ფოტო: Justice for animals-სამართალი ცხოველებისთვის.
ისტორიკოსი, გოგა გაგნიძე:
მიუსაფარ ცხოველებზე
ცნობილია პოპულაციის მასობრივი სტერილიზაციით მართვის მეთოდი, რომლის განხორციელებასაც 5 -10 წელი სჭირდება,14 წელი საკმარისზე მეტი დროა, რომ:შექმნილიყო ერთიანი ეროვნული ბაზა (ჩიპირება და რეგისტრაცია), რათა პატრონებს უპასუხისმგებლოდ არ ეყარათ ქუჩაში ცხოველები.მუნიციპალური ბიუჯეტებიდან გამოყოფილი თანხები მიმართულიყო მასობრივ, უწყვეტ სტერილიზაციაზე და არა ფორმალურ, ხშირად კორუფციულ თუ ეფექტურობას მოკლებულ ტენდერებზე.დაწესებულიყო მკაცრი სანქციები უპატრონოდ მიტოვებასა და გამრავლებაზე.სწორი პოლიტიკის გატარების შემთხვევაში, დღეს ქვეყანაში მიუსაფარი ცხოველების კრიზისი აღარ უნდა არსებობდეს.ნახეთ დახოცილი, უმწეო, მიუსაფარი ცხოველების შემზარავი კადრები?როგორ პირობებში ჰყავდათ ცხოველები გორის მუნიციპალურ თავშესაფარში?ათასობით მშიერი ცხოველი მაგისტრალებზე და ქალაქების ქუჩებში?ეს ფაქტობრივად სუსტზე ძალის დემონსტრირებისა და საზოგადოების დესენსიბილიზაციის აქტებია.სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო ამბობს, რომ ცხოველებს არ კლავს.დაამტკიცეთ:გამოაქვეყნეთ ყოველი დაჭერილი ცხოველის ბედი (სად, როდის, ფოტოთი) და თავშესაფრების კამერების ჩანაწერები.რაც შეეხება გორის თავშესაფარს: აუცილებელია დამოუკიდებელი გამოძიება, თუ რამდენი ცხოველი იყო, რა მდგომარეობაში და სად არიან ისინი დღეს.***დიქტატურების ერთ-ერთი ინსტრუმენტია ცხოველებზე აბსოლუტური ძალაუფლებისა და ძალადობის დემონსტრირება, რათა საზოგადოებაში დანერგონ შიში, უსუსურობის განცდა და ნიჰილიზმი, მიაჩვიონ საზოგადოება ძალადობას.მსგავსი ქმედებები წარმოადგენს ე.წ. „სოციალური ჰიგიენისა“ და ტოტალური კონტროლის ილუზიის შექმნის მეთოდს, სადაც ნებისმიერი „არასრულყოფილება“ ან კონტროლს მიღმა არსებული სუბიექტი (იქნება ეს ადამიანი თუ ცხოველი) სასტიკად უნდა აღმოიფხვრას.ასე იქცეოდა საბჭოთა კავშირის რეჟიმი,ასე იქცეოდა ჩაუშესკუ რუმინეთში,ასე იქცევა ლუკაშენკას რეჟიმი ბელორუსში.
….
რადგან მიუსაფარი ცხოველების ზოოციდის საკითხზე გამჭვირვალობის იმედი ნაკლებად შეიძლება გვქონდეს და შესაბამისად, პასუხისმგებელი პირების საქმიდან ჩამოცილების და დასჯის მოლოდინიც იქვე გადაკარგულშია,
შემოვდოთ ემოციები ზედა თაროზე და მოვახდინოთ რაც შეიძლება სრულყოფილი დოკუმენტირება.
ახლაც შეეშინდებათ და მერეც არ აცდებათ.











კომენტარები