• რეკლამა
  • კონტაქტი
14:57, სამშაბათი, 14 ოქტომბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მოვუწოდებთ მთავრობას, უზრუნველყოს მედიის წვდომა ინფორმაციაზე – ლომჯარია გელანტიას შემთხვევაზე

ალია ავტორი - ალია
15:55 09-28-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
198

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია BM.GE-ის მთავარი რედაქტორის, თელარა გელანტიასთვის საქართველოს მთვარობის სხდომაზე დასწრების შეზღუდვის შემთხვევებს ეხმაურება.

ომბუდსმენი ხაზს უსვამს მედიის განსაკუთრებულ ფუნქციას, გაავრცელოს საჯარო ინტერესის სფეროში შემავალი ინფორმაცია და ხელი შეუწყოს ინფორმირებულ საჯარო დებატებს ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, რაც საზოგადოებრივ ცხოვრებაში მისი თითოეული წევრის ჩართულობის აუცილებელი წინაპირობაა.

“კრიტიკული მედიის არსებობა აუცილებელი პირობაა საზოგადოების თვითგამორკვევისა და დემოკრატიული სახელმწიფოს ჩამოყალიბების პროცესში. სახალხო დამცველი საგანგაშო ტენდენციად მიიჩნევს ჟურნალისტებისთვის პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში ხელის შეშლის ფაქტებს და მიაჩნია, რომ აღნიშნული საფრთხეს უქმნის ქვეყანაში არსებულ მედია პლურალიზმსა და უარყოფითად აისახება ქვეყნის დემოკრატიულ პროცესებზე”. – ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.

სახალხო დამცველი მოუწოდებს ხელისუფლებას, უზრუნველყოს მედიის წარმომადგენლების დაუბრკოლებელი წვდომა ინფორმაციაზე, მათ შორის, თანასწორობის პრინციპის დაცვით, ჟურნალისტებს მთავრობის სხდომებზე დასწრებისა და მათთვის სასურველი კითხვების დასმის შესაძლებლობა მიეცეთ.

თელარა გელანტიამ მთავრობის სხდომის გაშუქებისა და პროფესიული საქმიანობის განხორციელების შეზღუდვის ფაქტზე ჯერ კიდევ 2022 წლის 12 სექტემბერს გაავრცელა . ინფორმაცია. მისი განმარტებით, მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის წარმომადგენელმა მას სხდომაზე დასწრების აკრძალვის მიზეზად წესების დარღვევა, ბევრი შეკითხვის დასმა და ამ გზით კოლეგებისთვის ხელის შეშლა დაუსახელა. თელარა გელანტიასგან განსხვავებით, მის თანმხლებ ოპერატორს სხდომაზე დასწრების პრობლემა არ შეჰქმნია. თელარა გელანტიას მთავრობის სხდომაზე დასწრებაზე არც 26 სექტემბერს დართეს ნება.

სახალხო დამცევლის განცხადებით, ბოლო პერიოდში არაერთხელ გამოიკვეთა ცალკეული სახელმწიფო უწყებების მიერ ორგანიზებულ ბრიფინგებსა თუ მუნიციპალურ ღონისძიებებზე კრიტიკული მედიის წარმომადგენლების არდაშვების ან/და არმიწვევის ტენდენცია, რასაც ომბუდსმენი თანასწორობის პრინციპთან შეუსაბამო პრაქტიკად აფასებს.

თეგები: თელარა გელანტიამთავრობაომბუდსმენი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025
“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025
პირადი: 150 მილიონის მიტაცება, “მკვლელი მატარებლები” – უსაფრთხოების დარღვევა და მასშტაბური კორუფცია “რკინიგზაში” – გია ყრუაშვილის სკანდალური, ექსკლუზიური ინტერვიუ
ახალი ამბები

“ზუსტად ასე დაწერეთ, “რკინიგზამ”, ჩემი ავადმყოფი შვილი, გაწირა სასიკვდილოდ” – გია ყრუაშვილი

14:56 08-20-2025

ბიზნესი

თიბისი საერთაშორისო შოპინგის მოყვარულთათვის- ისარგებლეთ, 30%-იანი ფასდაკლებით Trendyol-ზე
ახალი ამბები

თიბისი საერთაშორისო შოპინგის მოყვარულთათვის- ისარგებლეთ, 30%-იანი ფასდაკლებით Trendyol-ზე

18:35 10-13-2025
თიბისის შეთავაზებები სტუდენტებისთვის
ახალი ამბები

თიბისის შეთავაზებები სტუდენტებისთვის

17:25 10-10-2025
თიბისის განსაკუთრებული შეთავაზებები მოსწავლეებისთვის
ახალი ამბები

თიბისის განსაკუთრებული შეთავაზებები მოსწავლეებისთვის

18:00 10-09-2025
თიბისიმ საქართველოში პირველი AI Red Team ჰაკათონი „RedHack”-ი ჩაატარა
ახალი ამბები

თიბისიმ საქართველოში პირველი AI Red Team ჰაკათონი „RedHack”-ი ჩაატარა

15:24 10-09-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved