• რეკლამა
  • კონტაქტი
02:09, პარასკევი, 24 ოქტომბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მოწამლა… სისხლი უღებინებია და იქვე მოკვდა… შენს პოვნას მივუძღვნი ცხოვრებას, შე ნაძირალა!”

ალია ავტორი - ალია
02:19 05-24-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
66,050
ასოცირებული პროფესორი, ბექა კობახიძე:
“აქ ოთხი თვის არის. ეს (ლედი) და ამის და (ოლი) წინა წლის დეკემბერში ჩამოვიყვანე რაჭიდან. პაროვირუსული ენტერიტი შეეყარათ და გარდუვალი სიკვდილი ელოდათ. ვატარე გადასხმებზე, ვასვი წამლები და გადარჩნენ.
მერე ორივემ ფეხი მოიტეხა (მანქანა დაეჯახათ) და ტრავმატოლოგთან ვატარე, გავუკეთეთ გიბსი, ვასვი წამლები. დადგნენ ფეხზე.
ორივეს გავუკეთე სტერილიზაცია, სამჯერ ავცერი კომპლექსური აცრით, ერთხელ ცოფზე (როგორც პროტოკოლი ითვალისწინებს). რეგულარულად ვამუშავებდი ჭიებზე, ტილებ-რწყილებზე, მოვუტანე სახლი, ვაჭმევდი ყოველდღე, ვეფერებოდი.
მოკლედ, ამ ორ ნაშვილებ ძაღლზე ორი ათასი ლარი ისე მაქვს დახარჯული, როგორც არაფერი. ჩემი შვებულებებიც მათ გადარჩენას მოხმარდა. აქ ხარჯზე არაა საუბარი, უბრალოდ დამოკიდებულებას ვაჩვენებ. ბევრად მეტის გაღებისთვის ვიყავი მზად მათი სიცოცხლისთვის. გაიზარდნენ დიდი და ლამაზი გოგოები. ცხრა თვის იყვნენ.
აქაც ბევრჯერ დამიწერია და ნაცნობებსაც სათითაოდ ვწერდი, რომ მსურდა მათთვის ეზოიანი პატრონის პოვნა. სრულად მოვლილ ძაღლებს ვაძლევდი და ფულს აქეთ ვუმატებდი.
ვერ ვიშოვე ასეთი ადამიანი.
ასე შემორჩნენ ჩემი კორპუსის ეზოში. არასდროს არავისთვის უკბენიათ. ყეფდნენ ღამღამობით. თავდახრილი ვეუბნებოდი მეზობლებს, რომ ერთადერთი რასაც ვერ ვიზამ და ვერავის ვაპატიებ მათი მოკვლაა, დანარჩენად ნებისმიერ სცენარზე ვიყავი მზად და ამაში ფულსაც დავხარჯავდი.
მანამდე არასდროს მყოლია ძაღლი და ვერ ვიტყვი რომ რაღაც ახირება მქონდა, მაგრამ ცხოვრებამ მოიტანა რომ მათი სიცოცხლე ჩემს ხელში აღმოჩნდა და არ შემეძლო არ გადამერჩინა.
ახლა ათი დღით წავედი რაჭაში და, დამიგულა რა წასული, “ძაღლების ყეფვით შეწუხებულმა” ვიღაც ნაძირალამ, ძაღლები [სავარაუდოდ ვირთხის წამლით] მოწამლა. ამის დას (ოლის) გაუმართლა, რადგან ეს ჯობნიდა ხოლმე და ყოველთვის ასწრებდა საჭმელზე მისვლას.
შოკი დამართნია, სისხლი უღებინებია და იქვე მოკვდა.
გარდა ამისა, მეზობლებს სახლიდან სასეირნოდ ჰყავდათ ჩამოყვანილი თავიანთი ძაღლები. ერთი მათგანი იქვე მოკვდა, მეორე გადაარჩინეს, მაგრამ დაინვალიდდა.
ისინი მიზანში არავის ყოლია, მაგრამ საწამლავმა ადრესატის გარჩევა არ იცის, ხოლო ძაღლმა საკვებისა და საკვებში ჩადებული საწამლავის. ბოდიშს ვუხდი მათ რომ უნებურად ჩემს გამო დაკარგეს თავიანთი საყვარელი არსებები
ეს ხუთი დღის წინ მომხდარა. მეზობელმა დაურეკა დედაჩემს რაჭაში, მაგრამ დედაჩემმა არ მითხა, რადგან მამაჩემის წლისთვი იყო და დამატებით სტრესს ამარიდა. ახლა ჩამოვედი და ვარ უკიდეგანოდ გამწარებული. ამის გამკეტებელი სადღაც ჩემს გვერდით ცხოვრობს და ყოველდღე მხვდება ქუჩაში. ჰოდა თუ კითხულობ, შენს დედას შევ@$ი ყოველდღე!
ამაზე არის ერთიდან ორ წლამდე ციხე და დედამიწაზე ისე არაფერი მინდა, როგორც შენი ჩაყუდება!
ახლა ოლი დარჩა მარტო. საჭმელსაც აღარ ჭამს და ისეთ დღეშია ფეხზე ადგომა არ უნდა. ამასაც რომ რამე დაემართოს, შენს პოვნას მივუძღვნი ცხოვრებას, შე ნაძირალა!
მეზობლებს გამოუძახებიათ პოლიცია. ადამიანი რომ მოეკლათ იქნებოდა ექსპერტიზები და მკვლელსაც მიაგნებდნენ, მაგრამ ძაღლზე თავი არ დაიტვირთეს. აქ არ ვიყავი, თორემ დავატვირტინებდი… ძაღლი დამარხული დამხვდა. ნახევარი კორპუსი ტიროდა და ხალხი შოკშია.
ამის გამკეთებელი ჩვენს შორის არის, მეობის სადღეგრძელოებს ურახუნებს, ეკლესიასიც შედის და სწორუპოვარ სალამს იძლევა.
აი ასეთ გარემოში ვცხოვრობთ. იმავე ეზოში უნდოდათ სათამაშო სკვერის გაკეთება. მეზობლებმა არ დაანებეს, ბავშვების ხმაური შეგვაწუხებსო. სამაგიეროდ, ახლა იმ ადგილზე, სკვერის ნაცვლად, ცხვირწინ ჩაუდგეს კორპუსი და მზის სინათლეს ვეღარ ხედავენ.
იმავე ეზოში გვქონდა სტადიონი. მის ადგილზე უკვე ჩადგეს ორი კორპუსი და ახლა კიდევ სამს აშენებს სამშენებლო კომპანია ანაგი – 22 და 27 სართულიანებს. არც ყურთასმენა არ არის და სამშენებლო მტვერმაც წაგვიღო, ფანჯარას ვერ გააღებ.
მაგრამ სამშენებლო კომპანიებს ხომ არ დავუპირისპირდებით?! უფრო იოლია ბავშვებს წავართვათ სტადიონი, არ ავუშენოთ სკვერი, მოვწამლოთ ძაღლები. ესენი იოლი დასაჩაგრია.
აი ამ გარემოში ვცხოვრობთ. საბაზისო ცივილიზებულობის პრობლემა დგას. ჩემი ოცნებაა არ ვიცხოვრო ამ გარემოში. ეს მათთვის, ვინც ჩემი სათიბის პოსტზე “უბრალო მშრომელი ხალხის” გულშემარკივრობით დაითუთქა.
ლედი… ორ თათზე დამდგარი ვეღარასდროს შემომახტება
პ.ს. თუ ვინმეს აინტერესებს, ეს უბანი არის ნუცუბიძის 77ბ”
შეიძლება იყოს ძაღლი-(ი)ს გამოსახულება
თეგები: ბექა კობახიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025
“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025

ბიზნესი

თიბისის საგანმანათლებლო მულტიმედია ფორმატი კონსპექტები – რთული იდეების მარტივი ახსნა
ახალი ამბები

თიბისის საგანმანათლებლო მულტიმედია ფორმატი კონსპექტები – რთული იდეების მარტივი ახსნა

15:48 10-23-2025
თიბისის მობაილბანკი – აპლიკაცია, რომელიც მოგზაურობაში აუცილებლად გჭირდება
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკი – აპლიკაცია, რომელიც მოგზაურობაში აუცილებლად გჭირდება

14:16 10-23-2025
ახალი ამბები

საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციამ თიბისის მხარდაჭერით AI კვლევითი კლუბი შექმნა

16:47 10-22-2025
კაფე-რესტორნებში თიბისი კონცეპტის და Visa-ს შეთავაზება გრძელდება
ახალი ამბები

კაფე-რესტორნებში თიბისი კონცეპტის და Visa-ს შეთავაზება გრძელდება

15:51 10-22-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved