• რეკლამა
  • კონტაქტი
02:49, კვირა, 7 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მოვისმინეთ წუხილი, რომ თურმე რაღაც კომფორტი დაერღვა, ყველა პატიმარს აქვს დარღვეული კომფორტი – ღარიბაშვილი მიხეილ სააკაშვილზე

ალია ავტორი - ალია
15:32 04-30-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
246

“ყველა პატიმარს აქვს დარღვეული კომფორტი” – ასე პასუხობს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის საგანგაშო მდგომარეობის შესახებ დასმულ კითხვას.

“მე გითხარით, რომ პატიმარზე საუბარს არ ვაპირებ. ნებისმიერი კითხვით შეგიძლიათ, მიმართოთ პენიტენციურ სამსახურს. 24 საათის განმავლობაში ყველა პატიმარს უტარდება მონიტორინგი, კვლევა, აქვს სრული კომფორტი არა ისეთი, როგორიც სააკაშვილის დროს იყო, როცა პატიმრებს აუპატიურებდნენ, სცემდნენ და კლავდნენ პირდაპირ. არამედ იქ არის შექმნილი სრული კომფორტი, ნორმალური პირობები, კვება – შესანიშნავი. ასე რომ, არავითარი კითხვა არ უნდა არსებობდეს. გასაგებია მოვისმინეთ, წუხილი რომ პატიმარს თურმე რაღაც კომფორტი დაერღვა. ყველა პატიმარს აქვს დარღვეული კომფორტი, იმიტომ, რომ შეზღუდული აქვს თავისუფლება, ბუნებრივია ეს”, – ამბობს ის.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე საფრთხეშია. ის დახმარების გარეშე ვეღარ გადაადგილდება, რაც იმას ნიშნავს, რომ სავარაუდოდ, ვეღარ მოახერხებს სასამართლო პროცესებზე დასწრებას, ასევე, ციხეში პაემნების ოთახში გასვლას.

ამასთან დაკავშირებით დღეს, პარლამენტის შენობასთან, 15:00 საათზე, სხვადასხვა სამედიცინო ასოციაციის წარმომადგენელი მედიკოსები, ასევე, მესამე სექტორის წარმომადგენლები და რიგითი მოქალაქეები შეიკრიბებიან. ისინი ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, საერთაშორისო ინვესტორებმა უზბეკეთის უმსხვილეს IPO-ში მიიღეს მონაწილეობა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, საერთაშორისო ინვესტორებმა უზბეკეთის უმსხვილეს IPO-ში მიიღეს მონაწილეობა

14:17 06-05-2026
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში თანამედროვე კონცეფციის ბიზნესცენტრი M25 გაიხსნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში თანამედროვე კონცეფციის ბიზნესცენტრი M25 გაიხსნა

13:30 06-04-2026
პარკეტის მოხვეწა – ხის იატაკის საფარის ახალი სიცოცხლე
ახალი ამბები

პარკეტის მოხვეწა – ხის იატაკის საფარის ახალი სიცოცხლე

12:55 06-04-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ შავი ზღვის რიგით მე-19 ჯაზფესტივალს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ შავი ზღვის რიგით მე-19 ჯაზფესტივალს

16:44 06-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved