• რეკლამა
  • კონტაქტი
06:56, ორშაბათი, 19 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მოუსმენს ევროკავშირი საქართველოს ხალხს? – რა უთხრა კობახიძის მთავრობამ ლანდსბერგისს და რა გზავნილები ჩაიტანა ევროკავშირში

ალია ავტორი - ალია
22:52 05-16-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
150

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი X-ზე წერს. 

“მოუსმენს ევროკავშირი საქართველოს ხალხს და აირჩევს იმედს? თუ უგულებელვყოფთ ჩვენს ევროპულ ღირებულებებს და კომპრომისზე წავალთ?

ბევრი საფიქრალი მაქვს თბილისში ვიზიტის შემდეგ… ისე ჩანს, რომ ე.წ. გამჭვირვალობის კანონი გამჭვირვალობის შესახებ არ არის. დიდი ალბათობით, მიზანია არასამთავრობო ორგანიზაციების მიზანში ამოღება, რომლებიც ქვეყანაში მიმდინარე პროცესების მიმართ კრიტიკულები არიან და მათი დამორჩილება. ისინი, რომლებიც ყველაზე მეტად იქნებიან სამიზნეში ამოღებული, დიდწილად ევროკავშირისა და აშშ-ის მიერ ფინანსდებიან.

არადემოკრატიული სულისკვეთებით დაწერილი კანონის შესწორება ნებისმიერო ადამიანის შესაძლებლობებს მიღმაა. ბევრი ადამიანი დარწმუნებულია, რომ ნებისმიერი შესწორება უბრალოდ იმიტაცია იქნება, რომელიც მთავრობას არასამთავრობო ორგანიზაციების საქმის წარმოების შეზღუდვის დაწყების ინსტრუმენტებს დაუტოვებს.

ამოქმედების შემთხვევაში, კანონი დიდი ალბათობით, განვითარდება, როგორც ეს რუსეთში დავინახეთ. როდესაც კანონი არსებობს, მარტივია მისი ჩუმად შესწორება. კანონის მთელი ლოგიკა სახიფათო ბილიკია, რომელსაც სამოქალაქო საზოგადოებაზე სრული კონტროლის დამყარებამდე მიყვანა შეუძლია.

მთავრობასთან შეხვედრებზე მოვისმინე არგუმენტები, რომ კანონი პოლარიზაციას შეამცირებს. რეალურად კი, ალტერნატიული შეხედულებების აკრძალვით მას დემოკრატიის განადგურება შეუძლია. პოლარიზაციის დაძლევა მხოლოდ დიალოგითა და ინკლუზიურობით შეიძლება, რომლის საშუალებასაც დემოკრატია იძლევა.

ავტოკრატიის არჩევით, საქართველო ასევე განსხვავებულ გეოპოლიტიკურ ორიენტაციას აირჩევს. ორ სკამზე ჯდომა არ შეგიძლია. არ შეიძლება ევროპისკენ გზაზე იყო, როდესაც ცალი ფეხი მოსკოვში გაქვს.

კიდევ ერთი დიდი შეშფოთებაა ორგანიზებული შევიწროება და დაშინების კამპანია სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის წინააღმდეგ. ეს უნდა შეწყდეს და ორგანიზატორები უნდა გასამართლდნენ. ეს დაშინება კითხვებს ბადებს გამოხატვის თავისუფლებასა და არასამთავრობო აქტორებზე.

ბოლოს, მიუხედავად იმისა, რომ ახლა კანონსა და დაშინებებზე ვართ ფოკუსირებული, უნდა გვახსოვდეს, რომ ეს წელი არჩევნების წელია. მთავრობაზეა პასუხისმგებლობა უზრუნველყოს, რომ არჩევნები თავისუფალი და სამართლიანია.

ლიეტუვაში ვბრუნდები იმ წუხილით, რომ საქართველოს ევროპული მომავალი შესაძლოა მიტაცებული იყოს და საქართველოს ხალხისადმი მიცემული დაპირება გატეხილი იყოს. მაგრამ ვხედავ, რომ იმედი ცოცხალია. ის ქუჩებშია და იმ ადამიანების გულებში, რომელთაც პარლამენტის გარეთ შევხვდით,” – წერს ლანდსბერგისი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, ყვარელში ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო გაიხსნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ყვარელში ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო გაიხსნა

20:25 10-17-2026
თიბისი კაპიტალი აქციებით ვაჭრობის მიმართულებით საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დასახელდა – Euromoney-ს ჯილდო
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალი აქციებით ვაჭრობის მიმართულებით საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დასახელდა – Euromoney-ს ჯილდო

18:46 10-16-2026
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში იაპონური ავანგარდული ფოტოგრაფიის გამორჩეული ნამუშევრების პირველი გამოფენა მოეწყო
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში იაპონური ავანგარდული ფოტოგრაფიის გამორჩეული ნამუშევრების პირველი გამოფენა მოეწყო

17:30 10-16-2026
ისწავლე ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების გამოყენება – თიბისი ტექსკოლაში მიღება დაიწყო
ახალი ამბები

ისწავლე ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების გამოყენება – თიბისი ტექსკოლაში მიღება დაიწყო

14:54 10-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved