• რეკლამა
  • კონტაქტი
04:21, ხუთშაბათი, 17 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მქონდა საშუალება გავმხდარიყავი ჰააგის სასამართლოს მოწმეთა დაცვის პროგრამის ფიგურანტი” – რას სთავაზობდა გივი თარგამაძეს და მის ოჯახს ჰააგის სასამართლო

ალია ავტორი - ალია
19:46 07-03-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
232
პოლიტიკოსი, გივი თარგამაძე, რომელიც ციხეშია, თეა წულუკიანის კომისიაზე არმისვლის გამო, სოციალურ ქსელში, წერილს ავრცელებს:
მე მქონდა საშუალება, გავმხდარიყავი ჰააგის სასამართლოს მოწმეთა დაცვის პროგრამის ფიგურანტი. ამის დასადგენად თბილისში იყო ჩამოსული ორი მისია – ჯერ გამომძიებლების, შემდეგ შესაბამისი დეპარტამენტის წარმომადგენლების შემადგემლობით. ჩაწერილი იქნა ორი დეტალიზირებული ინტერვიუ. თვითოეული გვრძელდებოდა ორი სრული დღე, დაზუსტებისთვის განხორციელდა მრავალი სატელეფონო კონფერენცია. ბოლოს ქეისი გადაეცა შემფასებელ ჯგუფს.
საბოლოოდ პასუხი იყო ასეთი – ჩვენ ვერ შევძლებთ თქვენს დაცვას საქართველოში, ამ ქვეყანასთან ჩვენი ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მაგრამ, თუ დატოვებთ ქვეყანას, თქვენ გახდებით ჰააგის სასამართლოს მოცმეთა დაცვის პროგრამის ფიგურანტი – მიიღებთ საცხოვრებელს, კომუნალურ გადახდებს, ზოგად ფინანსურ უზრუნველყოფას, სრულფასოვან სამედიცინო უფასო მომსახურებას, დახმარებას შვილების სწავლაში და მისნაერები. აღარ იქნებოდა საჭირო მუდმივად თანხის გროვება ოჯახის წევრებსა და მეგობრებში ჯერ გირაოს გადასახდელად, ახლა ჩემს აქ შესანახად, ოჯახის იქ და პარალელურად შვილების სწავლის გასაგრძელებლად – რაც ჩემი მთავარი პრიორიტეტია – სახსრების ძიება.
ბოდიში მოვუხადე ოჯახის წევრებს და ავუხსენი, რომ მსგავსი ნაბიჯი – სამშობლოს დატოვება, ბრძოლიდან გასვლა (რაც ამგვარ პროგრამაში მონაწილეობისას თავის-თავად იგულისხმება) ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება ჩემს პრინციპებს და მე მას ვერ და არ გადავდგავ. ამ ბრძოლაში ჩემი ბოლომდე ყოფნა შეგნებული გადაწყვეტილებაა ადრეული ასაკიდან და ასეთი ქმედება უაზროს გახდის მთელს ჩემს ცხოვრებას, წარსულს და მომავალს. მიუხედავად იმისა, რომ იმ პერიოდში მე მქონდა საშუალება, დაუბრკოლებლად გავსულიყავი ქვეყნიდან, არ მქონდა აკრძალული საზღვრის კვეთა, ჩემს სტატუსში მყოფმა ყველა ბრალდებულმა მოახერა დაუბრკოლებლად ქვეყნიდან გასვლა და უკან დაბრუნება, რაც მოწმობდა, რომ არც მე მექნებოდა გასვლის პრობლემა, მე ეს არ გავაკეთე. სწორად გამიგეთ, ამით არავის სხვის ქმედებას არ ვაფასებ, არც ადრე განხორციელებულს, არც აწი გაკეთებულს. ყველას თავისი ცხოვრება აქვს, თავისი ვალდებულებებით და აუცილებლობებით. ეს მხოლოდ ჩემი პირადი გადაწყვეტილებაა.
ოჯახის წევრთა პასუხმა არა მხოლოდ გამახარა და შვება მომგვარა, მისით ვამაყობ. ცოლმაც და ორივე შვილმაც მითხრეს, რომ ძალზედ შიშობდნენ, მათი დაცვისა და უზრუნველყოფის ვალდებულებების წნეხის ქვეშ არ გადამედგა ასეთი ნაბიჯი, რაც მათთვის იქნებოდა, რბილად, რომ ვთქვათ გულდასაწყვეტი. ისინი მთლიანად იზიარებენ ჩემს გადაწყვეტილებას და ბოლომდე ჩემს გვერდით იდგებიან ბრძოლაში. მთხოვეს, ნაკლებად ვიდარდო მათზე და მეტად ვკონცენტრირდე ბრძოლაზე. ვამაყობ, რომ ოჯახში სრული ერთიანობა მაქვს ასეთ ფუნდამენტალურ საკითხზე.
მე ვთვლი, ერთხელ თუ გაიქეცი, მთელი ცხოვრება უნდა ირბინო. ეს ჩემი ცხოვრება არ არის. ჩემგან ბევრი გაქცეულა, მე – არავისგან, არასოდეს. ასე იქნება ბოლომდე!

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025
“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია
ახალი ამბები

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია

14:37 07-09-2025
რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?
ახალი ამბები

რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?

23:03 07-08-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025

ბიზნესი

76%-მდე ფასდაკლება გორგიაში
ახალი ამბები

76%-მდე ფასდაკლება გორგიაში

17:14 07-16-2025
თიბისის Crash კურსებზე გოგონებისთვის: 600-ზე მეტი დარეგისტრირებული სკოლის მოსწავლიდან 140-მა გოგომ დაიწყო სწავლა
ახალი ამბები

თიბისის Crash კურსებზე გოგონებისთვის: 600-ზე მეტი დარეგისტრირებული სკოლის მოსწავლიდან 140-მა გოგომ დაიწყო სწავლა

15:49 07-16-2025
თეთრი ოქროს შეფასება – #ჰკითხეექსპერტს
ახალი ამბები

თეთრი ოქროს შეფასება – #ჰკითხეექსპერტს

14:04 07-16-2025
გახსენი ანაბარი სასურველი ხარჯებისთვის – თიბისის ახალი კამპანია
ახალი ამბები

გახსენი ანაბარი სასურველი ხარჯებისთვის – თიბისის ახალი კამპანია

13:39 07-16-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved