• რეკლამა
  • კონტაქტი
16:30, სამშაბათი, 1 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მოვითხოვ ფემიციდის ცალკე მუხლად გამოყოფას სისხლის სამართლის კოდექსში, რომლის ერთ-ერთი სასჯელიც უვადო პატიმრობა იქნება! – ბაია პატარაია

ალია ავტორი - ალია
12:43 05-26-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
113

“საფარის” ხელმძღვანელის, ბაია პატარაიას ინფორმაციით, ზუგდიდელმა ქალმა, რომელიც პოლონეთში ქმარმა მოკლა, გარდაცვალებამდე ორგანიზაციას დახმარების თხოვნით მიმართა. ქალი ყვებოდა, რომ ქმარი მასზე ფიზიკურად ძალადობდა.

როგორც ბაია პატარაიას Facebook-ზე წერს, საკითხზე ინფორმირებული იყო საქართველოს საელჩო, თუმცა მისივე თქმით, უწყება შესაბამისი რეაგირება არ მოუხდენია.

მას შემდეგ, რაც საქართველოს შსს-მ საქმეში პოლიციის ატაშე ჩართო, პოლონურმა პოლიციამ ქალი გამოკითხა, ხოლო მისი ქმარი დააკავა, თუმცა მოგვიანებით ის გაათავისუფლეს.

“საფარი” აპირებს, მომხდარის გამო სტრასბურგის სასამართლოში პოლონური მხარის პასუხისმგებლობის საკითხი დააყენოს.

დღეს საფარი/Sapari დიდი უბედურების დღე გაგვითენდა. პოლონეთში ქალი რომ მოკლა ქმარმა, მაგ გოგოს დახმარებას ჩვენ ვცდილობდით აქედან და ვერ დავეხმარეთ…
ჩვენ თანამშრომელთან Tamuna Lukava სთან გავიდა ჯერ კონტაქტზე, როგორც ოჯახში ძალადობის მსხვერპლი და თამუნამ ასწავლა მტკიცებულებების შეგროვება. შაბათს მისწერა თამუნას, რომ ისევ ნაცემი იყო და ამჯერად პოლიციის გამოძახება სურდა, მაგრამ არ იცოდა, როგორ.
ჩვენ მოვძებნეთ პოლონეთში ქართველი გოგო, რომელმაც გამოიძახა პოლიცია მის ნაცვლად, რაღაც მოშორებულ ქალაქში ცხოვრობდა. პოლონეთის პოლიცია მივიდა და წავიდა, თარჯიმანი იპოვნე და შენით მოდიო…
მერე უკვე დავიწყეთ საელჩოში რეკვა და ჩვენ შსს-ში. საელჩო გამოდგა სრულიად უმაქნისი და უუნარო. აქაურმა შსს-მ პოლიციის ატაშე ჩართო საქმეში და ახლა თავიდან მივიდა იგივე ეკიპაჟი მაგრამ გადაიყვანეს ეს გოგო, თარჯიმანიც დაახვედრეს, მოკლედ გაესაუბრნენ და დავრწმუნდით, რომ მსხვერპლი ხარო. გამოუშვეს შინ, მერე ქმარიც გამოჩნდა, დააკავეს ის კაცი. გაგვიხარდა ჩვენ, მაგრამ გამოუშვეს ის კაცი. დავიწყეთ ისევ რეკვები, რომ ქალი კვლავ საფრთხეშია, ავაწრიალეთ ისევ ყველა. ორშაბათს გვქონდა ბოლოს კავშირი ამ გოგოსთან, ოთხშაბათს მოუკლავს ქმარს, ორივე საქართველოს მოქალაქე იყო…
დილიდან ყველა ვტირით… იქნებ რაღაც კიდე შეგვეძლო იმ შაბათ-კვირას, მაგრამ გვქონდა პოლიციის იმედი, ამაოდ…
დავაყენებთ პოლონეთის პასუხისმგებლობის საკითხს სტრასბურგში, აქედანაც მოვახერხებთ მაგას, მაგრამ იმ გოგოს რა გააცოცხლებს?
არ შეიძლება მოძალადეების ასე დაუსჯელად გამოშვება და რისკების არშეფასება, მაგრამ ესმის ეს ვინმეს ან აქ, ან იქ? ვაიმე, რა დღე გაგვითენდა…
დამატება: რაც არ უნდა გიჟობად მოეჩვენოს ვინმეს, დღეიდან მე მოვითხოვ ფემიციდის ცალკე მუხლად გამოყოფას სისხლის სამართლის კოდექსში, რომლის ერთ-ერთი სასჯელიც უვადო პატიმრობა იქნება!

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სადაც ახალი იდეები იბადება – თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA 10 წლის იუბილეს აღნიშნავს
ახალი ამბები

სადაც ახალი იდეები იბადება – თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA 10 წლის იუბილეს აღნიშნავს

14:26 09-01-2026
თიბისის ბარათებზე წინასასკოლო შეთავაზებები იწყება – მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის მაქსიმალურად სარგებლიანად
ახალი ამბები

თიბისის ბარათებზე წინასასკოლო შეთავაზებები იწყება – მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის მაქსიმალურად სარგებლიანად

13:38 09-01-2026
წინანდლის ფესტივალი
ახალი ამბები

ქართველი არტისტები წინანდლის ფესტივალზე

15:28 08-31-2026
ქობულეთი, ბათუმი თუ ურეკი: სად ჯობია ბინის ყიდვა?
ახალი ამბები

ქობულეთი, ბათუმი თუ ურეკი: სად ჯობია ბინის ყიდვა?

13:28 08-31-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved