ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი და სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისარი ოლივერ ვარჰეი რუსული კანონის მიღებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ.
“ევროკავშირი დგას ქართველი ხალხისა და მისი არჩევანის გვერდით დემოკრატიისა და საქართველოს ევროპული მომავლის სასარგებლოდ.
დაუშვებელია სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, პოლიტიკურ ლიდერების და ჟურნალისტების, ასევე მათ ოჯახების მიმართ დაშინება, მუქარა და ფიზიკური თავდასხმა. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გამოიძიოს ეს დოკუმენტირებული ქმედებები.
ეს ნაბიჯები მოითხოვს ადამიანის უფლებების დაცვას და რომ სამოქალაქო საზოგადოებას, ისევე როგორც მედიას, შეეძლოს თავისუფლად ფუნქციონირება. ისინი ასევე ეხება დეპოლარიზაციის აუცილებლობას და დეზინფორმაციასთან ბრძოლას.
მიუხედავად ამისა, და მიუხედავად დიდი პროტესტისა და საერთაშორისო საზოგადოების ცალსახა მოწოდებისა, საქართველოს სამთავრობო მმართველმა უმრავლესობამ პარლამენტში მესამე მოსმენით მიიღო კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“.
ევროკავშირმა ნათლად და არაერთხელ განაცხადა, რომ კანონის სულისკვეთება და შინაარსი არ შეესაბამება ევროკავშირის ძირითად ნორმებსა და ღირებულებებს. იგი ძირს უთხრის სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მუშაობას, მაშინ, როდესაც გაერთიანების თავისუფლება და გამოხატვის თავისუფლება არის ფუნდამენტური უფლებები, რაც საფუძვლად უდევს საქართველოს ასოცირების შეთანხმებასა და ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიმავალ ყველანაირ გზას.
ამ კანონის მიღება უარყოფითად აისახება საქართველოს პროგრესზე ევროკავშირის გზაზე. არჩევანი წინსვლის გზაზე საქართველოს ხელშია. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გაიწვიოს კანონი, შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები ევროკავშირის გზაზე და განახორციელოს აუცილებელი რეფორმები. ევროკავშირი მზადაა გააგრძელოს ქართველების მხარდაჭერა ევროპული მომავლისკენ”, – ნათქვამია განცხადებაში.
კომენტარები