• რეკლამა
  • კონტაქტი
03:31, შაბათი, 6 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„მოვიდა გიგა – ჩინგიზ ხანის ძეგლის სახით … ვუყურებ რომ არ იმჩნევს, მაგრამ გაცოფებულია“ – რა ისტორიას იხსენებს ჩერგოლეიშვილი?

ალია ავტორი - ალია
16:22 10-08-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
357

„ფედერალისტების“ დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი ერთ ისტორიას იხსენებს:

„აუ დიდი ხანია სასაცილო ამბავი მინდა მოვყვე და სიტუაცია ვერ ვიპოვე.
ამასწინათ, ნარკოპოლიტიკის და ჩვენი ახალი დიდებული ლიდერის, ზურა სიხარულიძის წარდგენა გვქონდა დილას 11 საათზე.
წამოვხტით რვაზე, ყავა დავლიეთ, შხაპი, ისა ესა… და გიგას ბიოლოგიურ საათზე რომ არ ვყოფილიყავი დამოკიდებული, შევთავაზე მე გავალ და შენ მძღოლმა მოგაბრძანოს მეთქი.
დამეთანხმა.
წავედი რედისონისკენ, საჭესთან ვარ, ტელეფონი ფეხებში მიგდია და მივღოღავ საცობში…
მივედი ღონისძიებაზე, კომენტარებს ვარიგებ, ცოტა ხანში მოვიდა გიგა – ჩინგიზ ხანის ძეგლის სახით … ვუყურებ რომ არ იმჩნევს, მაგრამ გაცოფებულია. მეთქი რა სჭირს, ასე როგორ ეწყინა, რომ არ დაველოდე.
მაგრამ ნუ, საქმეზე მქონდა ფოკუსი და დავიკიდე, მეთქი გაუვლის – ახლა ეს კარგად ჩავატაროთ.
დიდებულად ჩაიარა, რომ დასრულდა მივედი გიგასთან, ნოტარიუსთან უნდა გავიარო და შენ მანქანა ხომ გყავს მეთქი… ისევ დამიღრინა.
ისევ არ შევიმჩნიე, მეთქი რავი… რამ გადარია.
წავედი ნოტარიუსთან, მაღაზიაში გამოვიარე, სულგუნი და ცხელი კახური შოთი ვიყიდე, მოვცუნცულდი სახლში – მეთქი მოვთაფლავ.
ისევ არ გამცა ხმა და სასტიკი სიცივე შემომაგება.
ჩამოვუჯექი და კაი რა გეწყინა, არ მინდოდა ზურა ჩვენზე ადრე მისულიყო და ამიტომ არ დაგელოდე მეთქი.
ისევ ჩინგიზ ხანის სახით შემომხედა, ვაი შენს პატრონს, ტელეფონში ჩაიხედე, მოგწერეო.
ვახ, მეთქი ნეტა რა დავაშავე.
ჩავიხედე და თურმე თავში მაცივარი მაქვს მორტყმული, სულს ვღაფავ!
რა მომხდარა:
საცობში რომ ვიდექი, ტელეფონს დავაჯექი და შემთხვევით გიგასთან დავრეკე.
თან ჩემ წინ მიმავალმა ჯეელმა გამაღიზიანა, რომელმაც მწვანე შუქნიშანი გამაზა იმიტომ რომ ტელეფონიდან არ ამოუყვია თავი და საოცარი სიტყვებით შევამკე (მასთან ინტერაქციაში არ შევსულვარ, ჩემთვის, მანქანაში შევაგინე ძაან გემრიელად).
ამ დროს, თურმე, სადღაც ფეხებში სატელეფონო ხაზზე მყავდა გიგა, რომელმაც ჩემს ზარს უპასუხა რათა ეს უდახვეწილესი გინება მიეღო, სანამ არხეინად მივდიოდი ნარკოპოლიტიკის პრეზენტაციაზე.
დანარჩენი თავად წარმოიდგინეთ…
„ადვილს“ ვსვამდი ორი დღე რომ სიცილით მოყენებული ტკივილი ჩამეხშო.
ბობოქარი პოლიტიკური ცხოვრების პარლელურად, ასეთი მხიარული პირადი ცხოვრება მაქვს.“
თეგები: გიგა ბოკერიათამარ ჩერგოლეიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025

ბიზნესი

თიბისის შავი პარასკევის შეთავაზებით 60 000-ზე მეტმა მომხმარებელმა  ისარგებლა
ახალი ამბები

თიბისის შავი პარასკევის შეთავაზებით 60 000-ზე მეტმა მომხმარებელმა ისარგებლა

17:31 12-05-2025
თიბისი საახალწლო შეთავაზებებს იწყებს
ახალი ამბები

თიბისი საახალწლო შეთავაზებებს იწყებს

12:52 12-05-2025
სელფი მობაილის 23.6 მილიონი ლარის ინვესტიცია ქსელის განახლებაში
ახალი ამბები

სელფი მობაილის 23.6 მილიონი ლარის ინვესტიცია ქსელის განახლებაში

20:41 12-04-2025
თიბისი x ილია თოფურია – მთავარია ჯიუტად გჯეროდეს მიზნის
ახალი ამბები

თიბისი x ილია თოფურია – მთავარია ჯიუტად გჯეროდეს მიზნის

15:24 12-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved