 70 000₾-მდე დაფინანსებას სთავაზობს, 0%-იანი საპროცენტო განაკვეთით

14:05 10-22-2026
არქი გრანდ ავენიუს დიდი ფასდაკლების დღემდე ორი დღე რჩება, პროექტის მიმართ ინტერესი ყველა მოლოდინს აჭარბებს
ახალი ამბები

არქი გრანდ ავენიუს დიდი ფასდაკლების დღემდე ორი დღე რჩება, პროექტის მიმართ ინტერესი ყველა მოლოდინს აჭარბებს

08:01 10-22-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved