• რეკლამა
  • კონტაქტი
07:21, პარასკევი, 11 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მოვიქეცი, როგორც პატიოსანი დეპუტატი – თაკო ჩარკვიანი

ალია ავტორი - ალია
19:20 06-29-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
76

„კანონი და სამართლის“ ლიდერი თაკო ჩარკვიანის განმარტავს, რატომ არ დაუჭირა მხარი „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებს:

„წინააღმდეგ მივეცი ხმა, რადგან ძალიან დიდი ცდომილებაა ვენეციის კომისიასთან. არ მინდა, რომ პრეცედენტი დავუშვათ, შარლ მიშელის დოკუმენტში ის კი არ წერია, რომ ნაწილი შეასრულეთ და ნაწილი არა. დოკუმენტში წერია, რომ ის, რაც იქ არის, უნდა შესრულდეს. რეფორმები, მთელი პუნქტებია, რომელიც აცდენილია. არ მიყვარს დოკუმენტის ასე რყევა. თუ ვამბობთ, რომ ეს დოკუმენტი ამ რეფორმებით მისაღებია, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მაგალითად, ჩავთვალე, რომ აბსოლუტურად სადამსჯელო ოპერაცია იყო შალვა ნათელაშვილისადმი, ასევე ცესკო-ში წარმომადგენლები და 40%-იანი ბარიერი. ეს ყველაფერი წინააღმდეგობაში მოდის. ჩვენ ვინ ვართ, რომ პოლიტიკოსები კომპრომისზე წავიდეთ. რა უფლება გვაქვს ჩვენ, სამომავლოდ ქვეყნის განვითარებისთვის ძლივს შექმნილი დოკუმენტი, რომლისთვისაც ვიბრძოლეთ და ძლივს მოვიპოვეთ, იქაც ახლა კომპრომისებზე მივდიოდეთ, ჩემთვის წარმოუდგენელია. მაშინ ამ დოკუმენტისთვის რატომ ვიბრძოლეთ. პირდაპირ კამათი, ორთქლის გამოშვება ყოფილიყო დარბაზში, ეგ იქნებოდა და ეგ. რატომ წავიდეთ ასეთ კომპრომისზე და ბოლომდე რატომ არ ვიბრძოლოთ. საწინააღმდეგო პოზიცია რატომ არ გამოვხატო, როდესაც ვხედავ, რომ დოკუმენტში მთელი რიგი პუნქტები არ არის გათვალისწინებული და ირღვევა. მოვიქეცი, როგორც პატიოსანი დეპუტატი. ასევე, მომეწონა ვინც თავი შეიკავა.

დაახლოებით იგივეა, რაც წინააღმდეგობა, თუმცა მე, ნატო ჩხეიძემ და როსტომმა უფრო გამოვხატეთ პოზიცია. ძალიან არ მომწონს და მწყინს ცოტა კოლაბორაციონალური დამოკიდებულება, როდესაც ასეთ ძვირფას, სამომავლოდ რეფორმირებულ დოკუმენტზეა საუბარი. იქ არაფრით უკან დახევა არ შეიძლება. ერთ-ერთმა დეპუტატმა დამიმახინჯა განცხადება, რომ თამარ ჩარკვიანმა თქვა, რევანში გაგრძელდებაო. ასეთი სისულელე რომ გაიფიქრო, ადამიანი არ იტყვი. საქართველოში დაპირისპირება და რევანში ყოველთვის გაგრძელდება თუ ჩვენ რეფორმირებული სამართლებრივი სისტემა არ მივიღეთ. ანუ თავისუფალი პროკურატურა, თავისუფალი სასამართლო და თავისუფალი აუდიტი. ეს ორჯერ ორი ოთხია. ჩვენ რის გამოც 30 წელია, წრეზე დავდივართ. სამართლებრივი სისტემა წარმოუდგენელია. მხოლოდ ამ ხელისუფლების არა, ყოფილ ხელისუფლებასაც რომ მოესწრო რეფორმების გატარება, დღეს მათთვისვე უკეთესი იქნებოდა რეფორმირებული სამართლებრივი სისტემა. ყველა ხელისუფლებამ უნდა იფიქროს, რომ ის აუცილებლად მოვა ოპოზიციაში. პირადად მე ამიტომ ვიბრძვი. აბა, ოქტომბრის ბოიკოტი რატომ გავაკეთეთ? საარჩევნო სისტემის გამო ხომ? ჩვენ თუ ახლა საარჩევნო სისტემაში დავუშვით, რომ სრულფასოვანი, კარგი საარჩევნო რეფორმირებული სისტემა არ მივიღეთ, ისეთი, როგორსაც ჩვენ დოკუმენტი გვთხოვს, ეს კარგი არ იქნება“

პარლამენტმა „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებები მესამე მოსმენით გუშინ დაამტკიცა. საარჩევნო რეფორმას მხარი დაუჭირა 86-მა დეპუტატმა, წინააღმდეგ სამი კანონმდებელი წავიდა. კანონპროექტის  წინააღმდეგ ხმა მისცეს თამარ ჩარკვიანმა, ნატო და როსტომ ჩხეიძეებმა. კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავეს „ლელომ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“.

თეგები: თაკო ჩარკვიანი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:22 09-10-2026
თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობისთვის ტექნოლოგიური განათლების ახალი შესაძლებლობები იქმნება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობისთვის ტექნოლოგიური განათლების ახალი შესაძლებლობები იქმნება

15:03 09-10-2026
თიბისი ტექის მხარდაჭერით Tester’s Day 2026 გაიმართა
ახალი ამბები

თიბისი ტექის მხარდაჭერით Tester’s Day 2026 გაიმართა

14:39 09-10-2026
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
ახალი ამბები

PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა

15:37 09-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved