• რეკლამა
  • კონტაქტი
05:41, ორშაბათი, 13 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მოვუწოდებ ყველა გულწრფელ მოქალაქეს, არ შეუერთდნენ ამ პროტესტს! – გიგა ბოკერია

ალია ავტორი - ალია
14:21 05-25-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
48

ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია ეხმაურება ნამახვანჰესის საწინააღმდეგო პროტესტს:

“ჩვენ, საქართველოს ყველა მოქალაქეს, სრული საფუძველი გვაქვს ივანიშვილის მთავრობის მიმართ უნდობლობისა. ჩვენ გვაქვს საფუძველი, ვიფიქროთ, რომ ნებისმიერ პროექტში შეიძლება იყოს გარეული კორუფციული ინტერესი ივანიშვილის რეჟიმისა და მისი გარემოცვის მხრიდან. ჩვენ გვაქვს ამ მთავრობის მიმართ ბრაზის საფუძველი იმის გამო, რომ ისინი საერთოდ არ გრძნობენ ანგარიშვალდებულად თავს ჩვენი მოქალაქეების და ჩვენი საზოგადოების წინაშე. მე ვიცი, რომ ამ ყველაფრის გამო ჩვენი ბევრი გულწრფელი მოქალაქე იყო ამ პროტესტის ნაწილი მთელი ამ კვირების განმავლობაში, სხვადასხვა ფორმით. 

მიუხედავად ამისა, სამწუხაროდ, ფაქტია, რომ ამ პროტესტის მთავარი გზავნილი, სულისკვეთება შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ეს არის, ერთი მხრივ, ბრძოლა და კამპანია უცხოური ინვესტიციების წინააღმდეგ, სიძულვილის კამპანია უმრავლესობისგან განსხვავებული ადამიანების წინააღმდეგ და, მეორე მხრივ, კამპანია კერძო საკუთრებისა და თავისუფალი ეკონომიკის წინააღმდეგ. არა კამპანია მთავრობის კორუფციის ან, ზოგადად, მთავრობის წინააღმდეგ, არა. ეს ძირითადი გზავნილები არის ყველაფერი იმის წინააღმდეგ, რაც სჭირდება ჩვენს ქვეყანას, რომ სიღარიბის ამ ჭაობიდან ამოვიდეს, რომ ყველას ჰქონდეს შანსი საკუთარი ბედნიერებისკენ სწრაფვისა და რომ ვიყოთ თავისუფალი ქვეყანა, სადაც ყველა ადამიანი, მიუხედავად მათი განსხვავებებისა, ღირსეულად და თავისუფლად ცხოვრობს. ანუ ჩვენი ქვეყნის მომავლის წინააღმდეგ გზავნილებია ეს ყველაფერი.

ეს არ ეხება ყველა ადამიანს, ვინც ამ პროცესში მონაწილეობს, მაგრამ ინიციატივა სწორედ ამ განწყობებს აქვს. ეს არის სამწუხარო ფაქტი. ამიტომ, მე მინდა, მოვუწოდო ყველა გულწრფელ მოქალაქეს, ვინც გაბრაზებულია ამ მთავრობაზე საფუძვლიანად, არ შეუერთდნენ ამ პროტესტს. მე მინდა, მოვუწოდო ყველა პოლიტიკურ პარტიასა და სამოქალაქო ჯგუფს, არ აყვნენ ცდუნებას, რომ ხალხი გაბრაზებულია, ბევრი ხალხია და ეს არის შესაძლებლობა მთავრობის წინააღმდეგ ამის გამოყენების. 

ეს არც პრაგმატულად, არც მორალურად კარგ შედეგს არ მოიტანს. ჩვენ გვჭირდება ამ მთავრობის შეცვლა, თავისუფალი ეკონომიკა, კერძო საკუთრება, ჩვენი მოქალაქეებისა და ინვესტორებისთვის, ჩვენ გვჭირდება ღირსეული ატმოსფერო ნებისმიერი ჩვენი მოქალაქისთვის და დიახ, ჩვენ გვჭირდება ჰესები, რომ არ ვიყოთ დამოკიდებული ჩვენს მტერზე, რუსეთზე, გვქონდეს იაფი ენერგია და განვითარდეს ეკონომიკა. ეს არის რეალობა და არავინ არ უნდა აყვეს ცდუნებას, ამ მომენტში საზოგადოების განწყობის გამო, ქვეყნის მომავალი დააყენოს ეჭვქვეშ”. 

თეგები: გიგა ბოკერია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

​9 საუკეთესო მცენარე ჯანსაღი “ცოცხალი ღობისთვის“ – ეზოს დიზაინი 2026
ახალი ამბები

​9 საუკეთესო მცენარე ჯანსაღი “ცოცხალი ღობისთვის“ – ეზოს დიზაინი 2026

21:02 04-12-2026
როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?
ახალი ამბები

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?

21:28 04-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved