• რეკლამა
  • კონტაქტი
08:39, კვირა, 28 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მოვედით, გამოდით! ნეტა, არ ესმით? – დაგაყრუათ ღმერთმა!” – აქცია ბათუმში

ალია ავტორი - ალია
14:19 05-01-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
111

ბათუმში ამ წუთებში სხვადასხვა სოციალური პრობლემის მქონე მოქალაქეები ერთობლივ საპროტესტო აქციას მართავენ.

აქციაზე შეკრებილნი არიან უსახლკარო ოჯახები, ჩამორთმეული მიწების მეპატრონეები, იპოთეკითა და საბანკო დავალიანებებით დაზარალებულები, ასევე ბათუმის ბულვარში თვითდასაქმებულები და დაუსრულებელი მშენებლობებით დაზარალებული პირები.
აქციის მონაწილეები საკუთარი პრობლემების გადაჭრასა და შესაბამისი უწყებებისგან სწრაფ რეაგირებას ითხოვენ.

“ამ შენობაში ზის ქალაქ ბათუმის მერი, ბატონი გიორგი, ჩვენს მიერ არჩეული, მე მახსოვს, როცა უბნებში პირდებოდა ხალხს, რომ მისი მთავარი მამოძრავებელი ძალა იქნებოდა ხალხის მსახურება. დღეს, ამ დღით არ ვამთავრებთ, ეს არის პირველი, გამაფრთხილებელი აქცია, რათა დაგენახათ რეალური სურათი რეალურად, ნახეთ რამდენი ხალხია აქ და ეს მხოლოდ 20 პროცენტია იმათი, ვინც განცხადება შემოიტანა. 80 პროცენტი ჯერ სახლში ზის და ჯერ არ იცის, ამ აქციის შესახებ. ეს არ არის ხალხის მერი. გჯერათ, რომ არჩეული მერია? იმიტომ აირჩია ხალხმა, რომ დაპირდა, იქნებოდა, ხალხის მსახური. ხალხთან კომუნიკაციის პრობლემა აქვს ხელისუფლებას ზოგადად. თამაზაშვილიც ასე იყო. ეს არის მაგალითი, რომ ხელისუფლება ემალება ხალხს. ეშინიათ ხალხის. დაკეტეს სამივე კარი – რატომ დაკეტეს, თავდასხმას ვაპირებთ, თუ რა? ხომ შეიძლებოდა, გამოსულიყვნენ და ეთქვათ, შემოვიდეს 5 პირი. მერი დაემალა ხალხს, აი, ამათი სახე. იკითხავთ, თუ არის რესურსი? – რესურსი ძალიან დიდია, ყველა მშენებარე კორპუსში, 20 პროცენტი ხელისულებისაა!” – ამბობს აქციის ერთ–ერთი ორგანიზატორი. 

მათივე თქმით, ზოგი ისეთი პირი დააკმაყოფილეს ბინით, რომელიც არათუ უსახლკარო არაა, არამედ ოთხსართულიანი სახლი აქვს.

ხალხი სკანდირებს, – გამოდი, ხალხთან, თუმცა, არავინ ჩანს. ისინი უკვე იყვნენ აჭარის მთავრობის სახლთან, სადაც ასევე არავინ გამოვიდა მათთან სასაუბროდ.

“არ აქვთ არანაირი პასუხი და იმიტომ არ გამოდიან. არ მოვცილდებით, გამოვიყვანთ კაბინეტებიდან. აჭარაში, აჭარის ხალხი უსახლკაროდ ვართ დარჩენილები” – ამბობს აქციის მონაწილე.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

მზადება ახალი თავგადასავლისთვის – თიბისის მობაილბანკში მასშტაბური მარათონი ბრუნდება
ახალი ამბები

მზადება ახალი თავგადასავლისთვის – თიბისის მობაილბანკში მასშტაბური მარათონი ბრუნდება

18:11 06-27-2026
ექსპრეს ლომბარდი
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას “ჰკითხე ექსპერტს” აგრძელებს

17:08 06-26-2026
PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანში – თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო
ახალი ამბები

PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანში – თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო

16:30 06-26-2026
თიბისი საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire 2026-ის მთავარი მხარდამჭერია

14:14 06-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved